Wednesday, March 6, 2013

ქ ა რ თ ვ ე ლ ე ბ ი უცხოეთში



           
       და   უცხოელები   ქართველებზე

  ქართული დასაბამი ითვლება ქრისტეს მოსვლამდე 5604 წელს.
   ქართველები მოდებული იყვნენ შუამდინარეთის და ხმელთაშუა ზღვის ნაპირებზე.

   კოლხეთის მეფე აიეტი იყო ჰელიოსის ძე. მისი და კერკე რომულის დედა იყო. რომი და რომული ქ. რომის დამაარსებლები იყვნენ. (მგელმა აწოვდა ძუძუს ორივეს. მგელი ქართველების ტოტემი გახდა!)
  ჩაძირული ატლანტიდის კულტურა კრეტა-მინოსის კულტურასთან იყო დაკავშირებული. მინოსის ცოლი პარსიფეა ყოფილა მედეას და.
   ბაბილონის მშენებელთა ენა იმდროინდელი ქართული იყოო?!

    ფესტოსის დისკო აღმოაჩინეს საუკუნეზე მეტი ხანია კუნძულ კრეტაზე; დიამეტრი 16 სმ. მიეკუთვნება ძვ. წ.ა. 1850_1600წლებს. დისკოზე დატანილი ტექსტის გაშიფვრა ვერ მოხერხდა. ბოლოს ავსტრიელმა მეცნიერმა ჰერბერტ ძებიშმა შექმნა სპეციალური კომპიუტერული პროგრამა, რომელშიც ნებისმიერი ენის ჩასმა შეიძლება და მისი შედარება. პროგრამას ერთერთYმა პროტოქართველურმა ენამ უპასუხა. ძებიშმა გადაწყვიტა ძვ. ქართული ენის შესწავლა., მაგრამ ვერ მოასწრო _1993 წელს გარდაიცვალა.
   2008 წლის 1-IX ლონდონში, დიდი ბრიტანეთის ხელოვნების სამეფო აკადემიაში ქართველმა მათემატიკოსმა გ. კვაშილავამ სამეცნიერო საზოგადოებას ამცნო ფესტოსის დისკოზე ტექსტის გასიფვრის შედეგი პროტოქართველურ ენაზე. ის აღმოჩნდა საგალობელი “ნენანა”; პელაზგურ_კოლხური ნაყოფიერების დედა ღვთაებას ნანას. მასში გამოყენებულ სიტყვებს დღესაც ხმარობენ სვანეთსი, სამეგრელოსა და ლაზეთში.
   ძვ. წ.ა. 4000 წლამდე ქართველური ტომები ცხოვრობდნენ
ხმელთასუა ზღვის ნაპირას ინდოევროპელების გამოჩენამდე.
ბერძნულში აღმოჩნდა ქართველური წარმოშობის 5000-მდე სიტყვა. წინაბერძნული ენა _პელაზგურ_ქართველურ ენათა დედაა. სტრაბონი ამბობს, რომ კოლხური ტომების ქურუმები _კორიბანტები კრეტაზე სახლობდნენ! მათ ჰქონდათ საკრალური დამწერლობა, ქრისოგრაფია./ სწორედ ამ საიდუმლოს გასატაცებლად ჩავიდნენ არგონავტები კოლხეთში. საიდუმლო კი ვერძის ტყავზე ეწერა. აიეტისა და კრეტის მეფე მინოსის მეუღლე იყო. ბერძნები კრეტას ძვ. წ.ა.-ის მე-15 საუკუნეში დაეუფლნენ.
   5000 წლის წინ (თამაზ გამყრელიძის თეორიით) პრექართული ენა დაიშალა: ჯერ სვანური გამოეყო და დარჩა პროტოქართული (ქართული და მეგრულ-ლაზური).
  გია კვაშილავამ თავისი მეთოდით გაშიფრა 1600 ფირფიტა!  370 კრეტული ფირფიტა ქართველურ ენაზეა!
  1845 წელს ოდესის სასულიერო აკადემიის რექტორმა პორფირი უსპენსკიმ ათონის წმინდა მთაზე მოისმინა ბერძენი ბერების გალობა ღვთისმშობლზე “ნენანა”. მისი მისაზრებით წარმართული ღვთაებას ნენანა ერქვა.

ჩვ. წ-ის 35 წელს რომის იმპერატორმა სთხოვა ფარსმან I-ს სამხედრო დახმარება. ფარსმანმა ჯარს მიმართა: რაც უფრო დიდი იქნება ჩვენი მონდომება, მით უფრო მეტი იქნება დიდება გამარჯვების შემთხვევაში. თუკი ზურგს შევაქცევთ მტერს, თავს შევირცხვენთ საუკუნოდ და კიდევ უფრო გაიზრდება საფრთხე, რომლის წინაშეც ვდგავართ. შეხედეთ, ჯერ ჩვენს მრისხანე რიგებს და მერე პართელთა ურდოებს. აქ ვაჟკაცები არიან, იქ კი _ნადავლი.
 რომში აღმართეს უბადლო მხედრის ფარსმან მეფის ძეგლი.


   ჩვ.წ.ა. 144 წელს იმპერატორ ანტონიუს პიუსის მიწვევით რომში მყოფ მეფე ფარსმან ქველს, როგორც უბადლო მოჯირითეს, მოედანზე დაუდგეს ძეგლი. მეფეზე წერდნენ “უშიში, ვითარცა უხორცო”.

იერუსალიმის ჯვრის მონასტერში არის ფოლადის რგოლი წარწერით: “დექით მტკიცად და შეურყევლად”
  1549 წელს, აღდგომას, თურქეთის ფაშამ ქრთამის სანაცვლოდ იერუსალიმის მაცხოვრის ტაძარში შეუშვა სომეხთა ეპისკოპოსი. მის ლოცვას ღვთიური ცეცხლის გადმოსვლა არ მოყვა. არაბი მართლმადიდებელი ქრისტიანების ხმაურის შემდეგ ისინი შეუშვეს ტაძარში, ცეცხლი გადმოვიდა ტაძრის გარეთ სვეტზე, რომელზედაც იყო ქართული წარწერა!  “ღმერთო, რაისთვის დამიტევე მე”
   1763 წელს ეგვიპტის სულთანი გახდა შეიხი ალი-ბეი. ქართველი, მღვდლის შვილი. გაიტაცეს 13 წლისა და გაყიდეს სტამბოლის ბაზარზე. დაამარცხა მოთარეშე ბედუინები და უწოდეს “ქარიშხლის დამამარცხებელი” ააყვავა ეგვიპტე.
  ალი-ბეის შემდეგ ეგვიპტის მმართველი იყო ქართველი მურად-ბეი. (შინჯიკაშვილი) მეთაურობდა ნაპოლეონის წინააღმდეგ კოალიციას. მამლუკების სიმამაცემ ათქმევინა ნაპოლეონს: “ამ ხალხს რომ ჩემი არტილერია დავუმატო, დაუმარცხებელი აღარავინ დამრჩება!
    ალი-ბეიმ მარტყოფში დედის სახლის ახლოს ეკლესიის ასაშენებლად ერეკლეს ოქროები გამოუგზავნა!
   მარტყოფელი ყოფილა კაიროს გარნიზონის მხედართმთავარი სელიმ-აღა. ქალაქის მთავარ მოედანზე აღმართულია (იყო?) დიდებული ქანდაკება წარწერით “მამლუქი ლაზ_ოღლი”


  როდესაც ღვთისმშობელი, იოანე ღვთისმეტყველი და  მოწაფეები გემით მიადგნენ ახალ ათონს, მწვერვალზე აღმართული იუპიტერის ქანდაკება ჩამოვარდა და დაიმსხვრა. გემის ნაპირთან მისვლის ადგილას აღიმართა ივერთა მონასტერი. 250 წლის შემდეგ ზღვაში შენიშნეს ღვთისმშობლის ხატი, რომელიც გამოაბრძანა გაბრიელ ქართველმა. ღვთისმშობლის ხატი მეორედ მოსვლის წინ ათონიდან წაბრძანდება საქართველოში.
  ღვთიწსმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობა დაიწყო ქართველმა ხალხმა მახათას მთაზე პატრიარქის ილია II-ს ინიციატივით. მშენებლობის ხელმძღვანელობა მან დაავალა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ “იავნანას” დამფუძნებელს, მსოფლიო ბანს პაატა ბურჭულაძეს.
  ღვთისმშობლის წილხვედრია: ივერია, ათონი, კიევი, . მეოთხე დივეევო, სადაც აშენდა ყაზანის ღვთისმშობლის ტაძარი.
პორტუგალიელი პოეტი კამოინში “ლუიზიადაში” ევროპის ხალხებს მოუწოდებდა ქართველების დაცვისაკენ ოსმალებისაგან.
 _ ქეთევან წამებული იქცა პორტუგალიურ ფრესკად,
გერმანულ ტრაგედიად (ავტორი გრაფიუსი), ჰინდურ ლოცვად და ქართულ ლოცვად.
 . . მამლუქთა ბელადი იბრაჰიმ ელქუბარი (დიდი იბრაჰიმი) წარმოშობით მარტყოფელი შინჯიკაშვილი იყო.
   ეგვიპტის მამლუქთა ბელადი, დიდი ანტიოსმალური აჯანყების მეთაური ალი ბეი ქართველი იყო; ცოლი სეტი ნეფიძე ულამაზესი ქართველი ქალი იყო.
   ბაღდადის ფაშა სულეიმანბუიუქი ქართველი იყო. მას საჩუქრად მიართვეს იფნისელი ბოჩოლაანთ გიორგას გატაცებული 8 წლის დათო მანველაშვილი, შემდგომში დაუდ-ფაშა, ერაყის განმანათლებელი, კანონმდებელი, ფილოსოფოსი, აღმაშენებელი.
     1801 წლიდან ერაყს განაგებდა ქართველი ჰაფიზ ფაშა; 1807 წლიდან ქართველი სულეიმან ქუჩუკი (მცირე), შემდეგ კი დაუდ გურჯი. მან დაარსა სტამბა, სავაჭრო ცენტრი და სხვ. განდევნა ერაყიდან თურქები და სპარსელები. ქვეყანაში
შავი ჭირის ეპიდემიისას თურქებმა სძლიერ ერაყელებს. თურქების მთავარსარდალი იყო ქართველი ალი-რიზა! თურქეთის სულთანმა დატყვევებული დაუდ-ფაშა დანიშნა ბოსნიის გმგებლად, შემდეგ ანკარის ვილაიეთის გამგებლად. 1848 წელს 70 წლის დაუდ-ფაშა გახდა მექაში მუჰამედის მავზოლეუმის წინამძღვარი. აღესრულა 1851 წელს. დაკრძალულია მექაში ხალიფების საფლავების გვერდით.

   ლაზები კარგი მეზღვაურები იყვნენ. ისინი კოლუმბის ექსპედიციაშიც მონაწილეობდნენო. (ეს არცაა გასაკვირი _იმდენად ჭირდა ეკიპაჟის დაკომპლექტება, რომ სიკვდილმისჯილებიც აჰყავდათ განთავისუფლების სანაცვლოდ.) ლაზების ყოფნას ამერიკაში ადასტურებს ისიც, რომ თურქეთში სიმინდი ლაზების ჩამოტანილია და მას თურქულად ეძახიან “ლაზ ოთუს”, ანუ ლაზურ ბალახს.

   ნადირ-შაჰმა ინდოეთზე ლაშქრობისას იახლა  ერეკლე II. გზად შიხვდათ სერიოზული დაბრკოლება _დიდი სკულპტურა წარწერით: “ვინც გადალახავს ამ მიჯნას, სასტიკად დაისჯება ოჯახიანად”. შაჰის ლაშქარი შედრკა. ერეკლემ  გაწბილებული შაჰი დაამშვიდა: _მე გაგიძღვებითო. მან სპილოზე დაატვირთვინა სკულპტურა და
წინ გაირეკა. ამრიგად გაანეიტრალა მაგიური წყევლა.
 ინდოეთიდან შაჰი დიდი ალაფით დაბრუნდა. ერეკლეს კი ნება დართო ქრისტიანული წესით მეფედ კურთხევაზე სიონის ტაძარში!



ს.ა. ლაშქაროვი (ლაშქარაშვილი), დიპლომატ, ყირიმის რუსეთისათვის მიერთების საქმეში დამსახურებისათვის დაჯილდოვდა 30 ათასი რუბლით. შემდგომ ეკატერინე II-მ დაასაჩუქრა თავისი შკატულკიდან 12 ათასი რუბ-ით და ჰკითხა: _კიდევ დიდხანს მომიწევს თქვენი ვალების დაფარვა?   ლაშქაროვი: _მანამ, დედოფალო, ვიდრე არ ვისწავლი სახაზინო ფულის მოპარვას.
  ძმები ზანდუკელები, იგივე სანდუნოვები, მათი იყო მოსკოვში ცნობილი “სანდუნოვსკიე ბანი.” ერთი იყო დიდმოხელე, მდივანი, მეორე ცნობილი მსახიობი. მსახიობი: _ძმაო, ძნელია შენი ნახვა. ძმა-მდივანი: _რა თქმა უნდა, დღისით სენატში, საღამოს სახლში ქაღალდებში, შენ კი   სხვა საქმეა, ვისაც უნდა, გნახავს ერთ პოლტინნიკად! (ანუ თეატრშიო). მსახიობმა მიუგო: _რა თქმა უნდა, თქვენო უკეთილშობილესობავ, თქვენთან წითელითაც ძნელად თუ  მოგიახლოვდება ვინმე. (საუბარი რუსულადაა)
   დ.ი ჩუბინაშვილმა 1840 წელს 25 წლის ასაკში მიიღო დემიდოვის პრემია (5000რ.). ის პირველი ქართველი პროფესორია.
   ი.ს. ფანჩულიძე  (1811-1843)_პირველი ქართველი ინჟინერი
მ.გ. ბოლქვაძემ 1910 წელს დააარსა ჟურნალი “ზაშიტა ჩელოვეკა”.
გენერალი ა. ბუჩკიევი 1849 წელს დაეხმარა უნგრელ რევოლუციონერებს. მისი ქალიშვილი გახდა ნიკო ბურის მეუღლე.
  1812 წელს ბოროდინოს ბრძოლაში მონაწილე 72 გენერლიდან 12 ქართველი იყო. (პ. ბაგრატიონი, რ. იაშვილი,
ა. ჩალიკოვი, ფანჩულიძე, ჯავახიშვილი, რ. ბაგრატიონი და სხვ.
გენერალი პეტრე ბაგრატიონი მონაწილეობდა 20 ლაშქრობასა და 150 ბრძოლაში.
გენერალი ა.ი. იმერეტინსკი, ბალკანეთში თურქებზე გამარჯვების ორგანიზატორი (1877-1878წ.), ვარშავის გენერალ-გუბერნატორი.


ი.რ. თარხნიშვილი ცნობილი მეცნიერის სეჩენოვის შემდეგ ხელმძღვანელობდაფიზიოლოგიის კათედრას.
   აკადემიკოსი ი.ი. ჯანელიძე (1883-1950წ.), სსრკ სამხედრო-საზღვაო ფლოტის მთავარი ქირურგი, სოც. შრომის გმირი.
   1860 წელს ეკატერინე  ჭავჭავაძე-დადიანმა ილია ჭავჭავაძეს გადასცა ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსების
ალბომი და გადაგვირჩინა ის დავიწყებას.
  ე. დადიანის ქალიშვილი სალომე პარიზში ცოლად გაჰყვა აშილ მიურატს, ნაპოლეონის მარშლის და დის ქმრის იოახიმ მიურატის შვილიშვილს. ეკატერინეს ვაჟი ანდრია დადიანი იყო პირველი სახელგანთქმული ქართველი მოჭადრაკე. დიდოსტატი სტეინიცი ინგლისურ ჟურნალში მასზე წერდა: “ანდრია დადიანის  თამაშში კვლავ ვხედავთ მამაც და ბასრ გენიოსს”.


  1914 წელს ბალმონტმა გადათარგმნა “ვეფხისტყაოსანი”  რუსულად.
   1629-1800 წლებში რომში დაიბეჭდა 10 დასახელების ქართული წიგნი.
   1643 წელს იტალიაში დაიბეჭდა პირველი ქართული წიგნი “იტალიურ-ქართული ლექსიკონი” და “ქართული გრამატიკა”.
    1703 წელს არჩილ მეფემ მოსკოვის ახლოს სოფ. ვსესვიატსკოეში (დღეს ქალაქის ფარგლებშია) დაბეჭდა “ფსალმუნი”. მანვე დააარსა რუსეთში პირველი ქართული ემიგრანტული სკოლა. რუსეთში დაიწყეს მოღვაწეობა ვახტანგ VI-ს ვაჟებმა, დიდმა მეცნიერებმა ვახუშტიმ და ბაქარმა.
    1709 წელს ვახტანგ VI თბილისში უნგრელი ოსტატების დახმარებით გახსნა ტიპოგრაფია.
   თბილისს სპარსელები “სიხარულის სახლის “ეძახდნენ.
   ირანის შაჰმა ბესიკს აშუღური პოეზიის ნიმუშების _მუხამბაზის ბრწყინვალე შესრულებისთვის უბოძა ბრილიანტებით მოჭედილი თარი.
   1864 წელს მცხეთის მახლობლად ნახეს ქვა ბერძნული წარწერით, რომ ახ.წ.ა. 75 წელს რომის იმპერატორმა ვესპასიანემ იბერთა მეფეს მითრიდატეს (ფარსმანის ძეს) ციხის გალავანი გაუმაგრა.

   1897 წელს ი. ჯავახიშვილმა რუსულად თარგმნა “სიბრძნე ბალავარისა”.  ეს ნაწარმოები X საუკუნეში ბერძნულად თარგმნა ანთიმოზ ივერიელმა და ევროპელებს ის დიდხანს ბერძნული ნაწარმოები ეგონათ!
  პოლკოვნიკი გრუზინოვები, დეკაბრისტების წინამორბედნი, უარი უთხრეს იმპ. პავლე I-ს 1000 სულ ყმაზე! წამებით მოკლეს ჩერკასკში 1800წელს.
  დ. ჩუბინაშვილმა 1837 წელს , ჯერ კიდევ 25 წლის სტუდენტმა გამოსცა “ქართულ-რუსულ-ლათინური” ლექსიკონი, 40 ათას სიტყვიანი;, რისთვისაც დაიმსახურა პრემია 5 ოოორ.
   პ. ბაგრატიონი _მეცნიერი, დაამუშავა ოქროს მოპოვების მეთოდი ციანიტებით. 1844 წელს გაანთავისუფლა ყინულისაგან კრონშტადტი გალვანური ელდენით.

 1877-78 წ. რუსეთის არმიამ ოსმალებისაგან გაანთავისუფლა ისტორიული ტაო-კლარჯეთი.






1798-1799 წლებში ეგვიპტეში სამხედრო ექსპედიციისას ქაიროს შეიხმა ნაპოლეონს აჩუქა ორი მამლუქი. ერთერთი რუსტამი (როსტომ რაზმაძე) ცნობილი ნაპოლეონის ერთგული მცველი იყო.
  არქანჯელო ლამბერტი აღნიშნავს, რომ მეგრელი გლეხი ეზოდან ამ იარაღის გარეშე არ გადიოდა. ეს იარაღი იყო წელზე შემოკრული თოკი. თუ მომენტს იშოვიდა, საქონელს მოიპარავდა.
  1812 წ. ნაპოლეონი ტრაბხობს: ჩემი სახელია “ნა-პოლე- ონ”.  პ. ბაგრატიონმა მოუჭრა; _ჩემზე კი ამბობენ ნა-პოლე-ონ.
  1903 წელს იაპონელებმა დაამარცხეს რუსეთის არმია. თვითმპყრობელობის დამარცხებით გამოწვეული სიხარული შეფარულად გამოხატა აკაკიმ “იავნანაში”, რომელშიც უმღერის იაპონელთა მხედართმთავარს (მგონი რა ნუნი ?)
 ვაჟამ: რისთვის გაგვზარდა დედამა,/ რისთვის ვლესავდი დანასა,
 არ ვაქელინოთ სამშობლო, მეტოქეს ნაირგვარასა.”
   ამ დროს ქალაქი პორტ-არტური  გამაგრებული იყო სამხედრო ინჟინერ ცინცაძის მიერ და აღიარებული იყო სამხედრო ხელოვნების მიღწევად, მაგრამ მალევე დაეცა მოღალატეების მეცადინეობით.
ფრანგი მოღვაწე ლერუა: _საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ჩაი მოყავთ, მაგრამ ღვინოს სვამენ.
  შალვა ნუცუბიძემ მეცნიერებაში პირველმა წამოაყენა აღმოსავლური კულტურის დასავლეთზე გავლენის თეორია.
  თამაზ ჭილაძე: მწერლობა აღმოჩნდება ევროპულ ოჯახში ჩვენი დაბრუნების გარანტია.










    თანამედროვე ირანული პოეზიის თვალსაჩინო წარმომადგენელი ნიმა იუშიჯი ქართველი იყო, ხოლო ბაჰარი _დედით ქართველი.
  საქართველოს ეროვნულ განძს საფრანგეთში ემიგრაციისას ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად იცავდა ეგრაელი იოსებ ელიგულაშვილი.
ფრანგი ანდრე ჟიდი 1936 წელს ჩამოიყვანეს სსრკ-ში და სანიმუშო მასპინძლობა გაუწიეს, აძახებინეს “რა კარგი ყოფილა სოციალიზმიო”. საქართველოში სტუმრობისას ტიციან ტაბიძემ თვალი აუხილა. საფრანგეთში დაბრუნებულმა ა. ჟიდმა გამოაქვეყნა თავისი შთაბეჭდილებები. მისმა გულუბრყვილობამ შეიწირა ტიციანი.
   კედია და ებრაელ./
  აჰმედ მელაშვილმა,პირველმა თურქეთსი გამოსცა წიგნი “გურჯისტანი” და გააცნო თურქეთის ქართველობას საქართველოს ოსტორია.
  ათათურქი დემოკრატიული თურქეთის შექმნისათვის ბრძოლაში ამხნევებდა თანამებრძოლებს: ჩვენ არ გვყავს კარგად გაწვრთნილი ჯარი, მაგრამ გვყავს ლაზი ოფიცრები!
  სარფთან სოფ. აზ-აღა (აბუ-ისლაჰი) დგას ტაძრის “ოხვამე” ნანგრევები. ოხვამე _მეგრულად სალოცავი..
ინგლისი. ცივი ომი ახალი დაწყებულია. შეშფოთებული დედოფალი მიღებაზე ეკითხება საბჭოთა რაკეტების შემქმნელს ალ. ნადირაძეს; _მართალია, რომ რუსებს ინგლისის დაპყრობა უნდათ?  გენერალური კონსტრუქტორის პასუხი კონსტრუქციული, დიპლომატიური და გალანტური იყო: _თუ ყველა ინგლისელი ქალი თქვენ უდიდებულესობასავით ლამაზია, ამაში კრიმინალს ვერ ვხედავთ. ჩვენ საშინელი ომი ერთად გადავიტანეთ. ყველა, ვინც პატიოსნად იბრძოდა, თვლის, რომ ეს იყო უკანასკნელი ომი. ის, რაც მშვიდობისათვის ბრძოლაში გვაერთიანებს, ბევრად მეტია იმაზე, რაც გვაშორებს ერთმანეთს.

 50-იან წლებში “დიდი ქართველების” მიერ შუა აზიაში საშინელ პირობებში გადასახლებული ქართველების სიმღერა:  _ცა-ფირუზ, ხმელეთ_ზურმუხტო, ჩემო სამშობლო მხარეო,/ ქართული ლექსის ალერსო, მთაწმინდის ბადრო მთვარეო,/ ილიას დიდო აჩრდილო, კლდედ ქმნილო, აწ მდუმარეო,/ აკაკის წმინდა ჭაღარავ, სიმღერავ, ცრემლით ნარევო,/ ბარათაშვილის საფლავო, _ქართლის ბედივით მწარეო,/ ვიყავ მინდიას ძმობილი, რაინდი მომთაბარეო./ მინდორ-ველებო, ქედებო, მთებო, ქოჩორა ტყიანო,/ მთაში მყვირალა ირემო, მთებო, ქორბუდა რქიანო,/ შენ, ჩემო ტკბილო სამშობლოვ, საქართველო რომ გქვიანო,/ ნუთუ არ გესმის გოდება, შვილნი რომ გიკვნესიანო?!/ ურდოთა ნაბანაკარში მზის ალმურებში წვიანო,/ სულს შენთვის შეინახავენ, ვინ იცის, _შეგხვდებიაო./ არ დაგვივიწყო, იგლოვე შენი შვილების წერაო,/ ყალიყურუმში ქართველმა პირჯვარი გადიწერაო.

  ვ. მაიაკოვსკი. 30-იან წლებში მთავრობამ ანდო ამერიკაში წარმოედგინა საბჭოთა პოეზია. ერთხელაც კითხულობს თავის ლექსებს. კითხულობს რუსულად, ინგლისური არ იცოდა. ერთი რუსი ემიგრანტი, რომელსაც მაიაკოვსკი არ უყვარდა, გამოვიდა ინგლისურად და რაღაც შეკითხვაც დაუსვა. მაიაკოვსკიმ ქართულად შეუკურთხა (მიდი და უპასუხე შორეულ ამერკაში, რუსო!), მაგრამ, დახეთ საოცრებას;  დარბაზშის მაღალი იარუსიდან  გაისმა: “ქართველი ხარ?”
პასუხმაც არ დააყოვნა: “ბაღდადელი ვარ, ბაღდადელი!”

  ბორის აკუნინი, წარმოშობით ქართველი ჩხარტიშვილი, იაპონურის მცოდნე ავტორიტეტი,  მწერალი: 2008 წლის ომის შემდეგ: რუსეთმა პატარა სამხედრო გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ დიდი პოლიტიკური მარცხი განიცადა.
  ასეთივე თამამი ჩვენი მხარდამჭერ განცხდება გააკეთა რუსეთის სახალხო არტისტმა და პოპულარულმა მსახიობმა ოლეგ ბასილაშვილმა!
   ბ. აკუნინი: ევროპელებმა შესანიშნავად იციან _როგორ? აზიელები კი სიბრძნის მფლობელები ვართ, ანუ გვესმის, რატომ. . . იაპონიის იმპერატორმა დიადი ექსპერიმენტი წამოიწყო: აღმოსავლური სიბრძნე დასავლურ ჭკუასთან უნდა შეათავსოს.
   სტალინი   _ჩერჩილმა სტალინს აჩუქა ხმალი წარწერით “გმირ ჯარისკაცებს, რომლებიც სტალინივით სიმტკიცე გამოიჩინეს სტალინგრადის დაცვისას”??
  ამერიკულმა ჟურნალმა “ტაიმს”-მა დედამიწაზე წლის ადამიანად აღიარა: 1938წ. –ჰიტლერი; 1939 და 1942 წლები –სტალინი;. . . 2006 წ. _ინტერნეტ პროგრამა “იუთუბი”?! 2010 წ. 26 წლის მარკ ცუკერბერგი _ფეისბუქის შემქმნელი.



   1973 წელს თეირანში მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში ლევან თედიაშვილმა გააგრძელა ქართველი ფალავნების (ვ. ბალავაძე, ა. მეკოკიშვილი, გ.კარტოზია . .) ტრადიცია და გახდა ჩემპიონი.
 იქვე ტარდებოდა მსოფლიო ჩემპიონატი სამბოში. დაავადებული გენადი რუსლიაევის ნაცვლად მწვრთნელებმა ლევანს სთხოვეს ეჭიდავა. სამბოშიც ჩემპიონობა მოიპოვა. ექვს დღეში  მსოფლიოს ჩემპიონის ორი ოქროს მედალი!
   ლევანი 5-გზის მსოფლიო და 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონია. პლიუს ერთი ოლიმპიური ვერცხლის მედალი რა სახსენებელია!  ლევანს მამა მსოფლიო ომში დაეღუპა, მამინაცვალმა ღვიძლი შვილივით გაზარდა, მაგრამ თავისი გვარი (ირიკალოვი) არ მისცა, მამის გვარი გააგრძელოსო. ლევანის ვაჟი აფხაზეთის ომში დაიღუპა.
  მოსკოვის დიდ თეტრში ცისანა ტატიშვილს მოსთხოვეს “ტრუბადურში” რუსულად ემღერა. ქ-ნი ცისანა იტალიურად ბრწყინვალედ ასრულებდა პარტიას და უარი განუცხადა! ადმინისტრაციამ არ დაიხია უკან და გამოიძახა მომღერალი ერევნიდან. მან კი პარტია შეასრულა . . სომხურ ენაზე.

