Showing posts with label ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო. Show all posts
Showing posts with label ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო. Show all posts

Thursday, October 21, 2010

ს უ ფ რ ა ზ ე



სუფრა მთლად აკადემიაც არაა (როგორც ქართველებმა ვიცით), მაგრამ სუფრაზე (განსხვავებით, შეხვედრების სხვა ადგილებისაგან) შეიძლება ბევრი რამ ძალიან ჭკვიანური და საინტერესო გაიგო (რა თქმა უნდა, თუ კარგ საზოგადოებაში აღმოჩნდი), საინტერესო ნაცნობ-მეგობრებიც შეიძინო, დროც სასიამოვნოდ გაატარო და მომავალს უფრო ენერგიული და მომზადებული შეხვდე.

ამდენად, სუფრაზე ჭკვიანი, მხიარული, ენამოსწრებული (კარგად მოსაუბრე), მომღერალი და მუსიკალური წევრი სწრაფად ხვდება საზოგადოების ყურადღების ცენტრში და შემდეგ ადვილად შედის სხვა საჭირო წრეებშიც.

თამადა ყაბარდოულად “მამასახლისია”, ჩერქეზულად “მამა უფალი”.

ტრადიციულად ქართულ სუფრაზე ლუკმას გატეხდნენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც უფალს მადლობას შესწირავდნენ. მეფისა და თავადების სუფრაზე პირველ სადღეგრძელოს მღვდელმთავარი ან კარის მოძღვარი წარმოთქვამდა, გლეხებთან _ოჯახის უფროსი.


მეფის საშობაო სუფრაზე წარმოთქმული: “მრავალჟამიერ ჰყოს ღმერთმან მეფობა თქვენი მრავალ წელს და ისარი ესე გულსა გაერთხას მეფობისა თქვენისა ორგულსა!”.



პატრიარქი ილია II _"სუფრის არსი ქრისტიანულია და გამორიცხავს თრობას. კარგად აღზრდილი ადამიანი არ დათვრება და ამით თავს არ დაიმცირებს. . .
სუფრის ღრმა სულიერ ხასიათზე მიუთითებს ისიც, რომ ყოველთვის ხდება გარდაცვლილთა მოხსენიება.
გული განგვისპეტაკე, გონება განგვინათლე, სული განგვიწმინდე, შეცდომილნი მოგვაქციენ, სულიერნი და ხორციელნი სნეულებანი ჩუენნი განკურნენ, რათა ვიყოთ ჭეშმარიტი მსახურნი მოყვასისა, მამულისა და ღვთისა.
სადღეგრძელო უპირველესად ლოცვაა.
დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება".



AA(პატრიარქის საგალობელი) წმიდაო ღმერთო,/ წმიდაო ძლიერო,/ წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ!











*ჩვენი ”ენაი შემკული და კურთხეული!” ამ ენაზე ბილწსიტყვაობა დაუშვებელია!





თამადის დალოცვა ფუჭი და მოსაბეზრებელი,ტრაფარეტული უხვსიტყვაობის გარეშე.
თამადის მოწოდებები “მომისმინეთ, სიჩუმე და მისთანები” უპირველესად მიუთითებს მის სისუსტეზე. თანამეინახეთა ყურადღებას ექსპრომტით ან კაფიათი იპყრობენ.

მაგ. გ. შატბერაშვილი:
“ისეთ სადღეგრძელოს ვიტყვი,
ბულბულს დავსვამ ჭიქაზე,
ვარდის ტოტზე დაჩვეული
ჩვენთან ყოფნას ინატრებს”.


ჭრის თავაზიანი მოწოდებაც: “პატარა სიჩუმისმაგვარი”, ან ყასიდად “ვსარგებლობ სიჩუმით და მინდა შემოგთავაზოთ . . .”
ჩვენთან კი არ თვრებიან, მხოლოდ ლხინით ტკბებიან!



ბოდენშტედტი:_ღვინის ღირსი არ არის ის, ვინც ამ სასმელს წყალივით სვამს.
სპიჩი _მოკლე სადღეგრძელო (ეს ინგლისურად. ქართველებს არ აქვთ, სამწუხაროდ, ასეთი საჭირო სიტყვა)
_სერვანტესი “მეფე ბახუსისა და დედოფალ ვენერას უხვი წყალობაც ნუ მოგკლებოდეთ”.
ყურები დაასვენეთ და ყბები აამუშავეთ!".

გლდანში უზბეკური კორპუსების მშენებლობის უფროსმა მასწავლა უზბეკური ლოცვა: _ღმერთმა არ გამოგილიოს ოჯახში ოთხ წლამდე ბავშვი!
ტაჯიკური დალოცვა: _ადამიანში ორი მგელია; კეთილი და ბოროტი. იმარჯვებს ის, რომელსაც უკეთ გამოკვებავ. კეთილი მგელი კეთილი საქმეებით უნდა გამოკვებო და გააძლიერო. Y
ბერტოლდ ბრეხტი, “კავკასიური ცარცის წრე”: ყველა სიკეთე ამ ქვეყნად უნდა ეკუთვნოდეს იმას, ვინც სიკეთეს, სიკეთეს, სიკეთეს თესავს!
გალაკტიონი:
სადაც უნდა შევიარო, ღვინოს დამაძალებენ,
მწუხარება ვერ დავფარო, ღვინოს დააბრალებენ!
ო, ძვირფასო! ჯვარზე მაგეს, გაქრა გიჟი ოცნება,
ვკოცნი, ვკოცნი მე შენ ბაგეს, მაგრამ რა მეკოცნება?!


შოთა ნიშნიანიძე:

უსტუმროს, უპურმარილოს,
ქვევრში უსხია ქეძაფი,
ქართველი ავადმყოფობას
უქეიფობას ეძახის.

ხ ა ლ ხ უ რ ი_
ღმერთი ვადიდოთ და დიდებულნი ვიქნებით, ვაგინოთ და გინებულნი დავრჩებით!
მივიღოთ ვაზის ნაჟური “საკურნებლად სულისა და ხორცისა და სადიდებლად უფლისა!”
გიყვარდეთ ქართული სიმღერა, _გემღერებოდეთ!
კარგ ხალხთან შრომა და ქეიფი, _დაგბედებოდეთ!

მასვი, მაჭამე, მალხინე,/ მრავალჟამიერ მათქმინე,/ თუ კიდევ რამე მოგთხოვო,/ სულ კეთილები მაგინე


სტუმარო, სტუმრობის მზემა,
არცა უსტუმროდ ლხინია,
უსტუმროდ პური და ღვინო
მწარეა, განა ტკბილია.


შემოსწრებული

ხ.?_დოდოზარმა შემოჰკრა,
გაჩნდა თანასუფრელი,
სტუმრის მოსვლას მზე მოჰყვა,
წასვლას _შავი ღრუბელი!


შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი,
ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისა!”.


არიფანა _ქეიფი შეგროვებული ფუილით.

თანამეინახე _ინახად მყოფი, ქეიფისას ხალიჩებსა და ბალიშებზე წამოწოლილი ქეიფი.


ი უ მ ო რ ი

ვილოცოთ მშვიდობისათვის თუ ვილოთოთ მშვიდობისათვის!
გისურვებთ ციმბირულ ჯანმრთელობას, აფხაზურ (კავკასიურ) დღეგრძელობას და ბოშურ მხიარულებას!
ნ.დუმბაძე: ისე არ წავალ, მიწას კვალი არ დავაჩინო,/ ჯერ უნდა ღვინო დაძმარებას გადავარჩინო.
მეუბნებიან, ვინც ლოთია, გმობის ღირსია,
ჩხუბი და შფოთი კაცის არა საკადრისია.
ღვინონასვამზე აყალმაყალს თუ არ ავტეხავთ,
მაშინ ეს ღვინო, მეგობრებო, რის მაქნისია!
_ჭიჭიკია, რეიზა ხარ მოწყენილი?
_მოწყენილი კი არა, ფხიზელი ვარ, ფხიზელი!
ფხიზელი მთვრალის მეგობარი კი არა, გადაადგილების საშუალებაა!
& ქუთაისელი მიყავთ პოლიციელებს გამოსაფხიზლებელში, ის კი: _სად მიგყევართ? არ გრცხვენიათ?! ნასესხები ფულით ძლივს დავმთვრალვარ!
& _სმის დროს თვალებს რატომ ხუჭავ? _ექიმმა ღვინისკენ არც კი გაიხედოო!

