Friday, December 11, 2009

ბ ა ვ შ ვ ე ბ ი ს იუმორი





_მამი, რაღაც უნდა გითხრა.
მამა, ჟურნალში თავჩარგული: _ოღონდ მოკლედ და გასაგებად. შვილი: _ასი ლარი!

_მამი, ათასი ლარი ბევრია, თუ ცოტა? _გააჩნია, შოვნა გინდა, თუ დახარჯვა!

მამამ დაავალა ბავშვებს პეპლების დაჭერა. ბავშვები საღამოს დაღლილები და თანაც ხელცარიელები დაბრუნდნენ. მამა: თქვე დებილებო, სად გაგიგონიათ პეპლების დაჭერა . . .ანკესებით?

4 წლის პაპუნა მიყავთ მანგლისში: _მერე მე რომ მანგლისური არ ვიცი?

ბაბუ თხოვს შვილიშვილს დამხატეო. _აბა მე როგორ დაგხატო, ჭაღარა ფლომასტერი რომ არ მაქვს?

გურიის სოფელში ჭიშკარს მიადგა სტუმარი და მასპინძელს ეძახის. მეზობლის ბიჭი: _მასე ვერ გააგონებ!
სტუმარმა ხმას აუწია. ბიჭმა კვლავ გაუმეორა. სტუმარი გაიჭაჭა და რაც კი შეეძლო ხმამაღლა დაუძახა. ბიჭმა თავი გადააქნია: _მასე რას გააგონებ. ბათუმშია.

ბავშები _ განათლ. მინ. კახა ლომაიას ნაწერიდან


* _პაპუნა, ნახე ძველებური ბინოკლი. _ვნახე, ფერადი არ ყოფილა?!
* სოხუმიდან ლტოლვილები ნანა და მისი მეხუთეკლასელი გიგა იყვნენ ჩვენთან რამდენიმე თვე. პატარა ნიკა ხანდახან უმცროს გიგას მამას ეძახდა, მამას კი _მამა გიგას.
* პატარა ლუკა ნაკაიძემ სახლში ვიზიტად მყოფ ექიმს თავისი უმვროსი ძმა მიუყვანა: _გასინჯე ერთი, რა ჭირს ყურებში. არაფერი არ ეყურება ჩემი ნათქვამი.

* 20-07-07 კოტორაანთ კარში მეზობელმა ალეკომ მათ ეზოში შესულ კატოს კანფეტი მისცა. საღამოს ალეკო რომ შემოვიდა გივის ეზოში, კატომ გამოუტანა თეფში, დადო სკამზე (მაგიდას ვერ შეწვდა) და ზედ კანფეტები დაყარა: _აიგე, აიგე!

ბავშვების საუბრიდან.
_შენ სად დაიბადე? _სახლში. შენა? _მე მეოთხე საავადმყოფოში. _რა გტკიოდა?

_დედიკო, საიდან გავჩნდი? _აქ იჯექი, მუცელში ცხრა თვე. _მუცელში რა, სკამი გაქვს?!

ბავშვი ეკითხება ფეხმძიმე დედას: _დე, მაგ ბავშვს არ შია? _კი. მე რომ ვჭამ, ისიც ჭამს. _მერე ხელებს არ იბანს?!

_რა მატყუარა ყოფილხარ, ბიჭო! სულ მეუბნებოდი ერთი ძმა მყავსო! შენმა დამ დაიფიცა, ორი ძმა მყავსო!

პატარა მირზას მეზობელი ცუდად შეიქნა და წვეთებით მოასულიერეს. მირზა: _ეს წვეთები ჩვენ ინდაურს რომ ესვა, გადარჩებოდა? ( * ქათმის გრიპს ხომ დავამარცხებდით?)

აღდგომისას პატარას ბებიის საფლავზე წითელი კვერცხი გადააგორებინეს. სახლში მიბრუნებულმა მეორე ბებოს ახარა: _ბებო, დღეს შენ საფლავზე კვერცხი გადავაგორე!



ნარკომანი: _დეე, მე როდის დავიბადე? _შუაღამე, სამ საათზე. _აუ, გაგაღვიძე, დეე?!

