Thursday, January 7, 2016

წუთისოფელი.

წ უ თ ი ს ო ფ ე ლ ი დაბადებიდან სიკვდიმდე ჩვენი თანამგზავრებია: სიყვარული, იმედი, რწმენა (რუსული სიტყვა-სახელებია); კიდევ სიძულვილი, ჭოჭმანი, სიმართლე და სიცრუე (ქართული სინამდვილიდან). შოთა: იგი მიენდოს სოფელსა, ვინაც თავისა მტერია გარდახდეს, გავლეს სოფელი, ნახეს სიმუხთლე ჟამისა; ვის გრძლად ჰგონია, მისთვისცა არის ერთისა წამისა. სცთების და სცთების, სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად, მოვა შემყრელი ყოველთა, ერთგან დღისა და ღამისად, თუ ვეღარ გნახე ცოცხალმან, სიცოცხლე გქონდეს ჟამისად * არვის ძალუძს ხორციელსა განგებისა გარდავლენა. * განგებაა, სწორად მოჰკლავს, ერთი იყოს, თუნდა ასი; მარტოობა ვერას მიზამს, მცავს თუ ცისა ძალთა დასა. * განგებასა ვერვინ შესცვლის, არ-საქმნელი არ იქნების. კაცსა ღმერთი არ გასწირავს არე, მისგან განაწირსა. * ხსოვნა არა ხამს ჭირისა, ვით დღისა გარდასულისა. * ტ.: _ჩემი ლხენაა სიკვდილი, გაყრა ხორცთა და სულისა. * მიმნდონი საწუთროსანი მასთა ნივთთაგან რჩებიან. * მიბრძანა, თუ: გონიერი, ხამს აროდეს არ აჩქარდეს, რაცა სჯობდეს, მოაგვაროს, საწუთროსა დაუწყნარდეს. * მისთა სპასათა ნუ დახოც, ზროხათა, ვითა ვირთაო, დიადი სისხლი უბრალო კაცმანცა ვით იტვირთაო. * გული კრულია კაცისა, ხარბი და გაუძღომელი, გული _ჟამ-ჟამად ყოველთა ჭირთა მთმო, ლხინთა მდომელი; გული ბრმა, ურჩი ხედვისა, თვით ვერას ვერ გამცემელი; ვერცა ჰპატრონობს სიკვდილი, ვერცა პატრონი რომელი. * კვლა გულსა ეტყვის “დათმობა ჰგვანდეს სიბრძნისა წყაროთა, არ დავთმოთ, რა ვქმნათ, სევდასა, მითხარ, რა მოვუგვაროთა? თუ ლხინი გვინდა ღმრთისაგან, ჭირიცა შევიწყნაროთა. * კვლა ეტყვის: გულო, რასდენცა გაქვს სიკვდილისა წადება, სჯობს სიცოცხლისა გაძლება, მისთვის თავისა დადება. *საწუთრო კაცსა ყოველსა ვითა ტაროსი უხვდების: ზოგჯერ მზეა და ოდესმე ცა რისხვით მოუქუხდების. • კვლა იტყვის: “ვერვინ ვერას იქმს, თუ ეტლი არ მოსთმინდების;/ მით რაცა მინდა, არა მაქვს, რაცა მაქვს, არ მომინდების;/ ბინდის გვარია სოფელი, ესე თურ ამად ბინდდების,/ კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების!” 223 • • მზე ტირს სისხლისა ცრემლითა, ზღვისაცა მეტის-მეტითა. იტყვის: “ვერ გაძღა სოფელი, ვა, სისხლთა ჩემთა ხვრეტითა!” • ვა, საწუთროო, სიცრუით თავი სატანას ადარე! შენი