მ ა მ უ ლ ი

ნიკ. იოსებიძე: “დალიე, დალიე,
ეგ ყანწი დაცალე,/ მე ვიცი, რას გასმევ, იმიტომ გაძალებ./ მზის სხივის ნაჟური ღვინოა მანავის,/ მაგაზე უარი არ უთქვამს არავის./ სასმისში მამულის ლოცვაა ჩასხმული,/ დალოცე სამშობლოს აწმყო და წარსული./ სამოთხეს გვიჯიჯნის ათასი ავსული/ და თუ არ ვილოცეთ, ჯვარი გვაქვს დასმული

შოთა ნიშნიანიძე: ქართველი თუ თვრება, მღერის და იცინის,/ სმაში რომ ტირიან, არა ვართ ისინი. . .
. . . .

რ. ამაშუკელი: საყოველწმინდოს, ნათქვამს დროულად,/ ეპარებოდა თრობა მალული/ და ძილში წასულ თარხან-მოურავს/ ესიზმრებოდა თავის მამული.

ისტორიული მიმოხილვაც ჭამა-სმაზე ნაკლებად როდი გვიყვარს

& დიდებული წინაპრების სადღეგრძელოა (ზეციური მხედრობა, . . .). ვიღაცას დააცემინა. _იმათ მოსვლამდე არაფერი გეტკინოს! (სასწრაფოდ უსურვეს მოკეთეებმა) _ისინი მოვიდნენ და ჩემი სიცოცხლე რა სახსენებელია!
* შაჰ-აბასმა კახეთში ვაზი ააჩეხვინა, მევენახეებს კი ხოცავდა. მაინც ვერ მოსპო ვაზი საქართველოში: სიკვდილის წინ ერთმა კახელმა ვაზის ლერწი ქამრად შემოიჭირა და მასთან ერთად დაიმარხა. მტრის ჯინაზე ვაზმა გაიხარა და კვლავ დაუბრუნდა საქართველოს!
მსოფლიოში უნათესავო ხალხი ვართ. სიმღერა იყო სულიერად ყველაზე დიდი შემწე:
. . . .
. . . .

სიკვდილო, დამარცხდებიო!

_აკლდამაზე კარგ ციხეს სად ნახავ?
_ვინც ტკბილად მომიგონოს, ას წელიწადს მოიყაროს!
_გავრბივარ ცნობიერებაში გადანახულ ოაზისებში!

იოსებ ბაიაშვილი, მიხეილ ხერგიანის ხსოვნის საღამოზე ექსპრომტად: ყველას რადა ჰკლავ სიკვდილო,/რად არ თვითონა ჰკვდებიო!?/ შენ ვერც ბუნება გაშინებს,/ ვერც ეს დიდრონი მთებიო./ რამდენი გმირი ჩაყლაპე,/ შენ მაინც ვერა ძღებიო./ ერთიღა დაგრჩა, სახელი,/ ვერაფერს ვერ უშვებიო./ სახელს ვერ მოსპობ ვერც შენა,/ ვერც საუკუნო წლებიო,/ სახელი ქვეყნადა რჩება,/ მიწას_ ლეში და ძვლებიო./ ორთავესა ჰყავ პატრონი,/ ვერც ერთს ვერ შაეხებიო,/ გმირებს ნუ შეეჭიდები,/ სიკვდილო, დამარცხდებიო!
ჯანსუღ ჩარკვიანი: ღმერთო, მათქმევინე “სიცოცხლე ღირდა!”
მერე წამიყვანე სადაც გინდა.
ჯ.ჩ. დიდი იმედის ნუ გაქვს იმედი,/ უდაოდ ენდე, თუ ის გენდობა/ გწამდეს იმედის, თუნდაც მცირედის,/ მკრეხელობაა უიმედობაც
ლევილის სასაფლაოზე კოკი დადიანის ეპიტაფია: _“მშვიდობა მითხარ და ჩვენს მხარესა,/ როცა უამბობ ამბებს მწარესა,/ უთხარ, რომ ნახე წარწერა ლოდზე,/ “ძვლებიც კი ფიქრობს საქართველოზე”!

საახალწლო
ხ* ახალ წელიწადს, წლის თავსა,/ გიკვლევ ვაზისა რქითამცა,/ მოკეთე ღმერთმა გიმრავლოს,/ მოყვარე _მრავალგზითამცა./ პურ-ღვინო _დაულეველი,/ ვით მოდინარე წყლითამცა,/ სოცოცხლე _გახარებული, მოუწყინარი დღითამცა!
ჯ.ჩ. _ახალი წლისა ვარ მომლოცველი,
ყველა აქ მყოფის ვარ დამკოცნელი.

ი უ მ ორ ი თ
მარკ ტვენი: ჯობს ჩუმად იჯდე და სულელი ეგონო, ვიდრე რამე თქვა და ყოველგვარი ეჭვი გაფანტო.
ხ.* ექიმი: ზომა რაით ვერ გაიგე, მაგ გასახეთქ მუცელისა!?
ავადმყოფმა დაიუბნა მცნება დიდი რუსთველისა:
“ისევ მაძღრის სიკვდილი სჯობს, მინამ უსმელ-უჭმელისა!”

Tuesday, March 30, 2010

ამონაკრები რელიგიის შესახებ










ბიბლია _(ბერძნული) -წიგნები:
I თორა _(ებრ)- კანონები.
დაბადება, გამოსვლათა, ლევიტელთა, რიცხვთა და მეორე სჯული.
II წინასწარმეტყველნი: ისუ ნავესი, მსაჯულთა, სამოსელის I და II წიგნი (ქართულად მეფეთა I და II), წიგნი ესაიასი, იერემიასი, ეზიკიელთა და 12 წინასწარმეტყველისა.
III ებრაულად დაწერეს _ფსალმუნნი, სოლომონის იგავები, იობის წიგნი, ქებათა ქება, იერემიას გოდება, ეკლესიასტე და ძველი წიგნები, აპოკრიფები. ძველი აღთქმის ეს წიგნები კანონიკურად არ ითვლებიან
ბიბლიაში დაცული ჭეშმარიტებები დაშიფრულია, რადგან ადამიანური ცნობიერება მათ ვერ გაუძლებს.
უმაღლესი ჭეშმარიტება უფლისადმი სიყვარულია.
ქმენი სიკეთე და ვერასოდეს ვერ მოგაგნებთ ბოროტება.
პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა გრძელ ჟამ იყო ქვეყანასა ზედა კეთილსასა, რომელმან ღმერთმან შენმან მოგცეს შენ.

ბარნოვი: _თუ შენ ესაუბრები ღმერთს, ესაა ლოცვა. როცა ღმერთი გელაპარაკება შენ, ესაა შთაგონება.
_ბოროტი იმდენად გვაცდუნებს, რამდენადაც ჩვენ თვითონ მივცემთ ამის მიზეზს.
კაცს საცდურად უსაქმობა ექცევა.
სული ლოცვის გარეშე ისევე ცოდოა, როგორც ხორცი ჰაერის გარეშე.
სხეული სულის ციხეა.
პასკალი: ადამიანები სამი გვარის არიან: პირველნი _ემსახურებიან ღმერთს იმიტომ, რომ უკვე იპოვეს, მეორენი ეძებენ იმიტომ, რომ არ უპოვიათ, მესამენი არც ეძებენ და არც უპოვიათ. პირველნი არიან ბედნიერნი და კეთილგონიერნი, მეორენი_ უბედურნი და კეთილგონიერნი, მესამენი კი უბედურნი და უკეთურნი.
ქეი ქაუსი “ყაბუს ნამე”, XII საუკუნე, ირანი: _ის, ვინც ღვთისასკენ მიმავალ გზას ეძებს, ცეცხლის დარია: რაც უნდა ქვემოდან შეუნთო, ალი მაინც ზევით ავარდება. ის, ვინც ღვთის გზას გადაუხვევს, წყალს ემსგავსება: რაც უნდა მაღლა აიტანო, ის მაინც დაბლა ეშვება.
შენ უძლური ხარ შემოქმედის შეცნობაში. . . ქმნილებას შეხედე და შემქმნელი იწამე. ღმერთმა ქვეყანას სამართლიანობა დაუდო საფუძვლად და სიბრძნით შეამკო.
სათნოების სახლი კაცთმოყვარეობის ქუჩაზეა.