გამოცდაზე პროფესორი: _რა გვარი ხარ?
ბიჭი კმაყოფილებით _ბერიძე. პროფესორი: _რა გეღიმება? _მიხარია, რომ პირველივე შეკითხვაზე კარგად გიპასუხეთ!

_მას, რა ქვია იმას, ხშირად რომ იცვლის ფერს?
მასწ. : _ქამელეონი!
_ვერ გამოიცანით, შუქნიშანია.

_ბავშვებო, აბა, რა იცით ჩაპაევის შესახებ? _ანეკდოტები

მასწავლებელი: _რატომ დაიგვიანე? _ამ დილით შეიარაღებული ბანდიტები დამეხსნენ! _მერე, რამე წაიღეს!? _როგორ არა! საშინაო დავალება.

მასწავლებელი მოწაფეს: _ხვალ პაპა მოიყვანე! -პაპა თუ მამა? _პაპა. ნახოს მისი შვილი რა შეცდომებს უშვებს შენს დავალებებში!

მასწ.: “_ადგეს, ვინც თავს შტერად თვლის.” კლასში არავინ დგება. პაუზის შემდეგ ერთი წარჩინებული მოსწავლე ადგა. მასწავლებელს გაუკვირდა: _როგორ, შენ თავს ნამდვილად თვლი შტერად?! მოსწ.: _არც ისე, მას, მაგრამ უხერხულია, მარტო თქვენ დგახართ და . .


_შვილო, კონცერტზე ტაში თუ დაგიკრეს?
_ როგორ არა, სამჯერ! _როდის?! _როდესაც პომიდორს მომარტყამდნენ!

_დე, ბეთჰოვენი ციხეში იჯდა? _არა. საიდან მოიტანე? _აბა კამერულ მუსიკას როგორ წერდა?

მასწ.: _ბავშვი მუსიკალურ სასწავლებელში ტყუილად დაგყავთ, სმენა არა აქვს.
ბავშვის დედა: _თქვენც ხმამაღლა აუხსენით!

დედა: _შვილიკო, რატომ არ კითხულობ? _პირი დამეღალა. დედა: მაშინ დავალება დაწერე. _თითიც დამეღალა. კითხვისას ხომ თითს ვაყოლებდი!



_გოგონი, დედიკოს თუ დაეხმარები სუფრის ალაგებაში ჩვენი წასვლის შემდეგ? _კი, როგორ არა! ვერცხლის დანა-ჩანგალს მე ვითვლი ხოლმე სტუმრების წასვლის შემდეგ.

_მამი, სამსახურში მანქანით დადიხარ თუ ტუფლებით?

_რომელ კლასში ხარ, ჯაბუნია? _მე_6ა_ში.
_შარშანაც მეექვსეში არ იყავი? _შარშან მე-6 ბ_ში ვიყავი.

_ექიმო, მართალია, ოპერაციის შემდეგ ბავშვი პიანინოზე დაკვრასაც შეძლებსო? _მართალია, შეძლებს პიანინოზე დაკვრას. _რა მაგარია?! რამდენი ფული დაგვეზოგება! არა და ამდენ ხანს ვერაფრით ვერ ისწავლა დაკვრა!

_როგორ უნდა აგრძნობინო ქალს, რომ ახალგაზრდულად გამოიყურება? _ადგილი არ უნდა დაუთმო!.

_ბაბუ, ადგილი დაგითმო? _დიდი მადლობა! ჩამოვწყდი ფეხზე. _ჰოდა იდექი ჩემთან ახლოს. ოთხი გაჩერების შემდეგ ჩავდივარ.

_მამი, დღეს საჩუქარი მერგება. ავტობუსში ქალს ადგილი დავუთმე! _ყოჩაღ, როგორ მოიფიქრე?! _ავტობუსი გაფუჭდა და . . .

_მამი, ათ ფრანკს მომცემ? _არა! უკმაყოფილო ბიჭი: _ყველას უნდა ბავშვი ყავდეს, მაგრამ არაფერი ეხარჯებოდეს!

_დედიკოს გულს ვერ მოიგებ! როცა დავრბივარ, მეჩხუბება, წყნარად თუ ვარ, სიცხეს მიზომავს!