ვერავინ ვერა ცნას, შენი სიმუხთლე სად არე;242 • ვირე ვნახავდე, სოფელო, მინდი სალხინოდ აღარად! • ვინ უწინ ედემს ნაზარდი ალვა მრგო, მომრწყო, მახია, დღეს საწუთრომან ლახვარსა მიმცა, დანასა მახია. გული კრულია კაცისა, ხარბი და გაუძღომელი, გული _ჟამ-ჟამად ყოველთა ჭირთა მთმო, ლხინთა მნდომელი, გული _ბრმა, ურჩი ხედვისა, თვით ვერას ვერ გამზომელი, ვერცა ჰპატრონობს სიკვდილი, ვერცა პატრონი რომელი! ილია: წუთისოფელი ასეა: ღამე დღეს უთენებია;/ რაც მტრობას დაუქცევია, სიყვარულს უშენებია. ნუ ესვრი წარსულს დამბაჩას, თორემ მომავალი ზარბაზანს დაგიშენს. ვაჟა: გონებას ფიქრი სტანჯავდეს გულს ცეცხლი სწვავდეს ძლიერი, მშიოდ-მწყუროდეს კეთილი, ვერ გავძღე, მოვკვდე მშიერი გამდიდრებული მდაბიო/ საერდო სანახავია. . . .წარსულზე ფიქრი მაწუხებს, აწმყოშიც არა ყრია რა, და მომავალზე ფიქრები,/ არავინ გამიზიარა პიერ როსნარი (ფრანგული რენესანსი) თარგმანი გრიგოლ აბაშიძისა: სულ სამ დროდ არის დაყოფილი წუთისოფელი: _გუშინ, დღეს და ხვალ, აი, მათი სამი სახელი. ხვალინდელი დღის დღეს არ არის არვინ მნახველი და მომავალი არის ჩვენთვის მიუწვდომელი. გუშინდელი დღის დაბრუნებას ნუღარ მოელით, გაქრა და სიზმრის მოგონებად დაგვრჩა ნაღველი. დღე ერთადერთი ჩვენ გვეკუთვნის, დღე დღევანდელი, ასე მუხთალი და ხანმოკლე არის რომელიც. * ცხოვრება ისაა, რაც გახსოვს. გალაკტიონი: ასე ხდება, ქვეყანაზე/ _ყველა ცოცხლობს,/ ყველა კვდება/ და ვაი მას, ვის სიკვდილი/ სიცოცხლეშივ ავიწყდება. თქვენ გენატრებათ ლოჟა, პარტერი./ თქვენ გინდათ გახდეთ მილიარდერი!/ მე კი ვარჩევდი გზას უნაპიროს, ჭიქა არაყს და ერთ ღერ პაპიროსს. კონსტანტინე გამსახურდია: ძლიერს უფრო უჭირს ამ ქვეყნად. ამიტომაც მუდამ დაღრენილები დადიან ლომები, ვეფხვები და ავაზები, ხოლო თრითინები, თაგვები და ციყვები მუდამ მხიარულად დაცუნცულებენ. ხან გონებაა დახშული, ხანაც გულისკარია ღია. არცა რაინდია ისეთი, რომელსაც რისამე წინაშე შიში არ ეგრძნოს ოდესმე. არცა ბრძენია სადმე, ერთხელ მაინც სისულელე არ ეთქვას. მხოლოდ ბრძენკაცებს ემტერებიან მეფეები და არსად, არც ერთ მეფეს, თუ გინდ სულელსაც, შლეგები არ ჩამოუხრჩვია ჯერ. მლიქვნელების თათბირი არც ერთ მეფეს არ გამოსდგომია ჯერაც. ქედმაღლობა მეფეების უდიდესი უბედურებაა. უძვირფასესი სამკაული კაცთა მოდგმისა თავმდაბლობაა. რაჟდენ დუმბაძე: ნეტავ ვინ მეტყვის, რა თვალებით შეხედა გალამ/ მთაწმინდის მთვარეს?