   მეცნიერმა (ფიზიკოსმა?) ნინო ყაუხჩიშვილმა, რომელიც დიდი ხანია იტალიაში მოღვაწეობს, იტალიაში 2004 წელს დააარსა საზოგადოება “საქართველო, გულით სატარებელი”

 დათო მაღრაძის ლექსმა “მეზღვაურები” გაიმარჯვა შვეიცარიაში საერთაშორისო კონკურსზე. პოეტი უცხოელებმა წარადგინეს ნობელის პრემიაზე!
   გას. საუკუნის 60-იანი წლების ცნობილი საბჭოთა ფეხბურთელები, მოსკოვის “სპარტაკის” ცენტრფორვარდი ნიკიტა სიმონიანი სოხუმელი იყო, ისევე, როგორც კიევის დინამოელი იური გრამატიკოპულო. ნიკიტას გრანდიოზული იუბილე გადაუხადეს  . . .ერევანში. ბანკეტს არაჩვეულებრივად უთამადა კოტე მახარაძემ. ამაზე წიგნიც კი დაიბეჭდა ერევანში.
   კაპადოკიაშია ხაშური, გორჯი, თოხარისი, თუთა, კახთა, ნაზრახული . .
   დათო ტურაშვილი: რუსთაველმა სწორედ ისეთი გენიალური წიგნი დაწერა, რომლითაც შინიდან გაუსვლელად მთელს მსოფლიოში იმოგზაურებდა ნებისმიერი ზარმაცი ქართველი... სადამდეც ქართულმა სიტყვამ მიაღწია, “ვაფხისტყაოსანმა” იქამდეც გააერთიანა საქართველო.
  1987 წ. კალისტრატე სალიას ქელეხში რეზო თაბუკაშვილმა აღნიშნა, რომ დასავლეთ ევროპაში ქართველი ემიგრანტები ოპერის პარტერს თუ გაავსებენო!



      ჩვენი ემიგრანტული პოეზია
გურამ დოჩანაშვილი: ჩვენი პაწია საქართველო მსოფლიოს პოეზიურ რუქაზე ერთ-ერთი დიდი და ძლევამოსილი სახელმწიფოა.
  გოდერძი ჩოხელი: ქართველების გადაფრენა.
რადგანაც ჟამმა ქართველები დაგვამსგავსა/ მომთაბარე ლამაზ ფრინველებს,/ თბილ ქვეყნებისკენ გადაფრენილებს,/ სამშობლოს ჭირით ჩვენც წასვლა-მოსვლის საგალობელს/ ვმღერით და ვტირით,/ რადგან შორს დავრჩით,/ ვერ დავბრუნდით, ვერ გავძეხით სამშობლოში/ ბავშვური ძილით და/ ბევრს საფლავიც აღარ გვრგო/ ჩვენ ჩვენი წილი.
   ფრიდონ ხალვაში: როცა გიჭირს შინ და გარეთ/ და ქვეყანა ჩვენი გოდებს,/ ღმერთმა ნუ ქნას, სადმე ქართველს/ ქართველობა არ უნდოდეს!
   . . .მითხარ, როგორაა მემლექეთი,/ ჩემი სანატრელი საქართველო,/ რამე იმნაირი გამაგონე,/ გული დეკოდილი გავამთელო.   (17-05-2010. ფრიდინ ხალვაშისადმი მიძრვნილ საღამოზე რუსთაველის თეატრში მუხრან მაჭავარიანმა თავის გამოსვლაში გაიხსენა ეს სტრიქონები და . . აღესრულა!

   კოკი დადიანის საფლავზე ლევილში, პარიზის მახლობლად ქართულ სოფელში: _მშვიდობა მითხარ და ჩვენს მხარესა,/ როცა უამბობ ამბებს მწარესა,/ თქვი, რომ იხილე წარწერა ლოდზე,/ “ძვლებიც კი ფიქრობს საქართველოზე”.
  ინგილო ვარ საწყალი,/ არც მიწა მაქვს, არც წყალი

    ცნობილი ამერიკელი მწერლის, გიორგი პაპუაშვულის
თხზულებები გამოიცა 5 მლნ. ტირაჟით. მის საფლავის ქვას ქართულ ენაზე აწერია: როგორ გავბედო სიკვდილზე ფიქრი,/
 როცა სიცოცხლე ზეიმობს ირგვლივ.
   ეკა ქაჯაია: ერთბაშად ყველას გაუჩნდა საქმე,/ წავიდნენ სადღაც ბედის საძებნად. . ოცნება იყო სიჩუმე ადრე./ რომელსაც ახლა ჰქვია გაძლება.
     საბერძნეთში სამუშაოდ გადახვეწილი ქართველები გამოსცემენ გაზეთს “ნოსტალგიას”, რედაქტორი ანა ყურშავიშვილი. (2005წ.) თელეველი ეთერ იჭირაულის ლექსი: “დავემშვიდობე ობოლ სასთუმალს,/ გამოვიხურე მძიმედ დარაბა,/ ღმერთს შევავედრე ჩემი ფუძე და/ მთვარე დავტოვე სახლის დარაჯად./ შორეთში დარჩა ის ყველაფერი,/ რაც ვთქვი, ისიც და რაც არ მითქვია,/ აქ ედემია, იქ ჯოჯოხეთი,/ მაგრამ ელადა მაინც სხვისია./ ჩემი აქ ყოფნა სულ ავდარია,/ სულ ზამთარია, წვიმა და თქეში,/ ოლიმპოს ღმერთებს შევთხოვ ვედრებით,/ კვლავ დამაბრუნოს ჩემ ჯოჯოხეთში.


    ნანა გერაძე, საბერძნეთი: _საქართველოში დაბრუნებას ვინც არ ელოდა,/ მიწა გაჰქონდა, მიწა თბილი, მიწა მარადის. . . შენ მუჭა-მუჭა გაგიტანეს საქართველოდან,/ ქართულო მიწავ, ამიტომაც დაპატარავდი!



         ემიგრანტული ნიჭიერება და მშვენება

    ულამაზესი თამარ თუშმალიშვილი, აშშ-ს მოქალაქე, ბალერინა, კინომსახიობი, გადაღებულია პოპულარულ გრეგორი პეკთან ერთად (ქართველი მეომარი ქალი და რუსი ოფიცერი გერმანელებს ებრძვიან).

  1805 წელს პეტერბურგსა და ოდესაში იყიდებოდა ერისთავის არაყი და ლიქიორი
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში 5000 ქართველია დაპატიმრებული!!

        ს ტ ა ლ ი ნ ი   (იოსებ ჯუღაშვილი)

   ჩემ სახელს ბევრ ნაგავს მიაყრიან, მაგრამ ამ ნაგავს ისტორიის ქარი გაფანტავს.
  აშშ. ჟურნალი “ტაიმს” (ტიმე) ასახელებს წლის პერსონას.
1939 და 1942 წლებში წლის პერსონა იყო სტალინი.
  ამ ჟურნალმა 2006 წელს წლის პერსონად დაასახელა ინტერნეტპროგრამა “იუტუბი”, 2010 წ. _26 წლის მარკ ცუკერბერგი, ფეისბუქის შემქმნელი.
  სტალინმა უკმაყოფილება გამოთქვა “ვეფხისტყაოსნის” რუსულ თარგმანებზე. ამ დროს კი ფილოსოფოსი წ. ნუცუბიძე ბერიას დაპატიმრებული ჰყავდა ფედერალისტების პარტიის წევრობის გამო. სტალინმა ბერიას: გინახავს გალიაში მომღერალი შაშვი?!” განტავისუფლებულმა შ. ნუცუბიძემ თარგმნა “ვეფხისტყაოსანი”. სტალინს მოეწონა თარგმანი, მხოლოდ 1416 სტროფზე შესთავაზა თავისი ვარიანტი, რომელიც შევიდა გამოცემაში.  ბელადმა მკაცრად გააფრთხილა საქმეში ჩახედულნი, მისი სახელი არ ეხსენებინათ. 1940 წელს დაიწყო გამოცემა. პირველად გამოცემული წიგნის პირველ გვერდზე წარწერას “შალვა ნუცუბიძის თარგმანი” სტალინმა ჩაამატა “ქართულიდან” !!



2009 წ. გაეროში რუსეთმა ვეტო დაადო საქართველოში გაეროს მისიას (წყინს, აფხაზეთის დამოუკიდებლობას რად არ აღიარებთო!) _მსუბუქი იყოს შენზე დადებული ვეტო, ჩვენო გაერო!
2010 წ. პოლიტოლოგი ლილია შევცოვა: _ადრე რუსეთი საქართველოსთვის იყო ხიდი ევროპაში, ახლა კი ღობედ იქცა.


       სპორტული მღწევები



  2008წ.  პეკინის ოლიმპიადა. ოქროს მედლები: ირაკლი ცირეკიძე (ძიუ-დო), მანუჩარ კვირკველია (ბერძ.-რომაული ჭიდაობა), რეზო მინდორაშვილი (თავისუფ. ჭიდაობა)
  ბრინჯაოს მედლები: ნინოსალუქვაძე (სროლა), ქევხიშვილი (თავისუფ. ჭიდაობა), გია გოგ        ს ტ ა ლ ი ნ ი   (იოსებ ჯუღაშვილი)
   ჩემ სახელს ბევრ ნაგავს მიაყრიან, მაგრამ ამ ნაგავს ისტორიის ქარი გაფანტავს.
შელიძე (თავისუფ. ჭიდაობა)




             ი უ მ ო რ ი
აკაკი იწერებოდა ხარკოვიდან: აქ ისე ცხელა, რომ ხრაკოვი უნდა ერქვას

ტ ე რ მ ი ნ ე ბ ი




პოლიტიკურ კატაკლიზმებსა თუ ცვლილებებს, როგორც წესი, მოყვებოდა ახალი სიტყვები, ტერმინები.
   პირველი ასეთი გამოთქმა იყო “პიროვნების კულტი”,
რომელიც უკავშირდება ხრუშჩოვსა და მის ანტიქართულ განწყობილებას, შემდეგ კი სტალინის სახელს. ხრუშჩოვის პერიოდში რებილიტირებულ იქნა ასეულ ათასობით სტალინური  რეპრესირებულები, მაგრამ თვითონ რეპრესიებზე უარი არ უთქვამს: 1956 წელს თბილისში და ნოვოროსიისკში დახვრიტეს ხალხმრავალი მიტინგები, ურანის საბადოებში და აქტიური რადიაციის რაიონებში მოსახლეობას უმალავდნენ სიმართლეს და ა. შ.
  ხრუშჩოვის მოხსნის შემდეგ მისი ეპოქის დასახასიათებლად შემოვიდა ხმარებაში მოსახლეობის უდიდესი ნაწილისათვის უცნობი სიტყვა _“ვოლუნტარიზმი”. ეს ტერმინი დღემდე ახასიათებს ჩვენ ხელისუფლებებს მეტ-ნაკლები ინტენსივობით.
  ლ. ბრეჟნევმა დაიწყო სამეურნეო წლების “მონათვლა”: ხუთწლედის “გადამწყვეტი წელი” (მესამე წელზე), “განმსაზღვრელი”, “დამამთავრებელი”!!   ამ ტერმინებით იყო გაჯერებული მოხსენებები და სტატიები. შემდეგი იყო მორიგი  ხუთწლედის “დამწყები” წელი და ამაზე ამოიწურა წლების ნათლიის ფანტაზია და მადლობა ღმერთს.
   თავად ბრეჯნევის ეპოქაც არ დარჩა მოუნათლავი: “ზასტოი”,
 ანუ “უძრაობის ეპოქა” დაარქვეს დამსახურებულად.
  ე.შევარდნაძის სახელთანაა დაკავშირებული “კორუფციასთან  შეურიგებელი ბრძოლა”, რომლის ფაქტიური შედეგი იყო ქრთამის მასშტაბების ზრდა.  შევარდნაძემ პრეზიდენტობისასაც რამდენიმეჯერ მორცხვად გამოგვიცხადა, ეს წელი იქნება კორუფციასთან ბრძოლის წელიო, მაგრამ მორიგი ბლეფი გამოდგა. რეალობა კი იყო “ბიუჯეტის სეკვესტრი” და “გაყინული პენსიები”, ისიც 14-ლარიანი.
 მ. გორბაჩოვმა გაახალისა გარემო: სახელმწიფო წყობას დაარქვა _”სოციალიზმი ადამიანური სახით”, მაგრამ კიევის ახლოს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი კატასტროფა რამდენიმე დღით მაინც დაუმალა საზოგადოებას, ჩაატარეს საპირველმაისო პარადი კიევში. მოკლედ, ათასები გაწირეს რადიაციული დასხივებისათვის, ოღონდ საპირველმაისო
ზეიმები ჩატარებულიყო.
  ზ. გამსახურდია ხშირად იყენებდა ისეთ ტერმინს, როგორიცაა “წითელი ინტელიგენცია”

 ხელისუფლებაში შემძვრალ უწიგნურებს შეეფერება  . . .  –ის გამონათქვამი: პატრიოტიზმი არამზადათა უკანასკნელი თავშესაფარია.
  ე.შევარდნაძემ სცადა ზ. გამსახურდიას პერიოდისათვის მიეწეპებინა ახალი სახელი _“პროვინციული ფაშიზმი”, მაგრამ არ გამოუვიდა.

მ. სააკაშვილმა დაამკვიდრა: _”ნულოვანი ტოლერანტობა ყოველგვარ დანაშაულს”, სხვაგვარად მოაზროვნეებს კი უწოდებდა: ჩარეცხილებს, მუმიებს, კრემლის აგენტებს და ა.შ. მის პერიოდს ახასიათებენ, როგორც “ელიტური კორუფციის” აყვავების ხანას, ხოლო ნაციონალ-დემოკრატებს მოკლედ მოიხსენიებენ _”ნაცები”

ნატომ და ევროკავშირმა შემოგვთავაზა ენის სატეხი: “კოჰაბიტაცია” სააკაშვილისა და ბ. ივანიშვილის ხელისუფლებებს შორის.
   საზოგადოებას კიდევ არა ერთ ტერმინს შემოსთავაზებენ. დავუცადოთ.



რას გვიქადის მომავალი?! ალბათ მეტწილად ინგლისურ ტერმინებს?