კახეთი. მამა ბიჭს: _მიხვდი, ჯო, ჩოჩორს რატომ გეძახიან?
_როგორ არა, მა, ჯერ ხომ შენოდენა არა ვარ!

_ჩაის მარცხენა ხელით რატომ ურევ? _აბა როგორ? _უმრავლესობა კოვზით ურევს.

მეწაღემ ბავშვი მიიყვანა ნევროპათოლოგთან: _გამიგე ერთი, რა სჭირა?! სამი წლისაა და ფეხსაცმლის დაკერება ვერ ისწავლა!

_მამი, რომელი მატარებელი იგვიანებს ყველაზე მეტად?
_ ფოთის? _არა, რას ამბობ?! შენ რომ დამპირდი, გიყიდიო ის!


ორი ძმა ჩამოვიდა პირველად ქალაქში მატარებლით. მივიდნენ ავტობუსთან. უფროსი: _ეს ავტობუსი ბაზარში მიმიყვანს? _არა! –უპასუხა მძღოლმა _არც მე? - ჰკითხა უმცროსმა ძმამ.

_მამიკო, ნახე, მაიმუნი სიგარეტს ეწევა! _ჩუ, არ გაგიგოს; ზოოპარკის დირექტორია!

მამა არიგებს შვილს, რომ იყოს პუნქტუალური და ფრთხილი. შვილი: _როგორ მოვახერხო, რომ ვიყო პუნქტუალური? მამა: _ყოველთვის ზუსტად შეასრულე მიცემული პირობა. _ფრთხილი? _არავის არაფერს დაპირდე!

გურიაში მამა შვილს რუსულში ავარჯიოშებს: სტოლ _მაგიდა, ხლებ _პური. სახარ? ბიჭი: _აქ ვარ!

მამა:_ გენიოსი ვარ. “ლოგო” (კონსტრუქტორი) ორ თვეში ავაწყვე! _მერე რა? _როგორ რა! ზედ ეწერა 2-დან 5-წლამდე!
_რატი, ამხელა ბიჭს ასეთი მოკლე სახელი რატომ დაგარქვეს? პასუხი: _პასპორტში ნამდვილი სახელი წერია . . .”დეგენერატი”


ინგლისურმა გაზეთმა “ტაიმსმა” გააკრიტიკა გამომცემლები ფეხბურთელების ავტობიოგრაფიების გამოცემებით გადაჭარბებული გატაცებისათვის: _”უეინ რუნმა ორი ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა. იმაზე ერთით მეტი, რაც ალბათ ოდესმე თავად წაუკითხავს!”

ღამის 4 საათია. ცოლი დაგვიანებულ ქმარს: _სად იყავი ამდენ ხანს? _ძმაკაცთან ჭადრაკს ვთამაშობდი. _ჭადრაკს არა? მერე არყის სუნი რატომ გიდის? _აბა ჭადრაკის სუნი ხომ არ ამივიდოდა?!

პოლიციელმა გააჩერა გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი ავტომობილი. მძღოლი უმტკიცებს პოლიციელს, რომ 50 კმ/სთ სიჩქარით მიდიოდა და არა 90_ით. მდგომარეობის განსამუხტავად ცოლი ჩაერთო: _ბატონო პოლიციელო! ამასთან კამათს აზრი არა აქვს, განსაკუთრებით, როდესაც მთვრალია!

ბ ა ვ შ ვ ე ბ ი გვაცინებენ და გვახარებენ




ბ ა ვ შ ვ ე ბ ი გვაცინებენ და გვახარებენ

ღამეა. ბავშვი ტირის: _ყური მტკივააა!
_რომელი ყური?
_არ ვიცი, ამ სიბნელეში ვერ ვხედავ!
_ნინიკო, ჭამე რეამე და დიდი გაიზრდები!