ქრისტე _ებრ. ცხებული, მირონცხებული
იესო _ებრ. მხსნელი
მოგვებმა შესწირეს ყრმა იესოს : ოქრო, როგორც მეფეს, გუნდრუკი (კეთილსურნელი), ზეციური მღვდელმთავრის შესაწირი და მური (სურნელოვანი ძვირფასი ფისი), როგორც მოკვდავ ადამიანს.
ძველი მეფენი და მღვდელმთავრები იყვნენ ცხებული წმ. მირონით.
დავითი დაიბადა ბეთლემში. ქრისტეს უწოდებდნენ დავითის ძეს, თუმცა 1000 წლითაა დაშორებული.
ჩვენი მეფეები ბაგრატიონები დავითიანები არიან.
მეფეები ორგზის არიან ცხებულნი: ნათლობისას და მეფედ კურთხევისას.

ძველი აღთქმა _მოლოდინი მესიისა.

ათი მცნება

1. მე ვარ უფალი ღმერთი შენი და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი ჩემსა გარეშე.
2. არა ჰქმნე თავისა შენისა კერპნი, არცა ყოვლადვე მსგავსნი, რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანისსცე მათ და არცა მსახურებდე მათ.
3. არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა.
4. მოიხსენიე დღე იგი შაბათი და წმიდა ჰყავ იგი. ექვს დღე იქმოდე, და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმე შენი: ხოლო დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღვთისა.
5. პატივ_ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა.
6. არა კაც_ჰკლა.
7. არა იპარო.
8. არა იმრუშო.
9. არა ცილიჰსწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუთათა.
10. არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქმიდეს სახლისათვის მოყვასისა შენისა, არც ყანისა მისისა, არცა მხევლისა მისისა, არცა ხარისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაიცა იყოს მოყვასისა შენისა.

ბიბლიიდან: იაკობს უყვარდა რახილი (ბიძაშვილი), რისთვისაც 7 წელი მოჯამაგირედ დაუდგა ბიძას. ვადის გასვლის შემდეგ ბიძამ პირობა გატეხა და აიძულა უფროსი ქალიშვილი ლია ეთხოვა. იაკობი კიდევ 7 წელი ემსახურა ბიძას და აისრულა ოცნება, ითხოვა რახილი. აი, ასე უყვარდათ მაშინაც!!
ადამიანის მიწიერი ცხოვრება გამოცდაა.
იღვაწე სიმართლისათვის და ღმერთი მრავალჟამიერ იბრძოლებს შენთვის.
სოლომონ ბრძენმა ღმერთს სთხოვა “გული გონიერი”
“შიში ოფლისა დასაბანია სიბრძნისა და მორჩილება წინ უძღვის დიდებას” (იგავნი 15, 33).
შეიყვარე მოყვასი, ვითარცა თავი შენი.
უმჯობეს არს ლუკმა ტკბილი სიმშვიდით, ვიდრე სახლი, სავსე სანოვაგითა და შფოთით!



სახარება (ევანგელიე), ოთხთავი ცნობილია;
მარკოზის სახარება, დაიწერა დაახ. 60 წელს ჩვ.წ.აღრიცხვით.
მათეს სახარება, დაიწერა ებრაულზე დაახ. 70-72 წ. ჩვ.წ.ა.
ლუკას სახარება
იოვანეს სახარება
უძველესი სახარება დაწერილია კოპტებისა და ბერძნების ენაზე.

აღმოჩენილია იუდას სახარების ხელნაწერი დაახლოებით ჩვ. წ.ა. 280 წლის
ოთხშაბათს იუდა ისკარიოტელმა გაყიდა უფალი ოცდაათ ვერცხლად და წარიწყმინდა სული.
იუდას ეკუთვნის სიტყვები: 1. არავის ეწოდოს ბატონი. ბატონი მხოლოდ ღმერთია.
2. თავისუფლება სიცოცხლეზე ძვირფასია.

ცნობილია ქართულად ოთხთავის პირველი თარგმანები
შესრულებული ეფრემ მცირისა და იოვანე პეტრიწის მიერ (შესრულებული მეცნიერული მიზნით). ფილოსოფოსი იოანე პეტრიწი იყო მაიუმის ეპისკოპოსი, რუმინელთა განმანათლებელი.
ფართოდ გავრცელდა ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელების ბერძნულიდან ნათარგმნი სახარება X_XI საუკუნეების მიჯნაზე. გიორგი მთაწმინდელი (1009_ 10.VI.1065წწ.)
გვაქვს უძველესი ხელნაწერები: ადიშის და ოპიზის (897წ.), აგრეთვე ურბნისის, ოშკის, პალესტინური, ვანის, გელათის, ეჩმიაძინის (მიაკვლიეს 1960წელს).
გადამწერების სამადლობლო წარწერა: _დიდება შენდა, სამებაო წმიდაო, რომელმან მომმადლე მე, იოვანე ტატანელსა და დავწერე წმინდაი ესე ოთხთავი.
_მე, გლახაკი სტეფანე, მიწაი და მტვერი, შვილი მცხეთისაი, ღირს მყო ღმერთმან . . .
1709 წ-ს გამოსცეს ვახტანგ მეფის სტამბაში (შეცდომებით).
1743 წელს მოსკოვში ბაქარ ბაგრატიონმა დაბეჭდა მათესა და იოვანეს სახარება.
ქართული ოთხთავის შედარებით კარგი გამოცემა შესრულდა სანკტ-პეტერბურგში გრაფინია უვაროვას თაოსნობით ვლადიმერ ბენეშევსკის მიერ და ნიკო მარის მონაწილეობით 1909 წელს _მათეს სახარება, 1911 წელს _მარკოზის.
ამერიკელი რობერტ ბლეიკი 1919_20 წლებში თბილისის უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს ბერძნულში. მან პარიზში გამოსცა ადიშის ოშხთავი: 1928 წელს _მარკოზის, 1933 წელს _მათეს, 1950 წელს _იოვანეს, 1955 წელს _ლუკას სახარებები. ეს უკანასკნელი ბლეიკის სკვდილის (1950წ) შემდეგ გამოსცა ფრანგმა მ.ბრიერმა. გამოცემას ახლდა ქართული ტექსტის ლათინური თარგმანი.
ოთხთავის ქართული აკადემიური რედაქცია და გამოცემა 1945წელს ეკუთვნის აკადემიკოს აკაკი შანიძეს.

მარკოზი იყო პეტრეს მოწაფე, ლუკა _პავლესი.
ანდრია პირველწოდებული უფროსი ძმაა პეტრესი, ანტიოქიის ეკლესიის წინამძღოლისა.


ნათელმხილველი ვანგა გვირჩევს ყურადღებით წავიკითხოთ იოანეს სახარების მე-13 თავი
მაჰმადიანური რელიგია: სუნიტური (თურქეთი), შიიტური (ირანი). ერაყში ორივეა.


ქ რ ი ს ტ ი ა ნ ო ბ ა

ლოცვა უფლისადმი
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი შენი ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნ, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან. ამინ.

ღმერთი სიყვარულია! და ვინც სიყვარულში რჩება, ღმერთში რჩება და მასში რჩება ღმერთი
“ქრისტიანები” პირველად ჩვ.წ.ა. 43 წელს უწოდეს ანტიოქიაში, მანამდე ნაზარეთელებს უწოდებდნენ.
ქრისტიანულ რელიგიას 7 საიდუმლო აქვს:

აღდგომა ემთხვეოდა პასექის დღესასწაულს, ანუ ებრაელთა ეგვიპტის ტყვეობიდან გამოყვანის დღესასწაულს. შემდეგ კი დაწესდა მისი აღნიშვნა მთვარის ავსების პირველ კვირადღეს.
აღდგომის ღვთიური ცეცხლი ქრისტეს საფლავის მღვიმედან ხანგრძლივი ლოცვის შემდეგ გამოაქვს მართლმადიდებელთა მღვდელმთავარს. მხოლოდ 1569 წელს იქ ძალით შეიჭრა სომეხთა მღვდელი 24 საათი ილოცა, მაგრამ უშედეგოდ. მართლმადიდებელთა ლოცვით ღვთიური ცეცხლი მაინც გადმოვიდა გარეთ, ერთერთი სვეტის ნაპრალიდან!
დიდი ორშაბათი: იხსენებენ უნაყოფო ლეღვის გახმობას; რაიც იმ ქრისტიანთა სულის სიმბოლოა, რომელიც სინანულის ნაყოფს არ ისხამს.
დიდი სამშაბათი: მოწოდება სულიერი სიმშვიდისა და მოწყალების გაცემისაკენ.
დიდი ოთხშაბათი : ეკლესია კიცხავს იუდას, ვერცხლმოყვარეობას.
დიდი ხუთშაბათი : ქრისტემ 12 მოციქულს ფეხები დაბანა.
დიდი პარასკევი _ჯვარცმა, გარმოხსნა, დასაფლავება.
ადამი მაკრძალულია გოლგოთაზე (ევას საფლავი მოსაძებნი გვაქვს?). ჯვარცმასთან ქვევით ხშირად ადამის თავის ქალაა
გამოსახული, ნიშნად ღვთის მიერ კაცობრიობის გამოხსნისა.
რომის იმპერატორ მარკუს ავრელიუსის ვერდიქტი: ყველა ქრისტიანი მოიძიონ და დახოცონ, ხოლო მათი ქონება მისცენ დამსმენებსა და მძებნელებს!