ლ ო ზ უ ნ გ ე ბ ი




   “მე თვითონ ვმარგლავ ჩემ ტვინს “იზმებისა” და        “აციებისაგან”   მ. ჯავახიშვილი

  “ლოზუნგების ქვეყანა”. ასე ერქვა 80-იან წლებში გამოქვეყნებულ თამაზ წივწივაძის წერილს, რომელმაც მას დიდი პოპულარობა მოუტანა საბჭოთა საქართველოს მკითხველთა ერთ ნაწილში, რომელშიაც ჩვენი ოჯახიც შედიოდა. ვაგრძელებ თემას.
   საბჭოთა ხელისუფლება შექმნიდანვე აქტიურად მიმართავდა პროპაგანდას. მე მგონია ხელისუფლების დიდი მონდომება აღმოეფხვრა წერა-კითხვის უცოდინრობა მოსახლეობაში ასაკის და მიუხედავად გარკვეულწილად განაპირობა სურვილმა
გაზეთებით თავს მოეხვია მისთვის თავისი პოლიტიკა. არ ერიდებოდა ცრუ დაპირებებს, ოპონენტების ცილისწამებას და სხვა სიბინძურეს.
  ჟურნალ-გაზეთებით და რადიოთი ფართოდ იყო პროპაგანდირებული სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ.
ლოზუნგიც იყო შესაფერისი: “პრესა _კოლექტიური ორგანიზატორი”
   ეს აბაზარი ლოზუგები იყო ყველგან, გაზეთში, წიგნებში, სახელმძღვანელოებში, საწარმოთა, სასწავლებლებისა და ორგანიზაციების კედლებზე და ა.შ. ლოზუნგებისა და ტერმინების ფართოდ გამოყენება “დიდი განათლებისა” მაჩვენებელი და კარიერული წინსვლის აუცილებელი ატრიბუტი იყო.
  ამ ლოზუნგებში ყველაზე “უკვდავი” და გავრცელებული იყო: _”პროლეტარებო, ყველა ქვეყნისა, შეერთდით!”, რომელსაც ნახავდით სახ. ღერბზე მოკავშირე რესპუბლიკის ენებზ, ყველა ჟურნალ_გაზეთის სათაურთან და ა.შ. მამაჩემის ერთ-ერთ სიგელზე აღმოვაჩინე, რომ 1936 წლის სსრკ-ს ღერბზე ეს ლოზუნგი იყო არაბული შრიფტით! აზერბაიჯანის და თურქმენეთის დამწერლობის ენაზე.
   საბავშვო და ახალგაზრდულ გამოცემებზე ლოზუნგი უწყოდა: _მარქსიზმ-ლენინიზმის საქმისათვის იყავით მზად!
  ქვეყნის ელექტროფიკაციის ლენინურ გეგმას მხარს უმაგრებდა ლენინის სიბრძნე: _კომუნიზმი არის სოციალიზმს პლუს ქვეყნის ელექტროფიკაცია!
  50-იანი წლების მიწურულს გაჩნდა ნიკიტა ხრუშჩოვისეული სიბრძნე: _ქიმია პლუს ელექტროფიკაცია უდრის კომუნიზმს! ??
   ქიმიური მრეწველობის პრიორიტეტად აღიარების შედეგად ქ. რუსთავში აშენდა ამიაკის, კაპრონ-ლაქტამის საწარმოები, თბილისში პლასტმასის და იზოლიტის ქარხნები და სხვ. არც თუ ურიგო საქმეა.
   ჩვენს სკოლაში 1953 წლამდე გამოკრული იყო არცთუ ურიგო ლოზუნგი: მოსწავლეთა გმირობა და სიმამაცე არის სწავლა ფრიადზე! (ლავრენტი ბერია).  შემდეგ კი მასიურად გავრცელადა ლენინური მოწოდება: სწავლა, სწავლა და სწავლა!
(იგულისხმებოდა ლენინიზმის სწავლა) და სტალინური: რომ აშენო, უნდა იცოდე; რომ იცოდე, უნდა ისწავლო!



       

Tuesday, October 30, 2012

ს ა კ უ თ ა რ ი






  მკერდში ძგერს გული ჭაბუკის,
  ჯიბეში _ჩხრეკა მაყუთის,
  გინდ დამიჯერეთ, გინდ არა,
  გახლავართ სამოცდახუთის!   4-09 2004წ.


ტალიკას დედის ქელეხში თქმული (გულში):
    ჭურჭლის და სიტყვების რახარუხი;
    დარბაზში _ხმაური ქელეხური.
   _რა ერქვა, ჩხონებულს? _ჩიფჩიფით იკითხა.
    პასუხიც ბებრულია: _მგონი გელე, გური!

დასვენებაც კი ძნელია ლოგინში,
კარგი ცხოვრების ამო ლოდინში!
რაში მინდა მე სიმტკიცე, ამ ცხოვრების თმენის!
არ მერჩია, შემრჩენოდა, თავზე ბღუჯა თმების!?



   მას უხარის მამლის წელი,
   თუ აქვს მამლის ყიდვის წელი!


გიხაროდეს წელი მამლისა,
ფიქრი არ გქონდეს ფულის წამლიზა!


არაფერი არ უყვარდა, არაფრის კეთება სცადა,
აქეთ _მიწას ამძიმებდა, არ უნდოდა წასვლა ცადა!



           საკუთავი

შავ ანგელოზი ჩურჩულით:
“თურმე გამხდარხარ სამოცის,
დისერტაციაც დაგიცავს:
“სიყვარულის და კაცობის”
გამომყევ, აღარ ინანებ,
კარებს გაგიღებ სამოთხის!”    4-09 1999წ.







მ ე ტ ა ფ ო რ ა





               



                  მ ე ტ ა ფ ო რ ა

   

  მთვარესა მცხრალსა ვარსკვლავმან ვითამცა ჰკადრა მტერობა.

    თქვენი თათბირი ავიცა სხვისა კარგისა მჯობია.

 დახოცეს და ამოწყვიდეს, ცათა ღმერთი შეარისხეს.

   ორთავე ერთგან მოკლული ყველაი ათჯერ ოცია
 მაგრა ავთანდილს ოცითა უფროსი დაუხოცია.

 მეფესა ესე ამბავი უჩს, ვითა მღერა ნარდისა.

  ასე უჩს მოკლვა ლომისა, მართ ვითა ლომსა _ვაცისა.

შენ ერთხელ იტყვი, “მითხარო”, მე ასჯერ გითხრობ “ვერასა”

  მოგხვდების მდურვა სოფლისა, მოჰკვდები, გა-ცა-სწბილდები
თვარა ვისმც ექმნა გვარლითა შეკვრა თავისა მრთელისა!

  თქვენ მორჭმულნი სთამაშობდით, ჩვენ მტირალნი ღაწვთა ვბანდით.

  კაცმან ვით პოვოს, ღმრთისაგან რაც არა დანაბადია!
. . .
... აწ ხელთა ნაცვლად ლხინისა, ჩალა მაქვს და ნაბადია.

ტ. მზესა მე მსჯობდი შვენებით, ვით ბინდსა ჟამი დილისა;

  ...აწ მაშინდლისა ჩემისა სახე ვარ ოდენ ჩრდილისა.

 ვბურთობდი და ვნადირობდი, ვით კატასა ვხოცდი ლომსა.
  მუნ იზრდებოდის ტანითა, გაბაონს განაზარდითა.

ერთგულთა შექმნეს ვაება, მტერთა _ხსენება იშისა.

 მაშინ დავიწყე გარდახდა მე საწუთროსა ვალისა.

 ალმასისა ხამს ლახვარი ლახვრად გულისა სალისა!

დედოფალი, ზღვასა შეიქმს, მას რომ ცრემლი დაუღვრია.

  თმობა ვსთხოვე შემოქმედსა, ვჰკადრე სიტყვა სამუდარი.

  მათი ერთგული გაძღების ყოველი სული მშიერი,
  ვინცა ურჩ ექმნას, იქმნების თავისა არ-მადლიერი.

მითხრა: “ვაშად ამოგიღე, არ გასვია გულსა ნარი.

მოდი, ნახე ვარდი შენი უფრჭვნელი და დაუმჭნარი”.

  ბროლი და ლალი შევიქმენ მე ულურჯესი ლილისა;
  ღამე მერჩია, მეწადა არ-გათენება დილისა.

 რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია.

სიცილით მითხრა: “წამოვლე, მოგელის ლომსა მთვარეო”

 მზემან გაყრითა დაგაჭკნე, ვითა ყვავილი ბარისა.

მე თუ ზე-პირ მიცინია, ქვე-ქვე მითქვამს იდუმალ ვა;
  გული მომეც გაუყრელად, ჩემი შენთვის დაიჭირე!
შენი ვიყო, სადამდისცა დამიყოფდეს მიწა პირსა.
   ჩვენთა მგელთაცა დასჭამენ თქვენნი, ინდოთა თხანია.
კაცს შუბი ვჰკარ, ცხენი დავეც, მართ ორნივე მიხდეს მზესა,
შუბი გატყდა, ხელი ჩავყავ, ვაქებ ხრმალო, ვინცა გლესა.
  “შიგან ასრე გავერიე, გნოლის ჯოგსა ვითა ქორი,
   კაცი კაცსა შემოვსტყორცი, ცხენ-კაცისა დავდგი გორი;
   კაცი, ჩემგან განატყორცი, ბრუნავს ვითა ტანაჯორი,
მზემან ლომსა ვარდ-გიშერი ბაღჩას ბაღად უშენოსა,
შენმან მზემან, თავი ჩემი არვის მართებს უშენოსა!
  ასმათ ვანი გაამრავლნა, ცრემლმან მისმან ქვანი ხვრიტნა;
  მერმე სულად მოაქცია, ცეცხლნი წყლითა დაუშრიტნა;
  თქვა: “ცოცხალ ვარ? საწუთრომან აწცა ჩემნი სისხლნი ხვრიტნა!”
   მივუწერე: “მზეო, შუქი შენი, შენგან მონაფენი,
   გულსა მეცა, გამიცუდდეს სიჩაუქე-სიალფენი;
ქალი ადგა, გამეყარა. დავწევ, ამოდ დამეძინა,
მაგრა შევკრთი, საყვარელი ჩემი ვნახე ძილსა შინა;
  სამეფოსა ვაპატრონოთ, სახელმწიფო შევინახოთ,
  არ ამოვწყდეთ, მტერთა ჩვენთა ხრმალი ჩვენთვის არ ვამახოთ
ოდენ დავმიწდი, დავნაცრდი, გული მი და მო კრთებოდა.
  ყოლა სიტყვა არ მომიგო, ოდენ ცრემლთა გარდმოსწვიმდა,
  ამით უფრო დამაწყლულა, არა წყლულთა მიაქიმდა.
“ქვე წვა, ვით კლდისა ნაპრალსა ვეფხი პირ-გამეხებული,
არცა მზე ჰგვანდა, არც მთვარე, ხე ალვა, ედემს ხებული:
  გახსოვს, ოდეს “ჰაის” ზმიდი, ცრემლნი შენნი ველთა ჰბა
ნდეს,/ მკურნალნი და დასტაქარნი წამალთა_ყე მოგიტანდეს?
   სხვა ჩემებრი ვერა ჰპოვო, ცათამდისცა ხელი აჰყო!
აწ დავკარგე; რად არ გიკვირს, რად ცოცხალ ვარ, რად ვარ რეტად?/ ვა, სოფელო უხანოო, რად ზი სისხლთა ჩემთა ხვრეტად?!
  არ დავიჯერებ მე შენსა ღალატსა, ორგულობასა,
  უარის ქმნასა ღმრთისასა, ამისთვის არ მადლობასა;
ჭირი ბევრჯელ ვაათასი, ლხინი ჩემი ვაერთხელი,
მერმე წასლვა არა მწადდა, ამად მივალ არ-ფიცხელი.
ას. გაუწყვედლად ვით გამართლო? რაგვარადმცა გავვაქილდი?
ტ. მე შევუთვალე: “მეფეო, ვარ უმაგრესი რვალისა,
   თვარა რად მიშლის სიკვდილსა ცეცხლი სირცხვილთა ალისა?
  მითხრა: “ღმერთმან სიმგრგვლე ცისა ჩვენთვის რისხვით წამოგრაგნა”.
  ველთა ცრემლი ასოვლებდა, თვალთა ჩემთა მონაწური.
“იგი მტერნი გამილომდეს, აქანამდის რომე ვითხენ,
უკაზმავსა მიღალატეს, საჭურველნი ასრე ვითხენ”
  ვინცა მდევდა, ვერ შემომხვდა, მივუბრუნდა, მივაბრუნვე.
გამოეგებნეს ლაშქარნი, ისხმიდეს მისთვის ოტასა,
პირსა იხოკდეს, გაჰყრიდეს ნახოკსა ვით ნაფოტასა,
ეხვეოდიან, ჰკოცნიან ხრმალსა და სალტე-კოტასა.
  ნავი წინა მომეგება, არა ვიცი, შვიდი თუ რვა. . .
  ქუსლი ვჰკარ და დავუქციე, დაიზანეს დიაცურ ვა!
მუნ მომეწონნეს ფრიდონის სიქველე-სიფიცხენია:
იბრძვის ლომი და პირად მზე, იგი ალვისაც ხენია. . . .
მათნი ყმანი გაამტირლნა, მისნი ყმანი ამაყარნა.
  ქვითა დავლეწეთ წვივები, ჩვენ იგი გავაანტენით.
  მომკალ, თუ ლარი დალიოთ ან აკიდებით, ან ტენით.
ლაშქარნი ფრიდონს მეფედ და მიხმობდეს მეფეთ-მეფობით,
თვით თავსა მათსა _მონად და ჩემსა ყველასა სეფობით;
  ფრიდონი თავის ცხენზე:
ზღვათა შიგან იხვსა ჰგავს და ხმელთა ზედა შავარდენსა,_
აქა ვდეგ და თვალს ვუგებდი ქორსა, იქით განაფრენსა.
ნ.-ზე: მას რომე ელვა ჰკრთებოდა, ფერნიმცა ჰგვანდეს რისანი!
     მან განანათლა სამყარო, გაცუდდეს შუქნი მზისანი!
მაგრა მეტად შევებრალე, ტირილითა მესათნოვა;
თვალთა ვითა მარგალიტი ცრემლი ცხელი გარდმოთოვა.
 ფ.  თავთა ჭირი უათასეთ, რადმც უშვიდეთ ანუ ურვეთ?. . .
 