_მამიკო რატომ ჭამს, ის ის ხომ უკვე დიდია?! _გაიკვირვა პატარამ.
& დედა ცდილობს დააძინოს პატარა ბავშვი და დიდხანს უმღერის იავნანას; დაიღალა. ბავშვი: _დე, შეიძლება, რომ დავიძინო?
& ორი ბავშვი საუბრობს პარკში: _შენი ძმა რამდენი წლისაა? _ორის!
_ჩემი ძაღლიც ორი წლისაა და შენ ძმაზე უკეთესად დადის და დარბის კიდევაც!
_რა თქმა უნდა! მას ხომ . . .ოთხი ფეხი აქვს!
& ბაბუს კუბოში წამლები ჩაატანეს. შვილიშვილმა სიფხიზლე გამოიჩინა: _ კარგად ნახეთ, . . . ვადაგადაცილებული არ იყოს!
& დიალოგი ეზოში. _მე რომ გავიზრდები, მეეზოვე გამოვალ! _რატომ?
_. . . .დედა ვეღარ დამიშლის ეზოში ყოფნას!

&_ბავშვებო, ჩამოთვალეთ, რომელ ცხოველს აქვს ოთხი ფეხი?

ცხენს, ძაღლს და ძროხას.
_კიდევ?
_კიდევ? . . .ორ ქათამს!

სტომატოლოგის კაბინეტიდან გამოსულ ბავშვს ჰკითხეს:
_კიდევ გტკივა კბილი?
_არ ვიცი: ექიმმა თავისთვის დაიტოვა.
& მამა ადის კიბეზე, ფანჯარა უნდა შეღებოს. იქვე მოთამაშე პატარას: _დიდი რომ გაიზრდები, ხომ მომეხმარები? პატარა: _როგორ, ამდენ ხანს უნდა ღებო?!

& ფეხბურთის მწვრთნელი ახალწვეულს: _რა გვარი ხარ?
_წერეთელი. –მიუგო ახალგაზრდამ.
_სახელი?
_აკაკი _იყო პასუხი.
მწვრთნელი : _ვაა, რა ნაცნობი სახელი და გვარია?
_გაგონილი გექნებათ, აბა რა, საჩხერის “ჩხირიმელაში” ვთამაშობდი!

რაჭველები ჩქარობენ, მატარებელზე აგვიანდებათ.
_აუჰ, 10 წუთი დარჩენილა გასვლამდე, ჩემი საათით!
შენთან? _ჩემი საათით ორი წუთი.
_შენა, ქვე რაღას მორბიხარ, მაინც ვერ მიასწრებ!?

სასადილოში. _ექიმმა რაიმე მსუბუქი საჭმელი ჭამეო და რა გაქვთ? _კატლეტი. 17 გრამიც არ იქნება!

მესაათე: _შევაკეთე თქვენი საათი. არ დაგავიწყდეთ, დღეში ორჯერ უნდა დაქოქოთ!
ბიჭი: . . . .ჭამამდე თუ ჭამის შემდეგ?



საკუთარი

2005წ. კატოდან მარიამამდის

ბედნიერ მყავდეთ ცათამდის!
მზე ქვეყნად თქვენთვის ამამდის,
ბედნიერ მყავდეთ ცათამდის!











07_2005. ჩვენები ჩამოვიდნენ თელავიდან. _გიო, როგორ მოგეწონა კახეთი და კახელები?
_გიო: რომ იცოდე, ბაბუ, რა დიდი პატივი მცეს!

Sunday, November 15, 2009

პ ო ლ ი ტ ი კ ო ს ე ბ ი და პოლიტიკა





კონფუცი:
ცუდი მმართველია, რომელიც ხალხს სძულს, უკეთესი, რომელიც ხალხს უყვარს; კარგია, ვისიც ხალხს . . . ეშინია.

_ომს ნუ დაიწყებ, თუ არ იცი, რომ . . .გაიმარჯვებ.

_ძლიერი უბედურების მიზეზს თავის თავში ეძებს, სუსტი კი . . . სხვაგან.

ბუდა:
მაშინ დამარცხდებით, თუ არ დაძაბავთ ძალებს თქვენში დამალული დაუსაბამო ძლიერების გამოსავლენად: იმ წამსვე, დაკარგავს თუ არა კაცი ან ერი საკუთარი თავის რწმენას, სიკვდილი მოდის.

უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავი ირწმუნეთ და მერე ღმერთი.
პ ო ლ ი ტ ი კ ო ს ე ბ ი და პოლიტიკა


ოტო ბისმარკი:
შეცდომები პოლიტიკაში ტუბერკულიოზს ჰგავს. როცა მისი განკურნება შესაძლებელია, ისინი შეუმჩნეველნია, ხოლო როდესაც ისინი შესამჩნევი ხდება, მათი განკურნება უკვე შეუძლებელია.