მამა გიორგი: რაც არ გესმის, იმით მხოლოდ გაოცება შეგიძლია, მის უარყოფას კი ნუ გაბედავ.
სექსუალურად წარმოჩენა ცოდვაა. მაცხოვარი ამბობს: _ვაი მას, ვისგანაც შემოდის საცდური!
იუდა ისკარიოტელის ნაცვლად მოციქულად არჩეულმა მატათამ ქრისტიანობა იქადაგა მეორე ეთიოპიაში, ანუ კ ო ლ ხ ე თ შ ი აფსარის ციხესთან და იქვეა დაკრძალული.
საქართველოში ქრისტიანული სარწმუნოება იქადაგეს I საუკუნეში წმინდა მოციქულებმა სვიმონ კანანელმა და ბართლომემ; ანდრია პირველწოდებულმა. შემდეგ წავიდა კიევში და იქადაგა “კიევის რუსეთის” აღმოცენება.

ამქვეყნიურ ეკლესიას ეწოდება მებრძოლი (ბოროტებასთან) ეკლესია, ზეციურს კი _მოზეიმე.
უძველესი მართლმადიდებლური ეკლესიი ნაშთებია . . .
საქართველიში კი . . .

ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას საეპისკოპოსო ავტოკეფალია მიენიჭა V საუკუნეში, საპატრიარქო ავტოკეფალური ეკლესიაა XI საუკუნიდან. პირველი პატრიარქი იყო კირიონი.
ლარსის ხეობაში მშენებარე (სპონსორი ლევან ვასაძე) მთავარანგელოზების მიქაელისა და გაბრიელის და წმ. გიორგის ტაძარში დაბრძანებულია ღვთისმშობლის ხატი, რომელიც შექმნა 18 წლის ქუთაისელმა ბიჭმა 2002_2003 წლის მარტში დაასრულა (9 თვეში). მანამდე არ ხატავდა. ჰქონდა გამოცხადება. ხატზე ხუცური წარწერაც გააკეთა (ხუცურს ვერ კითხულობს!) დახატა ხუთჯვრიანი დროშა (ასეთი დროშა სახელმწიფო დროშად აღიარეს მხოლოდ 2004 წელს!) ხატის ქვედა ნაწილში გამოსახულია ცხვარი, ქრისტეს სამწყსო ქართველი ხალხი. უფლის მინიშნებააო
დღევანდელი ქაშვეთის ეკლესია შენდებოდა 1904_1910 წწ. 1946 წელა მოხატა ლადო გუდიაშვილმა.
ვახტანგ გორგასლის ფარზე ეწერა: ეძიებდე ქრისტესთვის სიკვდილს
უფლის კვართი მცველად და მფარველად მოევლინა საქართველოს, ის მალავს “სიშიშვლოებასა სულისა ჩვენისა ცოდვისა მიერ”
დასავლეთ საქართველოშია (ხობის მონასტერში) ღვთისმშობლის კვართი და მისი სარტყლის ნაწილი, რათა “ვიხილოთ და შევძრწუნდეთ”
სარტყლის ერთი მესამედი ინახება ტრიესტში, მეორე ათონის წმ. მთაზე. აღინიშნება 13 სექტემბერს.
მყინვარწვერზე (4000მ.), ბეთლემის მონასტერში ვახუშტის ცნობით ინახებოდა უფლის აკვანი და აბრაჰამის კარავი. გამოქვაბულში შესვლა მხოლოდ ჯაჭვით შეიძლებოდა, რომელსაც ჟანგი არ ეკიდებოდა. ჯაჭვი და კარი ინახება ყაზბეგის მუზეუმში.

ივერიის ღვთისმშობლის ხატი. დახატა ლუკა მიციქულმა. ღვთისმშობლის ბრძანებით ეგეოსის ზღვაზე ფეხით გაუვლია წმ. გაბრიელ ივერიელს და ათონის მთასთან ნაპირზე გამოუბრძანებია ღვთისმშობლის ხატი. ხატის დასვენების ადგილზე სასწაულთმოქმედი წყარო ამოჩუხჩუხებულა. სრულიად საქრისტიანოს მფარველი ივერიის ღვთისმშობლის ხატი იხსენიება ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს.
საბერძნეთში 6-დან 15 აგვისტომდე სოროებიდან გამოდიან შხამიანი გველები და მიდიან ივერიის ღვთისმშობლის ხატისკენ და რინდდებიან, თითქოს ლოცულობენო. მათ თავზე ჯვრები აქვთ გამოსახული. ამ პერიოდში არავის არ ერჩიან! ამ დროსხატის წინ გამხმარი შროშანები ცოცხლდება. ლეგენდით: ღვთისმშობელმა მტრისაგან დასაცავად მონაზვნები გველებად აქცია.

წმინდანი ათნი ბევრნი (100000) მოწამენი. ჩინგის ყაენისაგან ძლეული ხვარაზმის სულთანი ჯალალედინი აიყარა და საქართველოს მოადგა 1226წ. გარნისთან მტრის 120 ათასიან ლაშქარს 60 ათასიანი ჯარით ამირსპასალარი ივანე ათაბაგი დახვდა, მაგრამ უბრზოლველად უკან გაბრუნდა. მტერს ოთხიათასიანი ჯარით შალვა ახალციხელი დახვდა ვაჟკაცურად, მაგრამ რას შეაჩერებდა. თბილისის კარიც მოღალატე თბილისელმა სპარსელებმა გაუღეს. სულთანმა რუსუდანის ცოლად შერთვა ინება, უარით გაბოროტებულმა სიონის ტაძარს გუმბათი მოარღვია და ზედ თავისი “ბილწი საჯდომელი” დაადგა. ქართველებს მეტეხის ხიდზე დადებული წმინდა ხატების შეურაცხყოფა შესთავაზა სიცოცხლის სანაცვლოდ, მაგრამ ვერ ეღირსა ასეთ სანახაობას. ქართველთა უმაგალითო თავდადების ადგილზე დღეს “ევროპის მოედანია”! ალბათ დროებით.

VI საუკუნის მეორე ნახევარში ქართლის ერისთავმა გუარამ კურაპალატმა დაიწყო სიონის ტაძრის შენება. იქაა დაბრძანებული სიწმინდეები: თომა მოციქულის თავის ქალა და წმ. ნინოს ჯვარი.
სვეტიცსოვლის მახლობლად მოხდა ზეცისა და დედამიწის გამთლიანება.
მხოლოდ სვეტიცხოველს აქვს პატივი მირონის მომზადებისა და კურთხევის. 14 ოქტომბერი _სვეტიცხოვლობაა
ანგელოზის წირვა დგება,/ როცა დაჰკრავს ნინო ზარსა,/ მცხეთის ქალაქს მირონი დუღს,/ ირგვლივ გააქვს ნიავ-ქარსა,/ გარს გუმბათსა, სვეტს ეხვევა,/ როგორც ნორჩი ვაზი სარსა,/ იმის მადლი შეგეწიოთ,/ რაც იქ წირვა-ლოცვა დგასა.
გრ. რობაქიძე: _სხვების ჯვარი ან ქვისაა, ან ხის, აქ კი ჯვარი ვაზისა! ვაზი ხომ სახეა მიქის _ნიადაგის, სიცოცხლის. სხვაგან ჯვარი წამების და დასჯის ნიშანია. ჩვენში ჯვარი ლხინია თვითონ.
სომეხთა მთავარსარდალმა გრიგოლ მამიკონიანმა არეულიბისას ნინოს ჯვარი დაასვენა კაპოეტში, მერე მისთვის აგებულ ხაჯივანქში (ჯვრის ეკლესია), შემდეგ ანისში. დავით აღმაშენებელმა ანისი აიღო და დააბრუნა მცხეთას. 1749 წელს მიტროპოლიტმა რომანოზმა ჯვარი საიდუმლოდ წაუღო რუსეთში უფლისწულ ბაქარს. 1802 წელს იმპერატორმა ალექსანდრე I_მა დააბრუნა წმ.ნინოს ჯვარი საქართველოში ქართველთა გულის მოსაგებად.
ათცამეტი ასურელი მამები

იოვანე ზედაზნელი, დავით გარეჯელი, ანტონ მატომყოფელი (მარტყოფელი), ისე წილკნელი, აბიბოს ნეკრესელი


1615 წლის აღდგომა ღამეს შაჰ-აბასმა დავით-გარეჯის მონასტრის ექვსი ათასი ბერი მოსრა.