აწ წადით და მე დამაგდეთ, ეტერენით თავთა თქვენთა,
ნუღარ უჭვრეტთ ცრემლთა ცხელთა, თვალთა ჩემთათ მონადენთა!
   რომე ვეფხი შვენიერი სახედ მისად დამისახავს,
   ამად მიყვარს ტყავი მისი, კაბად ჩემად მომინახავს;
მისსა ვერ იტყვის ქებასა ყოველი ბრძენთა ენები;
მას დაკარგულსა ვიგონებ მე, სიცოცხლისა მთმენები;
  შენ ვისთვის ჰკვდები, მაგითა მას არა არ ელხინების.
მან  მიუგო: “უცხოს უცხო აგრე ვითა შეგიყვარდი?
გასაყრელად გეძნელები, იადონსა ვითა ვარდი;
  პირი შენი ნახვად ჩემად თუ მობრუნდეს, ტანი იხოს,
  გული მინდორს არ გაიჭრასეს, არ იირმოს, არცა ითხოს;
  თუ გიტყუო, მოგაღორო, ღმერთმან რისხვით გამიკითხოს!
ფიცხლა წავიდა, სავალი სამ დღე ვლო დღისა ათისა.
მას ლომსა ნახვა უხარის მის მზისა მოკამათისა
  მზე უკადრი ტახტსა ზედა ზის მორჭმული, არ-ნადევრი,
  წყლად ევფრატსა უხვად ერწყო ედემს რგული ალვა მჭევრი
  ბროლ-ბალახშსა აშვენებდა თმა გიშერი, წარბი ტევრი,
  მე ვინ ვაქებ?  ათენს ბრძენთა, ხამს, აქებდეს ენა ბევრი!
ქალი ახლავს სასურველად, სულთა დგმად და ჭირთა თმენად
  აჰა, მაქვსმცა უმისოსა ლხინი არმად, თავი ფლიდად!
საწუთრო კაცსა ყოველსა ვითა ტაროსი უხვდების:
ზოგჯერ მზეა და ოდესმე ცა რისხვით მოუქუხდების.
   ცუდი არის დამზრალისა გასათბობლად წყლისა ბერვა,
   ცუდი არის სიყვარული, ქვეით კოცნა, მზისა წვერვა,
   თუ გეახლო, ერთხელ ვა და, რა მოგშორდე, ათასჯერ ვა!
იტყვის: “ვერ გაძღა სოფელი, ვა, სისხლთა ჩემთა ხვრეტითა!”
  რა ღრუბელი მიეფარვის, მზე ხმელეთსა დააჩრდილებს
აწღა ვცან, საქმე სოფლისა ზღაპარია და ჩმახია!
  საყვარლისა სიახლესა მოშორვება გაამწარებს,
  ვა, საწუთრო ბოლოდ თავსა ასუდარებს, აზეწარებს!
ვით მწვანილსა თრთვილვისაგან, პირსა ფერი მოაკლდების,
ხედავთ, ვარდსა უმზეობა როგორ ადრე დააჩნდების!

შენთა მჭვრეტელთა ნიშატო, ვერ-მჭვრეტთა სავაგლახეო,
ცხადად ნახვასა არ ღირს ვარ, ნეტარმცა სიზმრივ გნახეო!  133
  ყმამან სახლი განანათლა, ვით სამყარო მზისა შუქმან
  სულთქმა ბევრი აათასეს, აღარა თუ აერთხელეს.
თავმან მისმან, ფიცით გეტყვი შენ, ვაზირსა, ოსტასრასა:
არ შემიპყრობს, არ დავდგები, თუ შემიპყრობა, მაქნევს რასა?
  გზა არ წავა თავსა წინა, სიცოცხლე, გლახ, ვით გათნიო?
შენ წახვიდე, მტერნი ჩვენნი დაგვთამამდენ, გაგვისწორდენ?
ეგე ასრე არ იქმნების, ვითა ჩიტნი არ გაქორდენ
  ჩემი ჭმუნვა ჭირთა ჩემსა არცა მატს და არცა სდიდობს
             

     რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია

  მთვარესა მცხრალსა ვარსკვლავმან ვითამცა ჰკადრა მტერობა.
    თქვენი თათბირი ავიცა სხვისა კარგისა მჯობია.
 დახოცეს და ამოწყვიდეს, ცათა ღმერთი შეარისხეს.
   ორთავე ერთგან მოკლული ყველაი ათჯერ ოცია.
   მაგრა ავთანდილს ოცითა უფროსი დაუხოცია.
 მეფესა ესე ამბავი უჩს, ვითა მღერა ნარდისა.
  ასე უჩს მოკლვა ლომისა, მართ ვითა ლომსა _ვაცისა.
შენ ერთხელ იტყვი, “მითხარო”, მე ასჯერ გითხრობ “ვერასა”
  მოგხვდების მდურვა სოფლისა, მოჰკვდები, გა-ცა-სწბილდები
თვარა ვისმც ექმნა გვარლითა შეკვრა თავისა მრთელისა!
  თქვენ მორჭმულნი სთამაშობდით, ჩვენ მტირალნი ღაწვთა ვბანდით.
  კაცმან ვით პოვოს, ღმრთისაგან რაც არა დანაბადია!  . . .
... აწ ხელთა ნაცვლად ლხინისა, ჩალა მაქვს და ნაბადია.
ტ. მზესა მე მსჯობდი შვენებით, ვით ბინდსა ჟამი დილისა;
  ...აწ მაშინდლისა ჩემისა სახე ვარ ოდენ ჩრდილისა.
 ვბურთობდი და ვნადირობდი, ვით კატასა ვხოცდი ლომსა.
  მუნ იზრდებოდის ტანითა, გაბაონს განაზარდითა.
ერთგულთა შექმნეს ვაება, მტერთა _ხსენება იშისა.
 მაშინ დავიწყე გარდახდა მე საწუთროსა ვალისა.
 ალმასისა ხამს ლახვარი ლახვრად გულისა სალისა!
დედოფალი, ზღვასა შეიქმს, მას რომ ცრემლი დაუღვრია.
 თმობა ვსთხოვე შემოქმედსა, ვჰკადრე სიტყვა სამუდარი.
მაშინ დავიწყე გარდახდა სოფლისა ლხინთა და ვალთა.
  მათი ერთგული გაძღების ყოველი სული მშიერი,
  ვინცა ურჩ ექმნას, იქმნების თავისა არ-მადლიერი.
მითხრა: “ვაშად ამოგიღე, არ გასვია გულსა ნარი.
მოდი, ნახე ვარდი შენი უფრჭვნელი და დაუმჭნარი”.
  ბროლი და ლალი შევიქმენ მე ულურჯესი ლილისა;
  ღამე მერჩია, მეწადა არ-გათენება დილისა

სიცილით მითხრა: “წამოვლე, მოგელის ლომსა მთვარეო”
 მზემან გაყრითა დაგაჭკნე, ვითა ყვავილი ბარისა.
მე თუ ზე-პირ მიცინია, ქვე-ქვე მითქვამს იდუმალ ვა;
  გული მომეც გაუყრელად, ჩემი შენთვის დაიჭირე!
შენი ვიყო, სადამდისცა დამიყოფდეს მიწა პირსა.
   ჩვენთა მგელთაცა დასჭამენ თქვენნი, ინდოთა თხანია.
კაცს შუბი ვჰკარ, ცხენი დავეც, მართ ორნივე მიხდეს მზესა,
შუბი გატყდა, ხელი ჩავყავ, ვაქებ ხრმალო, ვინცა გლესა.
  “შიგან ასრე გავერიე, გნოლის ჯოგსა ვითა ქორი,
   კაცი კაცსა შემოვსტყორცი, ცხენ-კაცისა დავდგი გორი;
   კაცი, ჩემგან განატყორცი, ბრუნავს ვითა ტანაჯორი,
მზემან ლომსა ვარდ-გიშერი ბაღჩას ბაღად უშენოსა,
შენმან მზემან, თავი ჩემი არვის მართებს უშენოსა!
  ასმათ ვანი გაამრავლნა, ცრემლმან მისმან ქვანი ხვრიტნა;
  მერმე სულად მოაქცია, ცეცხლნი წყლითა დაუშრიტნა;
  თქვა: “ცოცხალ ვარ? საწუთრომან აწცა ჩემნი სისხლნი ხვრიტნა!”
   მივუწერე: “მზეო, შუქი შენი, შენგან მონაფენი,
   გულსა მეცა, გამიცუდდეს სიჩაუქე-სიალფენი;
ქალი ადგა, გამეყარა. დავწევ, ამოდ დამეძინა,
მაგრა შევკრთი, საყვარელი ჩემი ვნახე ძილსა შინა;
  სამეფოსა ვაპატრონოთ, სახელმწიფო შევინახოთ,
  არ ამოვწყდეთ, მტერთა ჩვენთა ხრმალი ჩვენთვის არ ვამახოთ
ოდენ დავმიწდი, დავნაცრდი, გული მი და მო კრთებოდა.
  ყოლა სიტყვა არ მომიგო, ოდენ ცრემლთა გარდმოსწვიმდა,
  ამით უფრო დამაწყლულა, არა წყლულთა მიაქიმდა.
“ქვე წვა, ვით კლდისა ნაპრალსა ვეფხი პირ-გამეხებული,
არცა მზე ჰგვანდა, არც მთვარე, ხე ალვა, ედემს ხებული:
  გახსოვს, ოდეს “ჰაის” ზმიდი, ცრემლნი შენნი ველთა ჰბა
ნდეს,/ მკურნალნი და დასტაქარნი წამალთა_ყე მოგიტანდეს?
   სხვა ჩემებრი ვერა ჰპოვო, ცათამდისცა ხელი აჰყო!
აწ დავკარგე; რად არ გიკვირს, რად ცოცხალ ვარ, რად ვარ რეტად?/ ვა, სოფელო უხანოო, რად ზი სისხლთა ჩემთა ხვრეტად?!
  არ დავიჯერებ მე შენსა ღალატსა, ორგულობასა,
  უარის ქმნასა ღმრთისასა, ამისთვის არ მადლობასა;
ჭირი ბევრჯელ ვაათასი, ლხინი ჩემი ვაერთხელი,
მერმე წასლვა არა მწადდა, ამად მივალ არ-ფიცხელი.
ას. გაუწყვედლად ვით გამართლო? რაგვარადმცა გავვაქილდი?
ტ. მე შევუთვალე: “მეფეო, ვარ უმაგრესი რვალისა,
   თვარა რად მიშლის სიკვდილსა ცეცხლი სირცხვილთა ალისა?
  მითხრა: “ღმერთმან სიმგრგვლე ცისა ჩვენთვის რისხვით წამოგრაგნა”.
  ველთა ცრემლი ასოვლებდა, თვალთა ჩემთა მონაწური.
“იგი მტერნი გამილომდეს, აქანამდის რომე ვითხენ,
უკაზმავსა მიღალატეს, საჭურველნი ასრე ვითხენ”
  ვინცა მდევდა, ვერ შემომხვდა, მივუბრუნდა, მივაბრუნვე.
გამოეგებნეს ლაშქარნი, ისხმიდეს მისთვის ოტასა,
პირსა იხოკდეს, გაჰყრიდეს ნახოკსა ვით ნაფოტასა,
ეხვეოდიან, ჰკოცნიან ხრმალსა და სალტე-კოტასა.
  ნავი წინა მომეგება, არა ვიცი, შვიდი თუ რვა. . .
  ქუსლი ვჰკარ და დავუქციე, დაიზანეს დიაცურ ვა!
მუნ მომეწონნეს ფრიდონის სიქველე-სიფიცხენია:
იბრძვის ლომი და პირად მზე, იგი ალვისაც ხენია. . . .
მათნი ყმანი გაამტირლნა, მისნი ყმანი ამაყარნა.
  ქვითა დავლეწეთ წვივები, ჩვენ იგი გავაანტენით.
  მომკალ, თუ ლარი დალიოთ ან აკიდებით, ან ტენით.
ლაშქარნი ფრიდონს მეფედ და მიხმობდეს მეფეთ-მეფობით,
თვით თავსა მათსა _მონად და ჩემსა ყველასა სეფობით;
  ფრიდონი თავის ცხენზე:
ზღვათა შიგან იხვსა ჰგავს და ხმელთა ზედა შავარდენსა,_
აქა ვდეგ და თვალს ვუგებდი ქორსა, იქით განაფრენსა.
ნ.-ზე: მას რომე ელვა ჰკრთებოდა, ფერნიმცა ჰგვანდეს რისანი!
     მან განანათლა სამყარო, გაცუდდეს შუქნი მზისანი!
მაგრა მეტად შევებრალე, ტირილითა მესათნოვა;
თვალთა ვითა მარგალიტი ცრემლი ცხელი გარდმოთოვა.
 ფ.  თავთა ჭირი უათასეთ, რადმც უშვიდეთ ანუ ურვეთ?. . .
   უმისოდ ლხინი მინახავს, ამა დღისათვის მრცხვენოდეს!
უშენოდ მყოფსა ღამე და დღეცა მესაღამოების,
დახსნილვარ ლხინსა ყოველსა, მით გული ჭირსა მოების.
  მაგრა ლხინი უმისოსა ჩემგან ძნელად გაიძლების.
აწ წადით და მე დამაგდეთ, ეტერენით თავთა თქვენთა,
ნუღარ უჭვრეტთ ცრემლთა ცხელთა, თვალთა ჩემთათ მონადენთა!
   რომე ვეფხი შვენიერი სახედ მისად დამისახავს,
   ამად მიყვარს ტყავი მისი, კაბად ჩემად მომინახავს;
მისსა ვერ იტყვის ქებასა ყოველი ბრძენთა ენები;
მას დაკარგულსა ვიგონებ მე, სიცოცხლისა მთმენები;
  შენ ვისთვის ჰკვდები, მაგითა მას არა არ ელხინების.
მან  მიუგო: “უცხოს უცხო აგრე ვითა შეგიყვარდი?
გასაყრელად გეძნელები, იადონსა ვითა ვარდი;
  პირი შენი ნახვად ჩემად თუ მობრუნდეს, ტანი იხოს,
  გული მინდორს არ გაიჭრას, არ იირმოს, არცა ითხოს;
  თუ გიტყუო, მოგაღორო, ღმერთმან რისხვით გამიკითხოს!
ფიცხლა წავიდა, სავალი სამ დღე ვლო დღისა ათისა.
მას ლომსა ნახვა უხარის მის მზისა მოკამათისა
  მზე უკადრი ტახტსა ზედა ზის მორჭმული, არ-ნადევრი,
  წყლად ევფრატსა უხვად ერწყო ედემს რგული ალვა მჭევრი
  ბროლ-ბალახშსა აშვენებდა თმა გიშერი, წარბი ტევრი,
  მე ვინ ვაქებ?  ათენს ბრძენთა, ხამს, აქებდეს ენა ბევრი!
ქალი ახლავს სასურველად, სულთა დგმად და ჭირთა თმენად
  აჰა, მაქვსმცა უმისოსა ლხინი არმად, თავი ფლიდად!
საწუთრო კაცსა ყოველსა ვითა ტაროსი უხვდების:
ზოგჯერ მზეა და ოდესმე ცა რისხვით მოუქუხდების.
   ცუდი არის დამზრალისა გასათბობლად წყლისა ბერვა,
   ცუდი არის სიყვარული, ქვეით კოცნა, მზისა წვერვა,
   თუ გეახლო, ერთხელ ვა და, რა მოგშორდე, ათასჯერ ვა!
იტყვის: “ვერ გაძღა სოფელი, ვა, სისხლთა ჩემთა ხვრეტითა!”
  რა ღრუბელი მიეფარვის, მზე ხმელეთსა დააჩრდილებს
აწყა ვცან, საქმე სოფლისა ზღაპარია და ჩმახია!
  საყვარლისა სიახლესა მოშორვება გაამწარებს,
  ვა, საწუთრო ბოლოდ თავსა ასუდარებს, აზეწარებს!
ვით მწვანილსა თრთვილვისაგან, პირსა ფერი მოაკლდების,
ხედავთ, ვარდსა უმზეობა როგორ ადრე დააჩნდების!
  გული კრულია კაცისა, ხარბი და გაუძღომელი,
  გული_ჟამ-ჟამად ყოველთა ჭირთა მთმო, ლხინთა მნდომელი,
  ვერცა ჰპატრონობს სიკვდილი, ვერცა პატრონი რომელი!
შენთა მჭვრეტელთა ნიშატო, ვერ-მჭვრეტთა სავაგლახეო,
ცხადად ნახვასა არ ღირს ვარ, ნეტარმცა სიზმრივ გნახეო!
 ყმამან სახლი განანათლა, ვით სამყარო მზისა შუქმან;
 თქვეს: “ სურნელი სული ვარდთა დღეს მოგვბერა ქვენა ბუქმან”.
  135.
თავმან მისმან, ფიცით გეტყვი შენ, ვაზირსა, ოსტასრასა:
არ შემიპყრობს, არ დავდგები, თუ შემიპყრობს, მაქნევს რასა?  1
  გზა არ წავა თავსა წინა, სიცოცხლე, გლახ, ვით გათნიო?
შენ წახვიდე, მტერნი ჩვენნი დაგვთამამდენ, გაგვისწორდენ.
ეგე ასრე არ იქმნების, ვითა ჩიტნი არ გაქორდენ
  დაყრით დადგა, იგონებდაარ საქმეთა საომართა
ჩემი ჭმუნვა ჭირსა ჩემსა არცა მატს და არცა სდიდობს
  შმაგო, ენა ვით იხმარე აწ მაგისად ჩემად კადრად!
  აგრე შმაგი არ ვაზირად, არად ვარგხარ არცა სხვად რად!
რა სიავე, რა სირეგვნე, რა შლუობა, რა შმაგობა!
მე თვით კაცად აღარ ვარგვარ, აღარა მიც თავსა ცნობა;
  იადონი მაშინ მოკვდეს, ოდეს ვარდმან იდამჭკნაროს.