გიჟი აბნევდა, ჭკვიანი კრეფდა.
პ ო ლ ი ტ ი კ ას არ აქვს გული. მას აქვს მხოლოდ გონება

ბრძნული, იუმორით შეზავებული







ლესინგი: კოჭლებს შორის სირბილში გამარჯვებული . . . მაინც კოჭლია
აუერბახი: _ადამიანი ხელისა და ფეხის შეკვრას უფრო ადვილად ნებდება, ვიდრე . . . .ენისა.
ბარლეი; _თუ ბოროტი ხარ, შეგიძულებენ, თუ კეთილი ხარ, ზოგჯერ მოგატყუებენ, თუ სიმართლის მოყვარე ხარ, . . .თაყვანს გცემენ.
ბერნარდ შოუ: _გამოცდილება არის ის სახელი, რომელსაც ჩვენ ვარქმევთ . . . ჩვენსავე შეცდომებს.
მატკ ტვენი: ბირჟაზე თამაშს თავი უნდა აარიდო მხოლოდ ორ შემთხვევაში_ როდესაც ფული არ გაქვთ და როდესაც . . . ფული გაქვთ
?? კაზინოში ითამაშე მხოლოდ მაშინ, თუ ის შენი საკუთარია.
ფრანკლინი: _კრედიტორებს უფრო კარგი მეხსიერება აქვთ,
ვიდრე მევალეებს.
ბუასტი:_ რამდენი ადამიანი დამუნჯდებოდა ქვეყანაზე, აკრძალული რომ იყოს . . . თავის ქება და სხვისი ძაგება

ლაროშფუკო: ნებისმიერი ადამიანის თავისუფლება, იქნიოს ხელები, მთავრდება იქ, სადაც იწყება . . . მეორე ადამიანის ცხვირი
 ჩერჩილი: მე ყოველთვის მზად ვარ ვისწავლო, მაგრამ ყოველთვის არ მომწონს, როდესაც . . . მასწავლიან.
ექვსი დიდი ებრაელის გამონათქვამი:
1. მოსე _ყველაფერი ღმერთია; 2. ქრისტე _ყველაფერი გულია; 3. სპინოზა _ყველაფერი გონებაა. 4. მარქსი _ყველაფერი კუჭია. 5. ალბერტ აინშტაინი _ყველაფერი ფარდობითია; 6. ზიგმუნდ ფროიდი _ყველაფერი სექსია.

კონფუცი: ბოროტ კაცთა ნახვა და მოსმენა უკვე დასაწყისია . . . .ბოროტი საქმის ჩადენისა

ბ რ ძ ნ უ ლ ი გ ა მ ო ნ ა თ ქ ვ ა მ ე ბ ი




ა.პუშკინი: დიდი ადამიანების აზრების შესწავლა ყველაზე უფრო გასართობი მეცნიერებაა.

შენი ცოდნა სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ სხვამაც იცოდეს, რომ . . . . შენ იცი
უძველესი: ბრძენკაცზე ეწერა პაპირუსზე _მასა ძალუძს გვამს მოკვეთილი თავი კვლავ დაადგას, ველური ლომი კი ისე მოათვინიეროს, რომ უკან მიჰყვეს და ბაწარი ძირს მისთრევდეს.
ესქილე (525_426 წწ. ძვ.წ.აღრიცხვით): ბრძენი ის არის, ვინც იცის საჭირო, . . . ბევრი კი არა.
არისტოტელე (384 _322 წწ. ძვ. წ.ა.) _ყველა უშვებს შეცდომებს, მაგრამ მხოლოდ ბრიყვი . . . იცავს ჯიუტად თავის შეცდომებს.
წერილი ალ. მაკედონელს (ყოფილ მოწაფეს): ეცადე შენი ძალაუფლება აქციო არა ქედმაღლობად, არამედ ქველ საქმეებად და სათნო საქმეებად, რომელზე აღმატებულიც ქვეყნად არაფერია.
_იდეალური ადამიანი ბედნიერია უკვე მით, რომ . . . სხვებისთვის ზრუნავს.
_არამზადის სინდისი რომ გააღვიძო, . . სილა უნდა გავაწნათ.
_პლატონს პატივსა ვცემ, მაგრამ ჭეშმარიტებას კიდევ უფრო მეტად.
_არაფერი ისე არ ცვეთავს და ანგრევს ადამიანს, როგორც ხანგრძლივი . . . .ფიზიკური უმიქმედობა.
_მიზანს იოლად ააცდენ, ძნელად . . . მოახვედრებ.
_კოსმოსი არ შეიძლება იყოს განადგურებისაგან დაზღვეული არც მაშინ, თუ არასოდეს არ ყოფილა სხვა მდგომარეობაში და არც მაშინ, თუ შეუძლია იყოს სხვა მდგომარეობაში
_უმეცრებას და სამყაროს არ აქვთ საზღვარი, თუმცა სამყაროზე მთლად დარწმუნებული არა ვარ.