ათენგენობა _გიორგობიდან 35-ე შაბათი ათენგენობის დღეა, ივლისის მესამე შაბათი

ლომისობა _ აღინიშნება სულთმოფენობის შემდეგ ოთხშაბათს. ხვარაზმელებმა ტყვედ ჩაიგდეს 7000 არაგველი და მათთან ერთად წმ. გიორგის ხატიც წარიტაცეს. ხატმა მტერს “მხარი შეუკრა”, დაიწყო შიმშილობა. მკითხავებმა სულთანს ურჩიეს ხატის მოშორება. მან საკირეში ჩაგდება ბრძანა, მაგრამ ხატი ამოფრინდა და იქვე მოვლენილი ხარის რქაზე დაბრძანებულა, მაგრამ ხატი და ლომა. ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზე ხარი უსულოდ დაეცა. იმ ადგილას აგებულ სალოცავს ლომისის წმ.გიორგი ეწოდა.

გელათის აკადემიას სათავეში ედგა იოანე პეტრიწი.
იყალთოს აკადემიაში ღვთისმეტყველების გარდა ისწავლებოდა მჭედლობა (ლითონის დამუშავება), მეკეცეობა და მეღვინეობა.
ანთიმოზ ივერიელი _რუმინელთა წმინდანი და განმანათლებელი
წმინდანები იწოდებიან: წინასწარმეტყველნო, მოციქულნი, მოწამენი, განმანათლებლები, ღირსნი, უვერცხლონი, ნეტარნი, მართალნი

წმ. ნიკოლოზი _მესამე საუკუნის II ნახევარი, ანტალიიდან მისი ნეშტი გაიტაცეს იტალიელმა მეზღვაურებმა და დაკრძალეს იტალიის ქ. ბარში. ქმ. ნიკოლოზის შემოღებულია საშობაო საჩუქრების გაცემა (სანტა კლაუსი, ნიკოლაუსი). წმ. ნილოლოზმა ფანჯრიდან შეუგდო ფული ერთ გაჭირვებულს, რომელიც სასოწარკვეთილი ვალის დასაფარავად აპირებდა ქალიშვილების საროსკიპოსთვის მიყიდვას.

8 თებერვალი _ხსენება წმ. დავით აღმაშენებლისა.

7 აპრილი _ხარება.
6 მაისი _წმ. გიორგის აღსრულების დღე
12 მაისი 62 წელი, ანდრია პირველწოდებულის შემოსვლა საქართველოში;
16 მაისი _სიყვარულის დთესასწაული, ყოვლადწმინდა სამების დღესასწაულია გერგეტში (ყაზბეგის რ-ნი)

22 მაისი _ნიკოლოზ საკვირველმოქმედი

1 ივნისი 323 წელი_წმ. ნინოს შემოსვლა საქართველოში
28 აგვისტო _მიძინება მარიამ ღვთისმშობლისა
2 აგვისტო _ილიაობა
12 სექტემბერი _ალექსანდრეს დღე
14 სექტემბერი _საეკლესიო ახალი წელი. ზეიმობდნენ მომდევნო 5 წლის ხარკის გადახდის გამო!
21 სექტემბერი _შობა ღვთისმშობლისა
26 სექტემბერი _ქეთევანობა
14 ოქტომბერი _სვეტიცხოვლობა
23 ნოემბერი _წმ. გიორგის ბორბალზე წამების დღე


24 დეკემბერი _უცნობი ადამიანის მოხსენიების დღე (რომლის სახელიც წმინდანს არ უკავშირდება)

607 წელს მოხდა განხეთქილება ქართულ და სომხურ ეკლესიებს შორის.
ჩვ.წელთაღრიცხვამდე მე-6 საუკუნეში მცხეთაში ჩამოვიდნენ ებრაელები და თან ჩამოიტანეს ილია წინასწარმეტყველის . . . და ძველი აღთქმა გააცნეს ქართველებს.

1811 წელს რუსეთმა უკანონოდ გააუქმა ქართული ეკლესიის ავტიკეფალია, რომელიც აღდგა 1917 წლის 25 მართს. რუსეთის ეკლესიამ ცნო 1943 წელს, მსოფლიო საპატრიარქომ _1989წელს.

არქიმანდრიტი რაფაელი: სულიერი ტაძრის მთავარი სვეტი მართლმადიდებლური სარწმუნოებაა, კედლები _სასოება, ხოლო გუმბათი _სიყვარული.
პირველი ქრისტიანული ტაძარი აშენდა აჭარაში.

ამბა _მამაო

ბელზებელი _ასირიული ღვთაება, ავი სული

ემანუელი _ჩვენთან არს ღმერთი





კვირა, კვირიოს _ბერძ. უფალი
კვირაძალი _კვირის წინ, შაბათი

მესია _წრისტე
მეტანია _ლოცვა

პალიმფსესტი _ტყავზე დაწერილ-წაშლილი ხელნაწერი.

რაბი _მოძღუარი


ტიპიკონი _მონასტრის დღის წესრიგი

ღაზი _ისლამისათვის მებრძოლი

შეიხი _არაბ. უხუცესი

ჯგრაგ _სვანურად წმ. გიორგი. სიმღერას წმ. გიორგიზე სვანები ასრულებენ გლოვის დროსაც.

მოსკოვის კრემლის სასახლის ოქროს სადედოფლო დარბაზის ჩრდ. კედელზე გამოსახულია ჰერეთის დედოფალი დინარა თეთრ ცხენზე. დიმიტრი დონელმა მიმართა დახმარებისათვის კულიკოვოს ბრძოლის ძინ.
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი): მფარველი ანგელოზი შეგვეწიოს ჩვენი გულის ტაძრის შენებაში. ამ სულიერი ტაძრის შენებაში მთავარი სვეტი მართლმადიდებლური სარწმუნოებაა, კედლები _სასოება, ხოლო გუმბათი _სიყვარული.
უფალო, მექმენ შემწედ და მომეც უნარი, ვემსახურო სიმშვიდესა შენსას. სადაც სიძულვილი მძვინვარებს, სიყვარული მათესვინე, სადაც შეურაცხყოფენ _მიტევება, სადაც სასო წარკვეთილი აქვთ _იმედი.
ურწმუნო ხალხი ბრბოა, მორწმუნე _მრევლი
წმ. ილია მართალი _ენა, მამული, სარწმუნოება
2007 წლის ნათლიღებიდან პატრიარქი ილია II პირადად ნათლავს ჯვარდაწერილი წყვილის მესამე შვილს!
2009 წლის 23 ნოემბერს უკვე 4000 ბავშვი ყავს მონათლული! ღმერთო! გვამრავლე ქართველები!

საქართველოს პატრიარქის ილია II-ის
ეპისტოლეებიდან

_ღმერთი, სამშობლო, ადამიანი
_ ჩვეს ენაში განცხადებულია ჩვენი ისტორია, ჩვენი მსოფლაღქმა და აზროვნების წესი.
_ ქართული ენის სისავსეს მის დიალექტთა და კილოკავთა მრავალფეროვნება, ქართველი კაცის განცდის სიღრმე და მდიდარი სულიერი სამყარო განაპირობებს.
_ პაისი გვასწავლის, ემსგავსეთ ფუტკარს, რომელიც მხოლოდ ყვავილებს ხედავს და აგროვებს სიტკბოს თაფლისათვის და არა ბუზს
_ შეიძლება კეთილდღეობა უბედურებაზე საშიში იყოს.
_სასუფეველი ღმერთისაი არა არის საჭმელი და სასმელი, არამედ სიმართლე და მშვიდობა და სიხარული სულითა წმიდითა
ადმიანის ცხოვრება უნდა წარმოადგენდეს სულიერ ჯვარს, რომლის ვერტიკალური ძელი ღვთისკენ სწრაფვაა, ხოლო ჰორიზონტალური _სწრაფვაა ადამიანებისაკენ.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო,
წმიდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ

ბოროტება ბოროტებით არ ითრგუნება.
ეშმაკი ყოფს, ღმერთი აერთიანებს!
ამქვეყნიურ ეკლესიას (ბოროტებასთან) მებრძოლი ეკლესია ეწოდება, ზეციურს კი მოზეიმე.



წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზი, სერბი: შენი მიწა ძველისძველი ცივილიზაციის ცენტრია, სადაც ძველთაგანვე მიდიოდა ბრძოლა ზეციური სასუფევლისათვის, პატიოსანი ჯვრისა და ბაჯაღლო თავისუფლებისათვის. . .ნუ გააძვირებ იმას, რასაც შენს ქვეყანას აძლევ და ნუ გააიაფებ, რასაც მისგან იღებ.

Sunday, November 15, 2009

პ ო ლ ი ტ ი კ ო ს ე ბ ი და პოლიტიკა





კონფუცი:
ცუდი მმართველია, რომელიც ხალხს სძულს, უკეთესი, რომელიც ხალხს უყვარს; კარგია, ვისიც ხალხს . . . ეშინია.

_ომს ნუ დაიწყებ, თუ არ იცი, რომ . . .გაიმარჯვებ.

_ძლიერი უბედურების მიზეზს თავის თავში ეძებს, სუსტი კი . . . სხვაგან.

ბუდა:
მაშინ დამარცხდებით, თუ არ დაძაბავთ ძალებს თქვენში დამალული დაუსაბამო ძლიერების გამოსავლენად: იმ წამსვე, დაკარგავს თუ არა კაცი ან ერი საკუთარი თავის რწმენას, სიკვდილი მოდის.

უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავი ირწმუნეთ და მერე ღმერთი.
პ ო ლ ი ტ ი კ ო ს ე ბ ი და პოლიტიკა


ოტო ბისმარკი:
შეცდომები პოლიტიკაში ტუბერკულიოზს ჰგავს. როცა მისი განკურნება შესაძლებელია, ისინი შეუმჩნეველნია, ხოლო როდესაც ისინი შესამჩნევი ხდება, მათი განკურნება უკვე შეუძლებელია.


გიჟი აბნევდა, ჭკვიანი კრეფდა.
პ ო ლ ი ტ ი კ ას არ აქვს გული. მას აქვს მხოლოდ გონება

ბრძნული, იუმორით შეზავებული







ლესინგი: კოჭლებს შორის სირბილში გამარჯვებული . . . მაინც კოჭლია
აუერბახი: _ადამიანი ხელისა და ფეხის შეკვრას უფრო ადვილად ნებდება, ვიდრე . . . .ენისა.
ბარლეი; _თუ ბოროტი ხარ, შეგიძულებენ, თუ კეთილი ხარ, ზოგჯერ მოგატყუებენ, თუ სიმართლის მოყვარე ხარ, . . .თაყვანს გცემენ.
ბერნარდ შოუ: _გამოცდილება არის ის სახელი, რომელსაც ჩვენ ვარქმევთ . . . ჩვენსავე შეცდომებს.
მატკ ტვენი: ბირჟაზე თამაშს თავი უნდა აარიდო მხოლოდ ორ შემთხვევაში_ როდესაც ფული არ გაქვთ და როდესაც . . . ფული გაქვთ
?? კაზინოში ითამაშე მხოლოდ მაშინ, თუ ის შენი საკუთარია.
ფრანკლინი: _კრედიტორებს უფრო კარგი მეხსიერება აქვთ,
ვიდრე მევალეებს.
ბუასტი:_ რამდენი ადამიანი დამუნჯდებოდა ქვეყანაზე, აკრძალული რომ იყოს . . . თავის ქება და სხვისი ძაგება

ლაროშფუკო: ნებისმიერი ადამიანის თავისუფლება, იქნიოს ხელები, მთავრდება იქ, სადაც იწყება . . . მეორე ადამიანის ცხვირი
 ჩერჩილი: მე ყოველთვის მზად ვარ ვისწავლო, მაგრამ ყოველთვის არ მომწონს, როდესაც . . . მასწავლიან.
ექვსი დიდი ებრაელის გამონათქვამი:
1. მოსე _ყველაფერი ღმერთია; 2. ქრისტე _ყველაფერი გულია; 3. სპინოზა _ყველაფერი გონებაა. 4. მარქსი _ყველაფერი კუჭია. 5. ალბერტ აინშტაინი _ყველაფერი ფარდობითია; 6. ზიგმუნდ ფროიდი _ყველაფერი სექსია.

კონფუცი: ბოროტ კაცთა ნახვა და მოსმენა უკვე დასაწყისია . . . .ბოროტი საქმის ჩადენისა

ბ რ ძ ნ უ ლ ი გ ა მ ო ნ ა თ ქ ვ ა მ ე ბ ი




ა.პუშკინი: დიდი ადამიანების აზრების შესწავლა ყველაზე უფრო გასართობი მეცნიერებაა.

შენი ცოდნა სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ სხვამაც იცოდეს, რომ . . . . შენ იცი
უძველესი: ბრძენკაცზე ეწერა პაპირუსზე _მასა ძალუძს გვამს მოკვეთილი თავი კვლავ დაადგას, ველური ლომი კი ისე მოათვინიეროს, რომ უკან მიჰყვეს და ბაწარი ძირს მისთრევდეს.
ესქილე (525_426 წწ. ძვ.წ.აღრიცხვით): ბრძენი ის არის, ვინც იცის საჭირო, . . . ბევრი კი არა.
არისტოტელე (384 _322 წწ. ძვ. წ.ა.) _ყველა უშვებს შეცდომებს, მაგრამ მხოლოდ ბრიყვი . . . იცავს ჯიუტად თავის შეცდომებს.
წერილი ალ. მაკედონელს (ყოფილ მოწაფეს): ეცადე შენი ძალაუფლება აქციო არა ქედმაღლობად, არამედ ქველ საქმეებად და სათნო საქმეებად, რომელზე აღმატებულიც ქვეყნად არაფერია.
_იდეალური ადამიანი ბედნიერია უკვე მით, რომ . . . სხვებისთვის ზრუნავს.
_არამზადის სინდისი რომ გააღვიძო, . . სილა უნდა გავაწნათ.
_პლატონს პატივსა ვცემ, მაგრამ ჭეშმარიტებას კიდევ უფრო მეტად.
_არაფერი ისე არ ცვეთავს და ანგრევს ადამიანს, როგორც ხანგრძლივი . . . .ფიზიკური უმიქმედობა.
_მიზანს იოლად ააცდენ, ძნელად . . . მოახვედრებ.
_კოსმოსი არ შეიძლება იყოს განადგურებისაგან დაზღვეული არც მაშინ, თუ არასოდეს არ ყოფილა სხვა მდგომარეობაში და არც მაშინ, თუ შეუძლია იყოს სხვა მდგომარეობაში
_უმეცრებას და სამყაროს არ აქვთ საზღვარი, თუმცა სამყაროზე მთლად დარწმუნებული არა ვარ.