მან არ იცის, რათა, ვინა და სულ-დგმული ვისგან ვინ-ა;

144







          სმა-ჭამა დიდად შესარგი


ხამს სტუმარი სასურველი, მასპინძელი მხიარული.

მოიუბნეს, ვაზირმან ქმნნა ჭამა-სმანი მათნი ფერნი     140
მაშინ დავიწყე გარდახდა სოფლისა ლხინთა და ვალთა.

გული კრულია კაცისა, ხარბი და გაუძღომელი,
  გული_ჟამ-ჟამად ყოველთა ჭირთა მთმო, ლხინთა მნდომელი,
  ვერცა ჰპატრონობს სიკვდილი, ვერცა პატრონი რომელი!
             
მეფეთა შიგან სიუხვე, ვით ედემს, ალვა რგულია:
უხვსა მორჩილობს ყოველი, იგიცა, ვინ ორგულია;
სმა-ჭამა დიდად შესარგი, დება რა სავარგულია?!
რასაცა გასცემ, შენია; რაც არა, დაკარგულია!

 მიეგება, თაყვანი-სცა, ჰკადრა სრულსა ქება სრული,
 ხამს სტუმარი საურველი, მასპინძელი მხიარული.

მას დღე დასხდეს ნადიმობად, გაამრავლეს სმა და ჭამა;
ყმასა მეფე ასრე უჭვრეტს, ვითა შვილსა ტკბილი მამა.

გამხიარულდა თინათინ ამა ამბისა სმენითა.
მას დღე იხარებს სმისა და ჭამისა არ-მოწყენითა

.

დააგდეს მღერა მუტრიბთა, “სულეთო!” თავი ხარიან;
მიბრძანეს: “შვილო ტარიელ, ვით გითხრათ, ვით გვიხარიან?
 კვლაცა დაჯდა მხიარული მოიმატა სმა და მღერა;
 კვლა გაგრძელდა ნადიმობა, ბარბითი და ჩანგთა ჟღერა.

მას დღე დასხდეს ნადიმობად, გაამრავლეს სმა და ჭამა;
ყმასა მეფე ასრე უჭვრეტს, ვითა შვილსა ტკბილი მამა.

 შეიქმნა სმა და პურობა, მსგავსი მათისა ძალისა;
 სხვა გახარება ასეთი არ უნახავი თვალისა!
 ჯამი და ჭიქა _ყველაი ფეროზისა და ლალისა.
 არავის ბრძანა მეფემან არცა გაშვება მთვრალისა.

კვლა გულსა ეტყვის: “დათმობა ჰგვანდეს სიბრძნისა წყაროთა.
არ დავთმოთ, რა ვქმნათ, სევდასა, მითხარ, რა მოვუგვაროთა?
თუ ლხინი გვინდა ღმრთისაგან, ჭირიცა შევიწყნაროთა”.

 მოიუბნეს. ვაზირმან ქმნნა ჭამა-სმანი მათნი ფერნი,
 უმასპინძლა, ძღვენნი უძღვნა შვენიერსა შვენიერნი.

უმისოდ ლხინი მინახავს, ამა დღისათვის მრცხვენოდეს!

უშენოდ მყოფსა ღამე და დღეცა მესაღამოების,
დახსნილვარ ლხინსა ყოველსა, მით გული ჭირსა მოების.
  მაგრა ლხინი უმისოსა ჩემგან ძნელად გაიძლების.





წ უ თ ი ს ო ფ ე ლ ი


   

  შოთა: იგი მიენდოს სოფელსა, ვინაც თავისა მტერია.
      ხსოვნა არა ხამს ჭირისა, ვით დღისა გარდასულისა.AA
   მოვკვდე, თავსა ნუ მოიკლავ, სატანისგან ნუ იქმ ქმნილსა.
წესი არის მამაცისა მოჭირვება, ჭირთა თმენა;
არვის ძალ-უც ხორციელსა განგებისა გარდავლენა.
   ხამს მამაცი მამაცური, სჯობს, რაზომცა ნელად ტირსა.
   ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვითკირსა.
სცთების და სცთების, სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად;
მოვა შემყრელი ყოველთა ერთგან დღისა და ღამისად.
თუ ვერა გნახე ცოცხალმან, სიცოცხლე გქონდეს ჟამისად.      



  ილია: წუთისოფელი ასეა: ღამე დღეს უთენებია;/ რაც მტრობას დაუქცევია, სიყვარულს უშენებია.
  ნუ ესვრი წარსულს დამბაჩას, თორემ მომავალი ზარბაზანს დაგიშენს.
  ვაჟა: გონებას ფიქრი სტანჯავდეს
         გულს ცეცხლი სწვავდეს ძლიერი,
        მშიოდ-მწყუროდეს კეთილი,
        ვერ გავძღე, მოვკვდე მშიერი
  გამდიდრებული მდაბიო/ საერდო სანახავია.      
  პიერ როსნარი (ფრ. რენესანსი) თარგმანი გრიგოლ აბაშიძისა:  სულ სამ დროდ არის დაყოფილი წუთისოფელი:
          _გუშინ, დღეს და ხვალ, აი, მათი სამი სახელი.
       ხვალინდელი დღის დღეს არ არის არვინ მნახველი
       და მომავალი არის ჩვენთვის მიუწვდომელი.
       გუშინდელი დღის დაბრუნებას ნუღარ მოელით,
       გაქრა და სიზმრის მოგონებად დაგვრჩა ანღველი.
     დღე ერთადერთი ჩვენ გვეკუთვნის, დღე დღევანდელი,
    ასე მუხთალი და ხანმოკლე არის რომელიც.
.
  კონსტანტინე გამსახურდია: ძლიერს უფრო უჭირს ამ ქვეყნად. ამიტომაც მუდამ დაღრენილები დადიან ლომები, ვეფხვები და ავაზები, ხოლო თრითინები, თაგვები და ციყვები მუდამ მხიარულად დაცუნცულებენ.
   ხან გონებაა დახშული, ხანაც გულისკარია ღია.
  არცა რაინდია ისეთი, რომელსაც რისამე წინაშე შიში არ ეგრძნოს ოდესმე. არცა ბრძენია სადმე, ერთხელ მაინც სისულელე არ ეთქვას.
  მხოლოდ ბრძენკაცებს ემტერებიან მეფეები და არსად არც ერთ მეფეს, თუ გინდ სულელსაც, შლეგები არ ჩამოუხრჩვია ჯერ.
  მლიქვნელების თათბირი არც ერთ მეფეს არ გამოსდგომია ჯერაც. ქედმაღლობა მეფეების უდიდესი უბედურებაა.
  უძვირფასესი სამკაული კაცთა მოდგმისა თავმდაბლობაა.
შოთა ნიშნიანიძე:  მარადიულ უკუნში წუთით გამოიდარა,/ ამ ქვეყანად მოვსულვართ არარაობიდანა./ დავბრუნდებით, გადავალთ არარაობაშივე,/ წუთისოფლის სტუმრებო, აბა რა შეგვაშინებს!?

იოსებ ნონეშვილი: ეცადნენ და ვერ გამხადეს ბოროტი,
                 ეცადნენ და ვერ გამხადეს ფლიდი,
                წუთისოფელს კაცად შერჩე ბოლომდის,
                ესც თურმე გმირობაა დიდი.
  მორის ფოცხიშვილი: _დაუნდობლობავ დროისა, სულმოკლეობავ კაცთა,/ არცერთი არ ამცდენია, ტყვია, რომელიც ამცდა!
რაულ ჩილაჩავა: _ნუ შეგაძრწუნებს გაქრობის შიში,
                ცხადია, რაკი ამ ქვეყნად იშვი,
                უნდა ჩამოკრას მიქცევის ზარმაც,
                მაგრამ გლოვობდე, მაგრამ ზარამდე
                ოდნავი ფიქრიც უნდა გზარავდეს,
                რომ შეგერგება სიცოცხლე არმად.
            ალბათ ჯერ კიდევ შეგხვდებათ ბევრი
            გაუვალი და ბურვილი ტევრი,
            სადაც კომპასად ხმარობენ სინდისს.
            იმ ასაკში ხარ, როდესაც უნდა
            შეძლო თათბირი საკუთარ გულთან
            და გაარჩიო შუქი და ბინდი.
ნუ დაანებებ მარჯვენა ლოყას/ თუ მარცხენაში გაგაწნეს სილა,/ რადგან არავის მონური თმენით/ არ შეუნახავს ვაჟკაცის გენი,/ როგორც შვენოდა გვარსა და ჯილაგს
არ მოითმინო: მცოცავი შური,/ ღალატის ფასად ნაპოვნი პური/ და უადგილოდ ნათქვამი სიტყვა.
        უკვდავების დოღი
შემომესმა ქარბუქების შორეული სტვენა
და მე უცებ უცნაური დოღი მომეჩვენა:
უკვდავების ბარიერებს მოარღვევდნენ ურჩად
ბუცეფალი, როსინანტი, ბაიარდი, ლურჯა.
მ. ლებანიძე: გაანათებს დროთა სივრცეს არსებულით უკმაყოფილება.
    კაცი გულჩაბოღმილი,/ ვთქვათ თუ მართლაც ჭირშია,/
    მარად ყურჩამოყრილი/ შენს მტერს! _საძრახისოა!/
    ათოვს, აწვიმს ხეობას,/ ავდრობს, დელგმის შიშია . . .
    მეტისმეტი მხნეობაც/ მაგ დროს რეგვნის ტვინშია!
ბერდია ბერიაშვილი: გული ენთება როგორც ბუხარი,/ როდესაც ქარი ამღერებს მუხებს./ კაცს არაფერი თუ არ უხარის,/ მას არაფერი არ შეაწუხებს./ ღამის ჩრდილები და შუქი მზისა/ მთებზე წვებიან ფერად ფარდებად,/ არაფერი არ აწუხებს ვისაც,/ მას არაფერი გაუხარდება.
თემურ იანტბელიძე: ბევრი არაფერი არ მინატრია,
                    ყოველთვის მკმაროდა ცოტა.
ცოტა პოეტი ვარ,/ ცოტა მხატვარი ვარ,/
ცოტა ყველაფერი მქონდა:/ ცოტა ვაჟკაცობა,/
ცოტა ბრძენკაცობა,/ ცოტა ესეც და ისიც./
და მე, ცოტა კაცმა,/ ცოტა რამ რომ მყოფნის,
დიდი სიყვარული ვიცი!
  გოდერძი ჩოხელი: ადამიანის სევდა ასე ჩამოაყალიბა _ადამიანად ყოფნის სევდა და ადამიანად არყოფნის სევდა!
?? სიცოცხლე უნდა ქარიშხალს გავდეს,
 მეხის გავარდნას ჰგავდეს სიკვდილი!
კინორეჟისორი გუგული მგელაძე: _შავ-თეთრი გახდა ჩვენი ცხოვრება/ და ვეღარ ვიღებთ სანუკვარ ფილმებს./
აპარატს ვტენით ფერადი ფირით,/ ის კი ჯიუტად შავ-თეთრად იღებს.
 ჯ.ჩარკვიანი X-ს მოსაგონებლად: _შენი აქ ყოფნით სიცოცხლეს მილამაზებდი, იმ წუთისოფელში წასვლით კი სიკვდილს მიადვილებ!
   ღმერთო, მათქმევინე: “სიცოცხლე ღირდა”!
   და მერე წამიყვანე სადაც გინდა!



       ხ ა ლ ხ უ რ ი
წუთია წუთისოფელი,/ დახამხამება თვალისა/ ამ ქვეყნად წესი არ არის/ მეორედ მოსვლა მკვდარისა./ მიტომაც გვმართებს სუყველას/ მოხდა ამ ქვეყნის ვალისა,/ წასულს არ უნდა ერცხვინოს/ დატოვებულის კვალისა!

 ხ. სირცხვილმა უთხრა სიკვდილს: თავი ნუ მოგწონს სიკვდილო, იცოდე, დამარცხდებიო!
  ჩამომიარა სიკვდილმა; არც ჰო ვუთხარი, Aარც არა.
  ტიალმა წუთისოფელმა თოკივით მგრიხა, დამცარა,
  ვერც სიძულვილით ამავსო, ვერც სიყვარულით დამღალა!