ალ. მაკედონელი (356_323 წ. ძვ. წ.ა.): მე არისტოტელეს მამის გვერდით ვაყენებ: მამამ სიცოცხლე მომანიჭა, არისტოტელემ კი ის, რაც სიცოცხლეს . . . აზრს აძლევს..
_იქნებ არც ისე დიდი იყო აქილევსი, მაგრამ დიდი მაქებარი შეხვდა ჰომეროსის სახით. მე მირჩევნია აქილევსი ვიყო და სხვამ მაქოს, ვიდრე . . . ჰომეროსი ვიყო და სხვა ვაქო.
მენანდრე ( . . ._293 წ, ძვ. წ.ა.) _დაე შემემთხვას არა ის, რაც მსურს, არამედ ის, რაც . . . ჩემთვის სასარგებლოა.
ევრიპიდე(. . ._406წ. ჩვ.წ.ა.): აუცილებლად დაქორწინდი. თუ კარგი ცოლი გარგუნა ბედმა, გამონაკლისი იქნები და თუ ცუდი . . . ფილოსოფოსი მაინც გახდები.
სოკრატე ( . . ._399 წ.ძვ.წ.ა.) ღირსეულ და პატიოსან ადამიანებს ვთვლი ბედნიერებად, ბოროტებსა და ცუდებს . . . უბედურებად.
_პლატონ, შენ ახალგაზრდა ხარ და გგონია, რომ ყველაზე დიდი უბედურება სიკვდილია. მე კი მგონია, რომ სიკვდილზე უარესი . . . სირცხვილია.
პითაგორა: _ერთნაირად საშიშია, როდესაც მოღალატეს ხმალს აძლევ და უსინდისოს . . . ძალაუფლებას.
ავრელიუსი: _გონიერია ის, ვინც არ წუხს იმაზე, რაც არა აქვს და უხარია ის რაც . . . გააჩნია.
ჰიპოკრატე (460_377 წწ. ძვ.წა, მას მედეას ნათესავად თვლიან): ვისაც სურს შეინარჩუნოს შრომისუნარიანობა, ჯანმრთელობა, სრულფასოვანი და ხალისიანი ცხოვრება, ყოველდღე უნდა . . . .ივარჯიშოს და იაროს.
სოფოკლე (... _406წ.ჩვ.წა.) განა ბევრის თქმა და ბევრის ლაპარაკი ერთია?
დემოკრიტე ( . . ._370 წ.ჩვ.წ.ა.) ვინც ცხოვრობს უშინაარსოდ, უგუნურად, თავაშვებულად, კი არ ცხოვრობს, . . .ნელა კვდება.
_ვისაც კარგი სიძე შეხვდა, ვაჟი შეიძინა, ვისაც ცუდი_ . . . ასული დაკარგა.
_ნუ იქნები მეტად ტკბილი, რომ არავინ გადაგყლაპოს და ნურც მეტად მწარე, თორემ . . . გადმოგაფურთხებენ.
ისოკრატე (426 _338 წწ. ძვ. წ.ა.) _ლაპარაკი დაწყე ორ შემთხვევაში: როდესაც შენი სიტყვეს საგანი კარგად გაქვს მოფიქრებული, ან როდესაც . . . რაიმეს თქმა აუცილებელია.
_მშობლებს ისე მოექეცი, როგორც ისურვებდი, რომ მოგექცნენ . . .შენი შვილები.
მარკუს ტულიუს ციცერონი (426_338 წწ.ძვ.წ.ა.)
სამართლიანობა სიბრძნის გარეშეც ნიშნავს რამეს, სიბრძნე კი სამართლიანობის გარეშე . . . არაფერს ნიშნავს.
_ბრძენთა ქცევა ნაკარნახევია გონებით, ნაკლებად საზრიანთა _გამოცდილებით, უმეცართა _აუცილებლობით, ცხოველთა . . .ბუნებით.
მშობლების სიყვარული ყველა სათნოების საფუძველია. (* როგორ? მშობლების სიყვარული შვილის მიმართ, თუ პირიქით?)
თავისუფლების ადგილი მხოლოდ იმ საზოგადოებაშია, სადაც უზენაესი ძალაუფლება ეკუთვნის . . .ხალხს.