ალ. მაკედონელი (356_323 წ. ძვ. წ.ა.): მე არისტოტელეს მამის გვერდით ვაყენებ: მამამ სიცოცხლე მომანიჭა, არისტოტელემ კი ის, რაც სიცოცხლეს . . . აზრს აძლევს..
_იქნებ არც ისე დიდი იყო აქილევსი, მაგრამ დიდი მაქებარი შეხვდა ჰომეროსის სახით. მე მირჩევნია აქილევსი ვიყო და სხვამ მაქოს, ვიდრე . . . ჰომეროსი ვიყო და სხვა ვაქო.
მენანდრე ( . . ._293 წ, ძვ. წ.ა.) _დაე შემემთხვას არა ის, რაც მსურს, არამედ ის, რაც . . . ჩემთვის სასარგებლოა.
ევრიპიდე(. . ._406წ. ჩვ.წ.ა.): აუცილებლად დაქორწინდი. თუ კარგი ცოლი გარგუნა ბედმა, გამონაკლისი იქნები და თუ ცუდი . . . ფილოსოფოსი მაინც გახდები.
სოკრატე ( . . ._399 წ.ძვ.წ.ა.) ღირსეულ და პატიოსან ადამიანებს ვთვლი ბედნიერებად, ბოროტებსა და ცუდებს . . . უბედურებად.
_პლატონ, შენ ახალგაზრდა ხარ და გგონია, რომ ყველაზე დიდი უბედურება სიკვდილია. მე კი მგონია, რომ სიკვდილზე უარესი . . . სირცხვილია.
პითაგორა: _ერთნაირად საშიშია, როდესაც მოღალატეს ხმალს აძლევ და უსინდისოს . . . ძალაუფლებას.
ავრელიუსი: _გონიერია ის, ვინც არ წუხს იმაზე, რაც არა აქვს და უხარია ის რაც . . . გააჩნია.
ჰიპოკრატე (460_377 წწ. ძვ.წა, მას მედეას ნათესავად თვლიან): ვისაც სურს შეინარჩუნოს შრომისუნარიანობა, ჯანმრთელობა, სრულფასოვანი და ხალისიანი ცხოვრება, ყოველდღე უნდა . . . .ივარჯიშოს და იაროს.
სოფოკლე (... _406წ.ჩვ.წა.) განა ბევრის თქმა და ბევრის ლაპარაკი ერთია?
დემოკრიტე ( . . ._370 წ.ჩვ.წ.ა.) ვინც ცხოვრობს უშინაარსოდ, უგუნურად, თავაშვებულად, კი არ ცხოვრობს, . . .ნელა კვდება.
_ვისაც კარგი სიძე შეხვდა, ვაჟი შეიძინა, ვისაც ცუდი_ . . . ასული დაკარგა.
_ნუ იქნები მეტად ტკბილი, რომ არავინ გადაგყლაპოს და ნურც მეტად მწარე, თორემ . . . გადმოგაფურთხებენ.
ისოკრატე (426 _338 წწ. ძვ. წ.ა.) _ლაპარაკი დაწყე ორ შემთხვევაში: როდესაც შენი სიტყვეს საგანი კარგად გაქვს მოფიქრებული, ან როდესაც . . . რაიმეს თქმა აუცილებელია.
_მშობლებს ისე მოექეცი, როგორც ისურვებდი, რომ მოგექცნენ . . .შენი შვილები.
მარკუს ტულიუს ციცერონი (426_338 წწ.ძვ.წ.ა.)
სამართლიანობა სიბრძნის გარეშეც ნიშნავს რამეს, სიბრძნე კი სამართლიანობის გარეშე . . . არაფერს ნიშნავს.
_ბრძენთა ქცევა ნაკარნახევია გონებით, ნაკლებად საზრიანთა _გამოცდილებით, უმეცართა _აუცილებლობით, ცხოველთა . . .ბუნებით.
მშობლების სიყვარული ყველა სათნოების საფუძველია. (* როგორ? მშობლების სიყვარული შვილის მიმართ, თუ პირიქით?)
თავისუფლების ადგილი მხოლოდ იმ საზოგადოებაშია, სადაც უზენაესი ძალაუფლება ეკუთვნის . . .ხალხს.

Saturday, June 13, 2009

ფ ა უ ნ ა


ჩინეთში ჩვენს ერამდე 1000 წლის წინ არსებობდა ზოოლოგიური ბაღი _ “გონების ბაღი”, ანუ “ცოდნის ბაღი” უამრავი ცხოველით. განთავსებული იყო 400 ჰა-ზე.

ჩვენი წ.ა. I საუკუნეში ავგუსტუსის ზოოპარკში ყოლიათ 3500 ცხოველი.

1899 წელს დანიელმა ბიოლოგიის მასწავლებელმა მარტინსენმა შემოიღო ფრინველთა დარგოლვა მიგრაციის შესასწავლად

ყვავი კი არა და ყორანი ცოცხლობს 100წელი, ნიანგი _300წ, ხოლო ახალ ზელანდიაში თოლიების ბუდეში მობინადრე ხვლიკი ტუატრა _4 საუკუნე ცოცხლობს.

თუკი თუთიყუში მამაკაცის მოფერებაზე ჯავრობს _მამალია. ნისკარტზე მუქი ლაქაც ამის ნიშანია.

მფრინავი თევზები, სიგრძით 30-50 სმ, შეუძლიათ იფრინონ 4-5 მ-ის სიმაღლეზე 100-150 მეტრი!

ჟირაფის სიმაღლე 5-6 მეტრია.

თეთრი მარტორქა 5 ტონას იწონის

1923წელს შოტლანდიურმა კოლიმ (ბობი), რომელიც დაკარგეს შვებულებაში მყოფმა პატრონებმა, გაირბინა 3200 კმ და დაბრუნდა სახლში.

იაპონიაში ერთერთ რკინიგზის სადგურის პლატფორმაზე დგას ძაღლის ქანდაკება რკ. სადგურის უფროსის ქუდით. ეს ძაღლი 10 წელი, სიკვდილამდე ამაოდ დადიოდა სადგურში . . . .პატრონის დასახვედრად!

არაბთა დაერთიანებულ რესპუბლიკაში ტარდება სილამაზის კონკურსი 10 მლნ$ საპრიზო ფონდით. . .აქლემებს შორის.

ახლადდაბადებული კენგურუ 7 თვის განმავლობაში არ ამოდის . . .

დინოზავრები ჯგროდ დადიოდნენ და ერთმანეთს კუდზე აბიჯებდნენ ხონმე, რასაც მოწმობს . . .
ავსტრალიური გომბეშო შთამომავლობას მუცელში ზრდის და მერე ისინი პირიდან ხტებიან . . .

ყველაზე ხმამაღლა ღრიალებენ: . . . I-ნიანგები, II-ბეჰემოტები და III-ლომები!

სირაქლემას შეუძლია მიბაძოს სხვა ცხველებს: იღრიალოს ლომივით, ისისინოს გველივით და ვირივით . . .
ყველაზე დიდ მტაცებელი ცხოველია თეთრი დათვი. გადაშენება ემუქრება . . . დედამიწაზე დათბობის გამო
კუს 250 სახეობიდან (ყველაზე დიდი 2მ., 400კგ.) საქართველოში მხოლოდ სამია.

მაო ძე დუნმა ჩინელებს მოუწოდა საბრძოლველად 4 უბედურებასთან: ბუზები, კოღოები, ვირთხები და . . .ბეღურები
დიდ ბრიტანეთში სამეფო ფრინველად ითვლება . . .ყორანი. ლეგენდის მიხედვით თუ ყორნები ამოწყდებიან, ტაუერის ციხე დაინგრევა და იმპერიაც დაიშლებაო!

ჩუკოტკაზე პატარა მდინარეში გამოჩეკილი ორაგულები 4 წელი ცხოვრობენ სამხრეთ ამერიკის მახლობლად! შემდეგ ბრუნდებიან “სამშობლოში”, იმავე მდინარეში, იქვე იხოცებიან და იქცევიან მომავალი თაობის . . .საკვებად!

ვენერა ერადერთი პლანეტაა მზის სისტამაში, რომელიც ბრუნავს საათის ისრების . . .საწინააღმდეგოდ.

შოტლანდიაში ადამიანებზე მეტი . . .ცხვარია

სირაქლემას თვალი უფრო დიდი აქვს, ვიდრე . . .ტვინი

ძროხას კიბეზე აიყვან, მაგრამ ვერ ჩამოიყვან. (ეს მოხისელებმაც _სოფ. ქარელის რაიონში, იცოდნენ. ძროხა აიყვანეს სხვენში, სადაც დანა ჰქონდათ და იქვე დაკლეს. ამაზე ოხუნჯობენ ქართლელები _მოხისელივით იქცევაო!)

რვაფეხები წესრიგისა და სისუფთავის მოყვარულებია: აწყობენ სახლს, საკვების ნარჩენები და “ნაგავი” გააქვთ სპეციალურად შერჩეულ ადგილას.

კატები სიცოცხლის 60%-ს ატარებენ . . ძილში

მაიმუნების შემდეგ ყველაზე გონიერი ცხოველებში . . სპილოა; კარგად ცურავს, ძილის დროს ხეს ეყრდნობა და ხორთუმს პირში იდებს! რატომ? ჭიანჭველები რომ არ შეუძვრნენ! სპილო ცხოვრობს 100 წლამდე და შობს მხოლოდ 6 შვილს.

ერთი წყვილი ბეღურას ნამატი 10 წელში 250 მლნ-ია!

ხანგრძლივი ცურვის შემდეგ უკიდეგანო ოკეანეში მეზღვაურმა პინზონმა ადმირალ კოლუმბს ურჩია სამხრეთ_დასავლეთით წასულიყვნენ, რადგან ამ მიმართულებით გადაიფრინეს თუთიყუშებმა. კოლუმბამა დაუჯერა და აღმოაჩინა . . .ამერიკა

ქინქლა ფრთებს ყველაზე ენერგიულად იქნევს _133000-ჯერ წუთში!