     უ ც ხ ო ე ლ ე ბ ი

ადამიანის სიყვარულისა და სიკეთის გულისათვის მისი აზრები სიკვდილს არ უნდა დავანებოთ.  (თომას მანი; 1875-1955წწ.)

           ლაო_ძი
25 საუკუნის წინ ბეძანა ჩინელმა ბრძენთაბრძენმა ბრძანა:
  კაცი, საქმეს რომ აღასრულებს, სოფლიურ უსასრულობას უნდა შეერთოს.
  დაო შობს ყოველ არსს, დე კვებავს ყოველ არსს.
  კაცნი დიადობენ, ოდეს მდაბლდებიან და მდაბლდებიან, ოდეს დიადობენ.
  ბრძენი დუმს, უმეცარი ქადაგებს.
  რაც მეტია აკრძალვა, მით მეტია სიღარიბე.
  რაც მეტია იარაღი, მით მეტია ამბოხი.
  რაც მეტია უმეცრება, მით მეტია სიხარბე.
  რაც მეტია კანონი და ბრძანება, მით მეტია ქურდი და ავაზაკი.
  მდედრი თვინიერებით იმორჩილებს მამრს.
  თუ მდიდარნი და დიდებულები მედიდურობენ, თავად იუბედურებენ თავს.
  უდიადეს ოთხკუთხედს კუთხეები არ უჩანს.
  უდიდესი მრუდი _წრფეს ჰგავს.
 უუმძლავრესი ხმა _უხმოა.
  უუდიადესი სახება _უსახიერია.
  უდიდესი სიბრძნე _სიბრიყვეს ჰგავს.
  ზომიერება მოქმედების ძირითადი კანონია: მაგარი –
იმსხვრევა, ბასრი _ბლაგვდება.
  მოძრაობა ამარცხებს სიცივეს
 უძრაობა ამარცხებს სიცხეს.
 სამართლიანობა საფუძველია ხელმწიფების
 ვერაგობა საფუძველია ომისა.
 ყოვლადბრძენი ძლიერია და სძაგს ძალმომრეობა.
 ვინც ბევრს მიელტვის: მცირედსაც დაკარგავს.
 რამე რომ დავასუსტოთ, ჯერ უნდფა გავაძლიეროთ
  კულტურა, რაც მხოლოდ პირმოთნეობისათვის იღწვის, რყვნის თვითმყოფადობას და ხალხში ცხოვრების სიმარტივის, ადამიანში “ლამაზი და იშვიათი ნივთების შეძენის სურვილს ბადებს და “წყაროა შფოთისა და უბედურებისა”.
  ყოვლადბრძენი არ იხვეჭს. ყოველივეს ხალხისათვის იქმს და ყოველივეს გასცემს. რაც უფრო მეტს გასცემს, მით მეტს იმკის კვლავგასაცემად.
  ყოვლადბრძენის მიზანია: _უბოძოს ხალხს საზრდელი _გემრიელი, სამოსელი _მშვენიერი, სახლ-კარი _მყუდრო, ხოლო ცხოვრება _მშვიდობიანი.
  ქრისტე ქადაგებდა, რომ ღმერთი სიყვარულს ითხოვს და არა მსხვერპლს.
   სოკრატე (. . _399წ) _პლატონ, შენ ახალგაზრდა ხარ და გგონია, რომ ყველაზე დიდი უბედურება სიკვდილია. მე კი მგონია, რომ სიკვდილზე უარესი სირცხვილია!
89 წლის მიქელანჯელო: დიდად მეძნელება სიცოცხლესთან განშორება, რადგან ახლახან ავიდგი ფეხი ჩემს პროფესიაში.
  ომარ ხაიამი: ჩვენ თუ სრულყოფილნი ვართ, მაშინ რადა ვკვდებით? თუკი არასრულყოფილნი ვართ _ვინ დაუშვა წუნი?
  ოსკარ უაილდი: მოხუცებს ყველაფრის სჯერათ, ასაკოვნებს ყველაფერში ეჭვი ეპარებათ, ახალგაზრდებმა კი ყველაფერი იციან

? _ეძებე ადამიანები, რომლებთან საუბარი ღირებულია კარგი წიგნივით და წიგნები, რომელთა კითხვა ფილოსოფოსთან ლაპარაკივით ღირებულია.
  მიშელ მონტენი (1533-1592წწ); ორჯერ აირჩიეს ბორდოს მერად, მესმედ არჩევაზე კი უარი თქვა._ადამიანური ბედნიერება ის კი არ არის, რომ კარგად მოკვდეს, არამედ ის, რომ კარგად იცხოვროს.
   უოლტერ სკოტი: . . .ვინც ცოცხალი გადარჩა, იმ ქვეყნად გამგზავრებულებისა შურდათ, რადგან მათ მომავალ უბედურებას თავი დააღწიეს
  გოეთე: მე ყოველთვის მიმაჩნდა სამყარო ჩემს გენიაზე უფრო გენიალურად.
  პოლ ვალერი გოეთეზე: ყველაზე ნაკლებად გიჟი ადამიანებს შორის.
  უილიამ ბლეიკი (1757-1827 წწ/): შრომაში გართულ ფუტკარს დარდის დრო არა აქვს.
  რობერტ ბერნსი (1759_1796 წწ.): ერთის შექმნა უფრო საამურია,/ ვიდრე ერთად ასი კაცის გაჟლეტა.
  ნაზიმ ჰიქმეთი (თურქი მწერალი): _ მე რომ არ ვიწვოდე, შენ რომ არ იწვოდე, მაშინ ვინღა განდევნის სიბნელეს?
  სენტ ეკზიუპერი: მე ჩემი ბავშვობიდან მოვდივარ.
მსახიობი მარლენ ბრანდო. სიბერეში გახდა 180 კგ! _სიბერე მშვენიერი რამაა. ეს ის პერიოდია, როცა უკვე ხვდები, რომ
ცხოვრებაში არ გყოლია ნამდვილი მტერი, საკუთარი თავის გარდა.

 კურტ ვონეგუტი, ამერიკელი მწერალი: ღმერთო, მომეცი თავდაჭერილობა, რომ გადავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შეიძლება, ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შეიძლება და გონება, რომ გავარჩიო ართი მეორისაგან.NNNN(*თუ მოთმინება და საჭიროა?)

   ომარ ხაიამი:
 ამ ქვეყნად გმართებს არ გადასცდე სიფრთხილის კიდეს/ მოსავალს შენსას ქვეყნად უნდა უჩუმრად მკიდე./ სანამ გაქვს ენა, ყურები და თვალებიც გიჭრის,/ უნდა დამუნჯდე, დაყრუვდე და დაბრმავდე კიდეც.
   გუშინ ბაზარში ჩავიარე და მეცა ელდა:
   მექოთნე ვინმე მიწას ფეხით უხეშად ზელდა.
   გმინავდა მიწა: მეც შენსავით კაცი ვიყავი.
   ფრთხილად, შენც მიწად გადაგაქცევს სიმრავლე წელთა.
სანამ სული ამოგვხდება ბედის ძალდაძალობით,
მანამ ღვინის ფიალები გამოვცალოთ ცალობით.
ჩქარა, თორემ ჩვენი წასვლის დრო-ჟამი რომ დადგება,
მგონი წყალიც ვერ დავლიოთ მუხთალ ბედის წყალობით
    ვიდრე ინაღვლო, მართალ გზაზე შედექ თუ არა,
    შენი ცხოვრება გამოიღებს შედეგს თუ არა,
    ღვინით აღავსე ეგ ფიალა, რადგან არ იცი
    ამოისუნთქავ ამ ჩასუნთქვის შემდეგ თუ არა.
ბაგით დავწვდი დოქის ბაგეს, ბაგე გადავიბადაგე,
დღეგრძელობას ვეძიებდი, ჟამთა სრბოლით დავიდაგე,
დოქმა მითხრა საიდუმლოდ: მომაგებე ბაგეს ბაგე,
ქვეყნად განა კიდევ მოხვალ, დალიეო, რას ქადაგებ!
   იცოდე, ქალთან ალერსი და ლოთობა თუნდაც,
   სჯობს, ვიდრე ბერის თვალთმაქცობა დაიდო ხუნდად,
   თუ ღვინის მსმელებს ჯოჯოხეთში მოუწევთ ყოფნა,
   მაშინ ცარიელ სამოთხეში ვის რაღა უნდა.


  გერმანული ანდაზები: ვინც არა რის ღვინის, ქალის და სიმღერის მსურველი,/ თვისი დღე და მოსწრება/ ის იქნება სულელი!
    შედი, სადაც სიმღერა და ხალისია;/ ბოროტებმა სიმღერები არ იციან.



     

შოთა რუსთაველი. ა ფ ო რ ი ზ მ ე ბ ი


         

 გასტეხს ქვასაცა მაგარსა გრდემლი ტყვიისა ლბილისა

   რაცა ვის რა ბედმან მისცეს, დასჯერდეს და მას უბნობდეს:
    მუშა მიწყივ მუშაკობდეს, მეომარი გულოვნობდეს;
   
     გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი.

  ვითა ცხენსა შარა გრძელი და გამოსცდის დიდი რბევა,
  მობურთალსა _მოედანი, მართლად ცემა, მარჯვედ ქნევა.

  რა ვეღარ მიხვდეს ქართულსა, დაუწყოს ლექსმან ძვირობა,
  არ შეამოკლოს ქართული, არა ქმნას სიტყვა-მცირობა.

   დიდსა ვერ მოჰკვლენ, ხელად აქვს ხოცა ნადირთა მცირეთა.

  ჩვენ მათიცა გვეამების, რაცა ოდენ თქვან ნათელად,
  მოშაირე არა ჰქვიან, ვერას იტყვის ვინცა გრძელად.

                მიჯნურობა
  იგია საქმე საზეო, მომცემი აღმაფრენათა;
  ვინცა ეცდების, თმობამცა ჰქონდა მრავალთა წყენათა.

  ენა, გონება, დათმობა, მძლეთა მებრძოლთა მძლეობა,
  ვისცა ეს სრულად არა სჭირს, აკლია მიჯნურთ ზნეობა.

  მძულს უგულო სიყვარული, ხვევნა, კოცნა, მტლაშა_მტლუში.

 შ. ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა.

 ვ. ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია.

რ.  ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების,
  დიდთა და წვრილთა წყალობა შენცა ნუ მოგეწყინების
  უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების, ვინ ების
  უხვად გასცემდი, ზღვათაცა შესდის და გაედინების

  სმა_ჭამა დიდად შესარგი, დება რა სავარგულია?!
  რასაცა გასცემ, შენია, რაც არა, დაკარგულია!             36.

ა. ხამს მოყვრისათვის სიკვდილი, ესე მე დამიც წესად_რე.

  ხამს მეფეთა ერთგულობა, ყოფა გვმართებს ყმასა ყმურად,_
...ხამს, თუ კაცი არ შეუდრკეს, ჭირს მიუხდეს მამაცურად.

  განგებაა, სწორად მოჰკლავს, ერთი იყოს, თუნდა ასი;
  მარტოობა ვერას მიზამს, მცავს თუ ცისა ძალთა დასი.

  ავსა კარგად ვერვინ შესცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს.

  განგებასა ვერვინ შესცვლის, არ-საქმელნი არ იქნების.

  ხამს, თუ კაცმან გონიერმან ძნელი საქმე გამოაგოს,
  არ-სიწყნარე გონებისა მოიძულოს, მოიძაგოს.

  ვის ძალ-უც პოვნა კაცისა, თვით სოფლად არ-მოსრულისა?
ტ. ჩემი ლხინია სიკვდილი, გაყრა ხორცთა და სულისა

  მიმნდონი საწუთროსანი მისთა ნივთთაგან რჩებიან, ...
  ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა, რომელნი ეურჩებიან.            78

ნ. ბედითი ბნედა, სიკვდილი რა მიჯნურობა გგონია?
  სჯობს, საყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია!

  თუცა მართებს დედაკაცსა მამაცისა დიდი კრძალვა,
  მაგრა მეტად უარეა არა-თქმა და ჭირთა მალვა.

  ქმნა მართლისა სიმართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად. 107

  რა ერთსა გცემდენ ათასნი, ეგრეცა მოგერევიან.

  ორგული და მოღალატე ნამსახურსა დავაგვანე,
  ესე არის მამაცისა მეტის-მეტი სიგულვანე!

  მე ვჰკადრე: “ღმერთი ვინათგან შეუნდობს შეცოდებულსა,
  უყავით თქვენცა წყალობა მას ღონე-გაცუდებულსა”.

 ჯამი და ჭიქა _ყველაი ფეროზისა და ლალისა.
 არვისი ბრძანა მეფემან არცა გაშვება მთვრალისა.

   რა ერთსა გვცემდენ ათასნი, ეგრეცა მოგვერევიან.

ვინცა მოკვდეს მეფეთათვის, სულნი მათნი ზეცას რბიან.

  მიბრძანა, თუ: “გონიერი ხამს აროდეს არ აჩქარდეს,
  რაცა სჯობდეს, მოაგვაროს, საწუთროსა დაუწყნერდეს:’
ნ. მისთა სპათაცა ნუ დახოც, ზროხათა, ვითა ვირთაო,_
   დიადი სისხლი უბრალო კაცმანცა ვით იტვირთაო?
ტ. ყველაკაი დამეფანტა, დარჩომოდა რაცა ჭირსა.
  კაცსა ღმერთი არ გასწირავს არე, მისგან განაწირსა!
ფ. იგი მოგვცემს წყალობასა მისსა, ზეცით მოგვიქუხებს,
   ჭირსა ლხინად შეგვიცვალებს, არაოდეს შეგვაწუხებს.

ტ. არ ავი გესვა მოყვარე, ჟამი თუ მომხვდეს ჟამისად,
   ენა, გონება მახმარე გამოსარჩევლად ამისად. (ფ-ს)     120
ა.
“რა აქიმი დასნეულდეს, რაზომ გინდა საქებარი.
 მან სხვა უხმოს მკურნალი და მაჯასისა შემტყვებარი.
მას უამბოს, რაცა სჭირდეს სენი, ცეცხლთა მომდებარი:
სხვისა სხვამან უკეთ იცის სასარგებლო საუბარი.

ასი გმართებს გაგონება, არ გეყოფის არ, ერთხელი;
კარგად ვერას ვერ მოავლენს კაცი აგრე გულ-ფიცხელი.

  უმისოდ მყოფსა სწორად მიჩს ჩემთვის დარბაზი და ხული.

ხსოვნა არა ხამს ჭირისა, ვით დღისა გარდასულისა.