Tuesday, September 29, 2009

სახალხო მთქმელები

მიხა ხელაშვილი (1895-1921)
ლექსო, ამოგთქომ ოხერო,
თორო იქნება ვკვდებოდე/
და შენ კი ჩემდა სახსოვრად/
სააქაოსა რჩებოდე . . .

ნეტაი ჩემო სახელო,
დიდხანამც იხსენებოდე,/
სახლო არ დაიშლებოდე,/
ცოლო არ გათხოვდებოდე
შენ ჩემო სამარის კარო,/
შენამც კი აყვავდებოდე,
ჩემო ნათქვამო სიტყვაო,
ნეტაი გაჰქვეყნდებოდე.



ივანე წიკლაური:
ყველა მყავ დავიწყებული/
ამ ქვეყნად, გარდა ერთისა./
მის გამო გულის დარდები/
ზღვათა მდინარედ ერთვისა./
მე ჩემს ქუდს ვფიცავ თავზედა,/
ქალავ, შენს თავზე მერდინსა,/
არ ჩანდი, ჩემთვის ბნელ იყვა,/
გნახავდი _გამითენდისა,/
კლდის ფხაზე თეთრო ყოიულო,/
სანთელო ქარაფებისა.

ზაჰესის მშენებელ ბესარიონ ჭიჭინაძეს:
“ჭიჭინაძევ, შენ . . . .მოგიკვდა დედაო,/
რად გინდოდა ეს ზაჰესი, ნეტაო?
არშიყობას დაგვიშლიან ქუჩებში,/
ელექტრონი ჩაგვანათებს ტუჩებში.

ვახუშტი კოტეტიშვილი:
_"ჭინჭარაულო, პოსტოი,/ მოდი, დავლიოთ პო სტოი”
ლექსო ჭინჭარაული:
_”ტი ხოჩეშ მენია პოდვესტი, პო სტოს მოყვება პო დვესტი!”


ნუ იამაყებ, გინდ იყო/
ცხრათავა ბაყბაყ დევია,/
ნუ იტყვი: “ის რას დამაკლებს, მე ვარო მძლეთამძლევია,/
გახსოვდეს, კოვზსა პაწიას დიდი ზღვა დაულევია,/
ალვის ხე, ცამდე ასული, ჭინჭველას წაუქცევია


2002წლის საახალწლო:
ახალი წელი მოვიდა,/
წელი ბატკნის თუ თხისაო,/
მთავრობა კი ძველებურად ჩვენთვის სამარეს თხრისაო,/
სინდისი იმას არა აქვს,/
თავი აბია ხისაო,/
შეშად თუ გამოგვადგება,
არაფრის მაქნისიაო!



სადა ხარ, მიქელავ? წამიყვა, გბარდები./
მძიმეა, მტანჯავენ/ მზისფერი დარდები!



ენითა მუნჯი სჯობია/
ცრუმეტყველ მოუბარსაო,/
ათასი მტერი სჯობია/
ერთ სულელ მეგობარსაო.

დიდუბის მეტროში პასტების გამყიდველი:
ვინც დამიჯერებს, კარგს იზამს,/ ვინც არა და, რას იზამ!