ცოცხალ არსებათა შორის ხტომაში რეკორდსმენი რწყილია. მისი ნახტომი 33 სმ-ს აღწევს, რაც მისი ტანის სიგრძეს 350-ჯერ აღემატება. ადამიანიც რომ რწყილივით მოქნილი და ღონიერი იყოს, გადახტებოდა . . .600 მეტრზე!

ფ ლ ო რ ა


ხეებს ტელეპათიის უნარი ჰქონიათ; რეაგირებენ ადამიანზე, რომელიც ცუდად მოექცა!

ბიოენერგია აქვთ მუხას, ფიჭვს, აკაციას, ნეკერჩხალს. ამას იგრძნობთ ასეთ ხეს თუ მიეყუდეთ ან სახით მიეკარით ნახევარი საათით!

კაქტუსი საგუარო (კალიფორნია) სიმაღლეში აღწევს 17,7მ.

ჩაის ბუჩქი ვერ იტანს გადარგვას, ამიტომაც ჩინეთში ითვლება ერთგულების სიმბოლოდ და ჩუქნიან . . .

ამაზონის ჯუნგლებში უფრო მეტი ჟანგბადი გამოიყოფა, ვიდრე მსოფლიოს დანარჩენ ტყეებში


ქუთაისის გუბერნატორმა სტაროსელსკიმ შემოიღო . . . და გადაარჩინა ქართული ვაზი ფილოქსერასაგან!

ავსტრალიის კვისლენდის შტატში დგას ძეგლი მავნებელი მწერის კაქტობლასტისის. XIX ს-ის 30=იან წლებში ავსტრალიაში სწრაფად გავრცელდა აპუნციას ჯიშის ერთი კაქტუსი, რომელმაც მოკლე ხანში 25 მლნ. ჰა სავარგულები დაფარა. ავსტრალიელები შიმშილისაგან იხსნა აბრეშუმის ჭიის მაგვარმა ჭიამ, რომელმაც წელიწადში ნახევარი მლნ მუხლუხო გამოჩეკეს. ამ “ლაშქარმა” რამდენიმე წელიწადში 15 მლნ ტონა კაქტუსი შეჭამა და დაუბრუნა სავარგულები ავსტრალიელებს!

ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო. ბუნება +


მსოფლიოში 54 ზღვაა
ადამიანს აქვს 206 სახსარი და 639 ძრავა ანუ კუნთი.
გული ყველაზე ძლიერი ტუმბოა: ! წლის განმავლობაში ასრულებს 36 მლნ. კუმშვას, ხოლო 50 წლის განმავლობაში ტუმბავს 300 ათას ტონა სისხლას!
პოლიგლოტი რასმუს კრისტიან რასკი (1787-1832წწ) ლაპარაკობდა 230 ენაზე, (მ.შ. აფრიკულ სლენგებზეც), წერდა ლექსიკონებს და გრამატიკის სახელმძღვანელოებს!

ადამიანის გულის კუნთი თუ დაზიანდა, მის ფუნქციას ავტომატურ რეჟიმში სხვა კუნთი შეასრულებს!
ყველაზე მაღალია ჩინელი ბაო ძი შუნი 233 სმ-ია!
ყველაზე მძიმეა მექსიკელი მანუელ ურიბე _550კგ!
ქვა _თილისმა
ონიქსი _აძლიერებს მეხსიერებას, ანათებს გონებას
ამეთვისტო _ამტკიცებს ოჯახურ კავშირებს
ფირუზი _იზიდავს საწინააღმდეგო სქესს და . . .ფულს
მალაქიტი _შთანთქავს ნეგატიურ ენერგიას
ვარდისფერი კვარცი _”გულის ქვა”, იძლევა ძალასა და შთაგონებას
ვეფხვის თვალი _ეხმარება ყურადღების კონცეტრაციაში

ს ა ი ნ ტ ე რ ე ს ო ბუნება


ფერები

მეამბოხე წითელი _ლიდერთა ფერია, მათი, ვინც ძალას ანიჭებს უპირატესობას
ბავშვური ნარინჯის ფერი, ასოცირდება მოძრაობასა დახალისთან.
ყვითელი იმედი; სითბო, მზე, გართობა
ანალიტიკოსი მწვანე_ლოგიკური აზროვნება და შემოქმედებითი ცხოვრება.
მისტიკური ლურჯი_ შემოქმედებითი ნატურების, პიკასოს ლურჯი პერიოდი, სამყაროს უკეთ შეცნობა.
ყავისფერი_მდაბიო წარმომავლობისაა (შერევით მიიღება), ემოციურთა თავშესაფარს უწოდებენ.
მისტიკური ნაცრისფერი _საკუთარ თავთან დარჩენის სურვილია.
მეფური იასამნისფერი _მარჯვენა ნახევარსფეროსთან ასოცირდება, სიბრძნე, შთაგონების წყარო
მიწიერი შავი _თვალდახუჭულიც ვხედავთ, მაგიური, ფერთა შორის ლიდერი
ღვთაებრივი თეთრი, ირეალური სწრაფვა ზეცისკენ

Monday, March 16, 2009

“ ხმალში გატანება”


ქართული დუელი


ნიკო ხიზანიშვილი, “რჩეული იურიდიული ნაწერები”
წ, გვ.548-554

“სამართალი დიდი ზნეობითი ძალაა . . .ხალხის უბედურება და ბედნიერება, მისი აწმყო და მომავალი ამ ძალაზე არის დამკვიდრებული” წერდა მე-19 საუკუნის ცნობილი ქართველი მეცნიერი ნიკო ხიზანიშვილი (ნ.ურბნელის ფსევდონომით)
მეფე ვახტანგის სამართლის სიტყვით “საქართველოში სამართალი ექვსი არის, რომე ამითი თავი იმართლების” და ამათგან მეოთხედ მოხსენიებულია “ხმალში გატანება” –ორთაბრძოლა.ხმალი იქცა დამტკიცებად, რომლითაც “თავი იმართლების”, პირველ რიგში თავად-აზნაურებს შორის.
“ქართველნი კრძალვითა და მოწიწებით ეპყრობოდნენ ხმალსა”. ხმალში გასვლა შეიძლებოდა მხოლოდ დიდი დანაშაულის ბრალდებისას, როგორიცაა” მეფის ორგულობა, სალაროს ან საყდრის გატეხვა . . .” ხმალში გასვლის ნებართვას იღებდნენ მეფის ან დიდი ფეოდალისაგან.
სასამართლო ნიშნავდა ორთაბრძოლის ადგილს, რომელსაც მოედანი ეწოდებოდა. მოედანზე “ღვთის მსჯავრი
წარმოებდა და წმინდა ადგილად ითვლებოდა,” ამიტომ მოპაექრენი ორთაბრძოლის წინ თითქმის 40 დღე ლოცულობდნენ. მებრძოლთა მიერ ხრიკის გამოყენება დანაშაულად ითვლებოდა. მოედანი გარშემო თხრილითა და ღობით იყო შემოზღუდული. მოედნის ერთ მხარეს იდგა იმ ეპოქის სამართლის აუცილებელი ატრიბუტი _სახრჩობელა.
მებრძოლთა მშობლებს “ხმლის მოედანთან” ყოფნის ნება არ ჰქონდათ. მოედნის გარშემო სრული სიჩუმე იყო, “სასტიკად აკრძალული იყო, ვისმე სიტყვით თუ ნიშნით რომელსამე “შებმულისათვის” თანაგრძნობა და შემწეობა აღმოეჩინა. “ხმალში გამტანთ” მოედანზე ახლდათ თითო-თითო “მემათრახე”.
ორთაბრძოლა მთავრდებოდა გამარჯვებულის გამოვლენით. ძლეული მეფესთან მიყავდათ “და მერე მეფემ, ვით ხამდეს, ეგრე ქმნასო”. შეიძლება ჩამოხრჩობაც ებრძანა.
“იარაღი გარდავარდნილისა, გარდამგდებისა არის და ცხენიც _მემათრახისა”

კითხვა: რა ევალებოდა “მემათრახეს”?

დაამთავრეთ ფრაზა


ჰესიო: შრომა სამი უდიდესი უბედურებისაგან განთავისუფლებს: მოწყენილობისგან, მანკიერებისაგან და . . .

დუაიტ ეიზენჰაუერი(აშშ-ს ექსპრეზიდენტი, გენერალი): თავისი
მომავალიმხოლოდ იმან იცის ზუსტად, . . . . . .





მშენებელი დამკვეთს: ახალ ნინაში რაიმე ნაკლი ხომ არ გინახავთ? დამკვეთ; -მხოლოდ ერთი ჯერჯერობით, . . . .