ა. ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად,
გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად;

შენ არ-გატეხა კარგი გჭირს ზენაარისა, ფიცისა,
ხამს გასრულება მოყვრისა სიყვარულისა მტკიცისა,
ძებნა წამლისა მისისა და ცოდნა ხამს უიცისა
   რა სჯობს, რა კაცმან გიშერი ბროლ-ლალსა თანა ახიოს,
   ანუ ბაღს ალვა საროსა ახლოს რგოს, მორწყოს, ახიოს,
   მისსა მჭვრეტელსა ალხინოს, ვერ-მჭვრეტსა ავაგლახიოს
გული კრულია კაცისა, ხარბი და გაუძღომელი,
გული _ჟამ-ჟამად ყოველთა ჭირთა მთმო, ლხინთა მნდომელი;
გული _ბრმა, ურჩი ხედვისა, თვით ვერას ვერ გამზომელი,
ვერცა ჰპატრონობს სიკვდილი, ვერცა პატრონი რომელი!
  კვლა გულსა ეტყვის: “დათმობა ჰგვანდეს სიბრძნისა წყაროთა.
  არ დავთმოთ, რა ვქმნათ, სევდასა, მითხარ, რა მოვუგვაროთა?
  თუ ლხინი გვინდა ღმრთისაგან, ჭირიცა შევიწყნაროთა”
კვლა ეტყვის: გულო, რასდენცა გაქვს სიკვდილისა წადება,
სჯობს სიცოცხლისა გაძლება, მისთვის თავისა დადება.
  მიეგება, თაყვანის-სცა, ჰკადრა სრულსა ქება სრული,
  ხამს სტუმარი სასურველი, მასპინძელი მხიარული.
ხამს სიყვარული მოყვრისა უხვისა, უშურველისა.
  რამცა სადა გაუმარჯვდა კაცსა, ფიცთა გამტეხელსა!      135
  ჩემი ჩემებრ არვინ იცის, რა მამწარებს, რა მატკბუნვებს;
  ცუდთა კაცთა საუბარი კაცსა მეტად დააჭმუნვებს.
    სჯობს წვიდე, არ გავტეხნე, კაცსა ფიცნი გამოსცდიან;
  რკინა, ჩემი მონაცვალე, ხამს, გაცვილდეს, არ გატინდეს
ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების.
  ავსა კაცსა ურჩევნია, ავსამცა რას ადრე სცნობდა!
შაბაშ სიტყვა, შაბაშ კაცი, შაბაშ საქმე, მისგან ქმნილი!
  მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომე კაცი თავსა ივნებს.
ვინ არ მისცემს ქადებულსა, მოურავსა მოიმდურვებს.
თქმულა: “ქრთამი საურავსა ჯოჯოხეთსცა დაიურვებს”.
 განგებით ქმნილსა რისხვასა ვერავინ დარიდებია!
 შენთვის სიკვდილი ლხინად მიჩს, ჭირი არ გამცუდებია
   სჯობს უყოლობა კაცისა, მომდურავისა ყოლასა.
ოდეს კაცსა დაეჭიროს, მაშინ უნდა ძმა და თვისი.
 რაცა საქმე უსამართლო ღმერთმან ვისმცა შეარჩინა!  141
  ყოვლი ცრუ და მოღალატე, ღმერთსა  ჰგმობს და აგრე ცრუობს.                                              
  სამი არის მოყვრისაგან მოყვრობისა გამოჩენა:
  პირველ, ნდომა სიახლისა, სიშორისა ვერ-მოთმენა,
  მიცემა და არა შური, ჩუქებისა არ-მოწყენა.
  გავლენა და მოხმარება, მისად რგებად ველთა რბენა.
ერთგულთათვის კარგი ნუ გშურს, ორგულიმცა შენი კვდების!
  ვის ასმია პატრონისა ჭირსა შიგან ყმისა რიდი!
არ ვეშიშვი მტერთა ჩემთა, თავი მონად მომიმონდეს.
ხამს მამაცი გაგულოვნდეს, ჭირსა შიგან არ დაღონდეს
  მე იგი ვარ, ვინ სოფელსა არ ამოვჰკრეფ კიტრად ბერად,
  ვის სიკვდილი მოყვრისათვის თამაშად და მიჩანს მღერად;
მოვკვდე, თავსა ნუ მოიკლავ, სატანისგან ნუ იქმ ქმნილსა.
  კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა;
 მე სიტყვასა ერთსა გკადრებ, პლატონისგან სწავლა-თქმულსა:
სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა.
 არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა!  143
 მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა.
   “სიყვარული აგვამაღლებს”, ვით ეჟვანნი, ამას ჟღერენ
ვინ დამბადა, შეძლებაცა მანვე მომცა ძლევად მტერთად;
ვინ არს ძალი უხილავი შემწედ ყოვლთა მიწიერთად,
ვინ საზღვარსა დაუსაზღვრავს, ზის უკვდავი ღმერთი ღმერთად,
იგი გახდის წამის-ყოფით ერთსა ასად, ასსა ერთად.
  რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების.
  მზისა შუქთა ვერ-მჭვრეტელი ია ხმების, ვარდი ჭნების;
წესი არის მამაცისა მოჭირვება, ჭირთა თმენა,
არვის ძალ-უც ხორციელსა განგებისა გარდავლენა.
  ვერ ვეცრუები, ვერ ვუზამ საქმესა საძაბუნოსა
არ-დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა;
ვჰგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა!
   რა უარეა მამაცსა სულ-დიდსა, წასლვა-გვიანსა!
რა უარეა მამაცსა ომშიგან პირის მხმეჭელსა,
შემდრკალსა, შეშინებულსა და სიკვდილისა მეჭველსა!
კაცი ჯაბანი რითა სჯობს დიაცსა ქსლისა მბეჭველსა?
სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა!
  ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი;
  მისგან ყოველი გასწორდეს, სუსტი და ძალ-გულოვანი;
  ბოლოს შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი.
  სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი!   144.
სცთების და სცთების, სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად!
მოვა შემყრელი ყოველთა ერთგან დღისა და ღამისად.
თუ ვერა გნახე ცოცხალმან, სიცოცხლე გქონდეს ჟამისად.
  შენ დაამდიდრე ყოველი, ობოლი, არას მქონები:
  მიღწვიან, მომიგონებენ, დამლოცვენ, მოვეგონები.
მომეც დათმობა სურვილთა, მფლობელო გულის-თქმათაო!
  მართლად უთქვამთ მეცნიერთა: “ჭყენააო ჭირთა ბადე”.
თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები
   იტყვის: “ჰე მზეო, ვინ ხატად გთქვეს მზიანისა ღამისად,
   ერთ-არსებისა ერთისა, მის უჟამოსა ჟამისად,
   ვის გმორჩილობენ ციერნი ერთის იოტის წამისად,
   ბედსა ნუ მიქცევ, მიაჯე, შეყრამდის ჩემად და მისად!
მაშინ ვერ გავსძელ სიახლე, აწ სიშორესა ვინანი.
  გული, ცნობა და გონება ერთმანეთზედა ჰკიდიან:
  რა გული წავა, იგიცა წავლენ და მისკენ მიდიან;
  უგულო კაცი ვერ კაცობს, კაცთაგან განაკიდიან.
ესე არაკი მართალი ჩინს ქვასა ზედა სწერია:
“ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია”.
  ხამს მამაცი მამაცური, სჯობს, რაზომცა ნელად ტირსა,
  ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვითკირსა.
  თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა.
არ იცი, ვარდნი უეკლოდ არავის მოუკრებიან!
  ვარდსა ჰკითხეს: “ეგზომ ტურფა რამან შეგქმნა ტანად, პირად?
  მიკვირს, რად ხარ ეკლიანი? პოვნა შენი რად არს ჭირად?”
  მან თქვა: “ტკბილსა მწარე ჰპოვებს, სჯობს, იქმნების რაცა ძვირად;/  ოდეს ტურფა გაიაფდეს, აღარა ღირს არცა ჩირად”.
  “რათგან ვარდი ამას იტყვის უსულო და უასაკო,
  მაშა ლხინსა ვინ მოიმკის პირველ ჭირთა უმუშაკო?
  უბოროტო ვის ასმია რაცა კარგი საეშმაკო,
  რად ემდურვი საწუთროსა? რა უქნია უარაკო?
რაცა არ გწადდეს, იგი წმრნ, ნუ სდევ წადილთა ნებასა.
  არ-სასმენლისა მოსმენა არს უმჟავესი წმახისა
გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი.
  მაგრა შენცა ნუ აგრე ხარ, ნუ აწყლულებ ახლად წყლულსა;
  არას გარგებს სწავლულება, თუ არა იქმ ბრძენთა თქმულსა:
  არ იხმარებ, რას ხელსა ხდი საუნჯესა დაფარულსა?
არ თუ იცი, უგანგებოდ არა კაცი არ მოკვდების?
მზისა შუქთა მომლოდინე ვარდი სამ დღე არ დაჭკნების.
ბედი ცდაა, გამარჯვება, ღმერთსა უნდეს, მო-ცა-გხვდების
  გონიერსა მწვრთელი უყვარს, უგუნურთა გულსა ჰგმირდეს  160.
მაგრა ბოლოდ ლხინსა მისცემს, ვინცა პირველ ჭირსა გასძლებს;
მიჯნურობა საჭიროა, მით სიკვდილსა მიგვაახლებს,
გასწავლულსა გააშმაგებს, უსწავლელსა გაასწავლებს.
   საწუთრო ნაცვლად გვატირებს, რაც ოდენ გაგვიცინია.
   ძველი წესია სოფლისა, არ ახლად მოსასმინია.
   ვა შენი ბრალი და, თვარა სიკვდილი ჩემი ლხინია!
სწყუროდეს, წყალსა ვინ დაღვრის კაცი უშმაგო, ცნობილი?
  დიდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს
ღმერთსამცა ვით არ შეეძლო კვლა განკურნება წყლულისა?
იგია მზრდელი ყოვლისა დანერგულ-დათესულისა!
  ნუ დეშის, ღმერთი უხვია, თუცა სოფელი ძვირია,
  რასაც მიწვრთიხარ, იწვართე; გკადრო, უწვრთელი ვირია.  167.
უხანობა და სიცრუე, ვა, საწუთროსა ფლიდისა!
ა. ყმამან უთხრა; “ვინცა ჭმუნავს, ცუდია და სცთების!
რაცა მოვა საქმე ზენა, მომავალი არ აგვცთების;
  მართლად იტყვის მოციქული: “შიში შეიქმს სიყვარულსა”.
კაცო, ძალსა ნუ იქადი, ნუცა მოჰკვეხ ვითა მთვრალი!
არას გარგებს ძლიერება, თუ არ შეგწევს ღმრთისა ძალი!
დიდთა ხეთა მოერევის, მცირე დასწვავს ნაბერწკალი,
ღმერთი გფარავს, სწორად გაჰკვეთს, შეშა ვის ჰკრა, თუნდა  ხრმალი.                                           181.
ა. ყმამან უთხრა: “მადლი ღმერთსა, შემოქმედსა, არსთა მხადსა,
     ვისგან ძალნი ზეციერნი განაგებენ აქა ქმნადსა,
     იგი იქმან ყველაკასა, იდუმალსა, ზოგსა ცხადსა;
     ხამს ყოვლისა დაჯერება, ბრძენი სჯერა მოწევნადსა.
   ამოა, კარგსა მოყმესა რა ომი გამარჯვებოდეს,
   ამხანაგთათვის ეჯობნოს, ვინცა მას თანა-ხლებოდეს.
       სჯობს სიშორე დიაცისა, ვისგან ვითა დაითმობის:
       გილიზღებს და შეგიკვეთებს, მიგინდობს და მოგენდობის,
       მართ ანაზდად გიღალატებს, გაჰკვეთს, რაცა დაესობის,
       მით დიაცსა სამალავი არასთანა არ ეთხრობის
  მას მკურნალმან რაგვარ ჰკურნოს, თუ არ უთხრას, რაცა                 სჭირდეს!
    უმსგავსო საქმე ყოველი მოკლეა, მით ოხერია.
    რა უთქვამს, რა მოუჩმახავს, რა წიგნი მოუწერია!  
  მით რაცა მინდა, არა მაქვს, რაცა მაქვს, არ მომინდების;
  ბინდის გვარია სოფელი, ესე თურ ამად ბინდდების,
  კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების!       188
     მკურნალმანცა ვერა ჰკურნოს თავისისა სისხლის მხვრეტსა
  (უსენს) დაავიწყდეს იგი ფიცნი, რა მუსაფნი, რა მაქანი!
  მართლად თქმულა: “არა მართებს ყვავსა ვარდი, ვირსა რქანი”.
     ბედი უბედო ჩემზედა მიწყივ ავისა მქმნელია.
    კარგი რამ მჭირდეს, გიკვირდეს, ავი რა საკვირველია!
  სიკვდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა?
  რა მისჭირდეს, მაშინ უნდან გონებანი გონიერსა!
    ვა ოქრო მითა მოყვასთა აროდეს მისცემს ლხენასა,
    დღედ სიკვდილამდის სიხარბე შეაქნევს კბილთა ღრჭენასა
. . .კვლა აქა სულსა დაუბამს, დაუშლის აღმაფრენასა.
 მე, გლახ, ვიყავ მისი ნეზვი, იგი იყო ჩემი ვაცი.
 კაცსა დასვრის უგულობა და დიაცსა ბოზი ნაცი.   204
    მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია;
    არ მიენდობის გულითა, თუ კაცი მეცნიერია.
 ა. უმისოდ ნეხვთა ზედა ვზი ბულბული მსგავსად ყვავისად!
  თუ ყვავი ვარდსა ისოვნის, თავი ბულბული ჰგონია.     211.
      ქება რად უნდა მას, ვინცა თქვენთანა ხან-დაზმულია?
      მსგავსი ყველაი მსგავსა შობს, ესე ბრძენთაგან თქმულია.
   ცრუ კაცი კარგად ვერა იქმს საქმესა გაზნელებულსა,
   თქმულა: “სიწყნარე გმობილი სჯობს სიჩქარესა ქებულსა!”
ა. ლხინი მოგვეცა, მოგვშორდა ყოველი ჭირი ძნელია,
  მზე მოგვეახლა, უკუნი ჩვენთვის აღარა ბნელია,
  ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!       226
    დიდთა რას ვაქნევთ ლაშქართა? კარგნი გვინდან და ცოტანი:
    სამასი კაცი გვეყოფის, წავიდეთ მართ მეოტანი;
  ასი ათასსა აჯობებს, თუ გამორჩევით მქმნელია.         231