ხ ა ლ ხ უ რ ი



აზამბურელი თათარი გოჭის თავს მეცილებოდაო
არ აშენდა ქურდის სახლი და არ მონადირისაო,
სამი დღით ადრე დაიქცა მეთევზე-მებადურისაო.




ბევრის მცოდნე ბევრჯერ შეცდებაო
ბევრი ყოყმანი კაცს წაახდენს
ბრმა ქორწილში გაუშვეს, კოჭლი _სანადიროდ

ბოროტი ისაა, ვინც მხოლოდ თავისთვისაა კეთილი

გამარჯობა არაყო, მშვიდობით ჭკუაო

გლახა მაყარი ჭირსაც დააკლდა და ლხინსაცო




ვაჟკაცს არ გამაადგების/
სოფელთ შვენება ტანისა,
მიდგომ-მოდგომა ბანზედა,
გამჩვენეობა ქალისა

_ვინც მოკვდა, თავსა მოუკვდა, ცოცხალი გონიერია,
წავა და ყველგან დარჩება, სოფელი ღონიერია
ვინც ყურებამდე ნეხვშია, ის პირს არც აღებს.

ვისაც ხმალი არა აქვს, ქალი არ გაეტანების!

ვირს კურტანს არ ხსნიდნენ, აქაო და უხდებაო.

თავად იციან ცოცხალთა, თავს საით უქმენ მკვდარსაო.

ისეთი ხიდი გასდე, შვილიშვილს გამოადგეს.

კამეჩთან მოჭიდავე ხარს რქები არ შერჩაო
კარგ მშოვნელს კარგი შემნახავი ჯობიაო
კაცის თვალს შავი მიწა თუ გააძღობს.

კაი ყმა ხმალსა გახედავს,/ ნეტარ გამიჭრის თუ არა?
ცუდაი ქალის უბესა - ნეტარ შამიხვევს თუ არა?

კოვზით მოგროვებული ნიჩბით გადაყარეს

ლამაზი ქალის მწყემსი მისი სინდისია
ლომის ნადგომზე ძვლები რჩება, კაცისაზე _სახელი


მართლის მთქმელ მტრედს ნისკარტი მოაჭრესო

მარილის მთხოვნელს მარილს თუ არ გაატან, მარილიანი სიტყვა მაინც უთხარი.

მარილზე გასვლა _ დაღუპვა, გარდაცვალება. სვანები მარილისთვის ხონში მიდიოდნენ ცხენისწყლის ხეობით, სახიფათო ბილიკებით. ვინმე რომ გადაიჩეხებოდა, იტყოდნენ: “აჩად ჯიმთე ხონთე!”

მგლის ყური გამოიბა (თავი მოიყრუა, ძაღლის შესატყუებლად ტყეში ბოკვერების დსაგეშავად).


მოთმინება სამოთხის გასაღებია

ნივთი ახალია კარგი, მეგობარი _ძველი.

ორი ქაჩალი სავარცხლისთვის ჩხუბობდნენო.

როცა მეფეს სძინავს, ქვეყანა შვებით ვერ დაიძინებს.

სიმართლე ბინდს ანათებს, ტყუილი კი მზესაც აქრობს
სხვის ჯიბეში ჩურჩხელა ტკბილად ვერ დაგვაბერებს.

ტოლმა ტოლს რითი აჯობა და ცოლის მოყვანით.

უსწავლელი კაცი უტარო ცელიაო.

ყვავების შიშით ბრიყვი ჭიშკარს კეტავდაო.

ყმის ცრემლი ოდესმე მეფეს მოეკითხებაო.

შიშის დროს კაცს ღმერთი ახსენდება.

“შენი ჭირიმეთი” შვილი არ გაიზრდება.

ცხენზე შემჯდარი უნაგირს ეძებდაო.


ჭიშკარი მაგრად მიხურეს, ძერამ წიწილა არ წაიღოსო.


საქართველოში განთქმული ყოფილა: გოცირიძის ხმალი, წერეთლის მწვადი, ყაფლანიანთ კაბა,ციციანთ სუფრა,ოთოთაანთ ქორი, გაბაშვილის საათი, სააკაძის ცხენი, თარხანიანთ წყალობა, ჯავახიანთ გალობა, ციციანთ ქონება.