/ რომელი მუზა კარნახობდა/ მას “მე და ღამეს”?/ რა აწამებდა მთელი სიცოცხლე სევდიან გრანელს?/ ვით შეიძლება დაიწეროს სიტყვით მუსიკა,/ “სულიკოს” ავტორს აწი ვინ ჰკითხავს! საიდან მოდის ნიკალას ფუნჯით დაწერილი/ ფერთა გალობა/ და “აი ია _/ სიმარტივის გენიალობა!/ ანდა განჭვრეტა “ჯაყოს ხიზნებით”? უბოროტესი მტერის მიზნების!/ ან ვით იკმარა ჟამი მცირედი/ უკვდავებისთვის ასათიანმა,/ ან სანთელივით როგორ დაადნო/ ყაყაჩოს წითლად ბრდღვიალმა./ . . .რატომ გაუჩნდა მძვინვარე შაჰს/ ბზარები ხმაში,/ როს დედოფალმა დაამარცხა საკუთარ სახლში!/ რატომ შესწირა მასპინძელმა/ მოსისხლეს თავი/ და ან რას ნიშნავს სვეტიცხოველზე/ მოჭრილი მკლავი!/ ან რატომ არის ამ ჩონგურში/ რაღაც აშლილი,/ რომ ამდენ მადლის საპირწონედ დაიბადა ბერბიჭაშვილი. მ. ჯავახიშვილი: _ხელოვნების ერთადერთი მიზანი ის არის, რომ ბეჩავ ადამიანს ეკლიანი გზის გავლა გაუადვილოს, რომელიც დედის მუცელში იწყება და სასაფლაოზე თავდება. სასაფლაო _სევდის ბაღი, საგოდებელი. _ჯანსაღი ველურობა განათლებულ გადაგვარებას სჯობია. იოსებ ნონეშვილი: ეცადნენ და ვერ გამხადეს ბოროტი, ეცადნენ და ვერ გამხადეს ფლიდი, წუთისოფელს კაცად შერჩე ბოლომდის, ესეც თურმე გმირობაა დიდი. მუხრან მაჭავარიანი, “1832წ.” წუთისოფელი ამნაირად იმიტომ მიდის,/ კაი ხანია კაცი არ ჩანს ნამდვილად დიდი./ წესი და რიგი, დღეს როა ირგვლივ/ მყის დაინგრევა, გამოჩნდება როგორც კი იგი. შ. ნიშნიანიძე _მარადიულ უკუნში წუთით გამოიდარა;/ ამ ქვეყანას მოვსულვართ არარაობიდანა./ დავბრუნდებით, გადავალთ არარაობაშივე,/ წუთისოფლის სტუმრებო, აბა რაღა გვაშინებს?! მორის ფოცხიშვილი: _დაუნდობლობავ დროისა, სულმოკლეობავ კაცთა,/ არცერთი არ ამცდენია,/ ტყვია, რომელიც ამცდა! რაულ ჩილაჩავა: _ნუ შეგაძრწუნებს გაქრობის შიში, ცხადია, რაკი ამ ქვეყნად იშვი, უნდა ჩამოკრას მიქცევის ზარმაც, მაგრამ გლოვობდე, მაგრამ ზარამდე ოდნავი ფიქრიც უნდა გზარავდეს, რომ შეგერგება სიცოცხლე არმად. ალბათ ჯერ კიდევ შეგხვდებათ ბევრი გაუვალი და ბურვილი ტევრი, სადაც კომპასად ხმარობენ სინდისს. იმ ასაკში ხარ, როდესაც უნდა შეძლო თათბირი საკუთარ გულთან და გაარჩიო შუქი და ბინდი. ნუ დაანებებ მარჯვენა ლოყას/ თუ მარცხენაში გაგაწნეს სილა,/ რადგან არავის მონური თმენით/ არ შეუნახავს ვაჟკაცის გენი,/ როგორც შვენოდა გვარსა და ჯილაგს არ მოითმინო: მცოცავი შური,/ ღალატის ფასად ნაპოვნი პური/ და უადგილოდ ნათქვამი სიტყვა. უკვდავების დოღი შემომესმა ქარბუქების შორეული სტვენა და მე უცებ უცნაური დოღი მომეჩვენა: უკვდავების ბარიერებს მოარღვევდნენ ურჩად ბუცეფალი, როსინანტი, ბაიარდი, ლურჯა. მ. ლებანიძე: გაანათებს დროთა სივრცეს არსებულით უკმაყოფილება. კაცი გულჩაბოღმილი,/ ვთქვათ თუ მართლაც ჭირშია,/ მარად ყურჩამოყრილი/ შენს მტერს! _საძრახისია!/ ათოვს, აწვიმს ხეობას,/ ავდრობს, დელგმის შიშია . . . მეტისმეტი მხნეობაც/ მაგ დროს რეგვნის ტვინშია! ბერდია ბერიაშვილი: გული ენთება როგორც ბუხარი,/ როდესაც ქარი ამღერებს მუხებს./ კაცს არაფერი თუ არ უხარის,/ მას არაფერი არ შეაწუხებს./ ღამის ჩრდილები და შუქი მზისა/ მთებზე წვებიან ფერად ფარდებად,/ არაფერი არ აწუხებს ვისაც,/ მას არაფერი გაუხარდება. ტერენტი გრანელი? _ ჩუმი ლანდივით დავდივარ,/ პერანგად დარდი მაცვია./ ცხოვრება ჩვენი სცენაა,/ სიცოცხლე _დეკორაცია. _დავალ ქვეყანაზე, როგორც შერისხული,/ შენი ზვარაკია, ღმერთო, ჩემი სული! გოდერძი ჩოხელი: გულს სიხარული წამართვა/ სიცოცხლის დღეთა კლებამა,/ გათენებ-დაღამებაში/ ქვეყნად უაზროდ გდებამა. . . სიკეთის მადლი მელევა,/ რაც დამიტოვა დედამა,/ გული დამიდნო ქართველთა/ ნაღველში გამოხედვამა. ნოდარ ჯალაღონია: ეს დღეც გათავდა,ეს მზეც ჩავიდა,/ და ვარსკვლავები ხელებს მიწვდიან,/ უნდა დავიწყო ისევ თავიდან/ ძილი _სიკვდილის რეპეტიცია. გიზო ნიშნიანიძე: აი, სიცოცხლით რაც უნდა მეთქვა!? ალბათ სიკვდილი გეტყვის დანარჩენს/ . . . ღმერთსა ვთხოვ, კიდევ მამყოფოს ერთხანს,/ უზენაესის ველი განაჩენს! ვაჟა ხორნაული: ეს გაუმარჯოს საწუთროს/ უცნაურს, ღრუბლიანასა,/ იმის გზებსა და ბილიკებს/ უეკლო_ეკლიანასა,/ ძმას, _ძმების გადამრჩენელსა, ქვეყნისთვის დარდიანასა, მტერს-/ ნამდვილს,/ ჩვენსა საფერსა,/ ჩვენსავით უშიშარასა, ლამაზად გამცინებელსა,/ კაცურად შარიანასა, ზურგიდან რომ არ ჩაგარტყამს/ შხამში ალესილ დანასა! ეს გაუმარჯოს სიცოცხლეს,/ მზისფერსა, უფლისთვალასა, სიკვდილს _ყველასთან მიმსვლელსა, სიცოცხლის ტყუპისცალასა. ეს გაუმარჯოს სიყვარულს,/ ცისა და მიწის ღალასა, იმის ჩრდილსა და ნათებას,/ იმის ვენახს და ყანასა. ვაჟა ხორნაულის მამამ, გიორგი ანთაურმა მისწერა შვილს გაფრთხილებაზე, დაზიანებული დირეს ქვეშ არ დაწვეო: _ახლავ მირჩევნის სიკვდილი,/ ვერ ვიტან დიდხანს ლოდინსა,/ ნუ შეგაშფოთებთ სიკვდილი/ ჩემი ასაკის მშობლისა,/ რადგან აქ აღარ შემიძლავ/ შრომით მოდენა ოფლისა. * 2008 წ. აგვისტო. გარდაიცვალა ვახუშტი კოტეტიშვილი. ჩვენ არყოფნიდან მოვედით/ და ვნახეთ, ყოფნა რაც არი./ აზრი ამ ქვეყნად ყოფნისა/ თითქოს არის და არც არის./ წინ წყალი, უკან მეწყერი,/ ცეცხლი და ბოლოს ნაცარი, ბედნიერებას ვეძებდი, მაგრამ ვერ ვპოვე მარცვალი,/ სიკვდილი დედა ყოფილან/ სიცოცხლე _დედინაცვალი. * ჯ.ჩარკვიანი: ღმერთო, მათქმევინე: სიცოცხლე ღირდა და მერე წამიყვანე სადაც გინდა. ოტია იოსელიანი: ახლა, როცა ჟამსა ვგმობდი,/ ახლა, როცა ჟამი მგმობდა,/ ახლა, როცა ზაფხულს გავცდი,/ როცა დამიშემოდგომდა. . .? რაღა დროის გარდახდილ ვარ,/ და დრო გამიმქისებია,/ აღარც გაზაფხული მერგო,/ არც აპრილი მღირსებია. დ. აბაშიძე (კ/რეჟისორი): რადგან ცხოვრება არის თამაში,/ შექსპირი მარად რჩება ძალაში./ ადამიანი რჩება უცვლელი./ დღესაც არ არის იგი გულწრფელი./ იცვლება მხოლოდ ყოფის ფორმები,/ არავითარ არ ხდება ძვრები!/ როგორც ტყუოდნენ ქმრებთან ცოლები,/ ისე ტყუიან ცოლებთან ქმრები. * თემურ იანტბელიძე: ბევრი არაფერი არ მინატრია, ყოველთვის მკმაროდა ცოტა. ცოტა პოეტი ვარ,/ ცოტა მხატვარი ვარ,/ ცოტა ყველაფერი მქონდა:/ ცოტა ვაჟკაცობა,/ ცოტა ბრძენკაცობა,/ ცოტა ესეც და ისიც./ და მე, ცოტა კაცმა,/ ცოტა რამ რომ მყოფნის, დიდი სიყვარული ვიცი! ? სიცოცხლე უნდა ქარიშხალს გავდეს, მეხის გავარდნას ჰგავდეს სიკვდილი! თენგიზ სვანიძე: თენდება შინდისფრად,/ ფრთებს მთხოვს გული ოხერი. . ./ თურმე მაშინ მიდიხარ,/ შენ გგონია მოხველი./ მიძინების დრო მოდის,/ უსიამო, უგემო. . / ყველაფერი იქნება,/ უშენოდ და უჩემოდ! ნიკ. იოსებიძე: _მე მგონი ქალებმა კაცების ჯინაზე დაკარგეს მთავარი _ქალური სინაზე, ქალური ეშხი, ქალური გრაცია და ზოგს ეს ჰგონია ემანსიპაცია! გია კობერიძე (კარგი თბილისელი ახალგაზრდა, არაპოეტი. . .): ჩვენ დავბრუნდებით წვეთებად წვიმის, ჩვენ დავიქუხებთ მეხებად ცაში, ჩვენ გამოვჩნდებით თქვენს სახეებზე ჩამოგორებულ ცრემლების ზღვაში. ივანე წიკლაური (აღმოაჩინა ქედაში ვახუშტი კოტეტიშვილმა 1979წ.) ვერ მიცნა ჩემმა სწორფერმა, ქალამ ჩემ დროის ხნისამან, _რამ დაგაბერა? _ის მითხრა, _ბიჭო, მზემ ჩემის ძმისამა? _ჩემ დაბერება, ქალაო, წელმა ქნა სამოცისამა. სამოც-სამოცჯერ მასვლამა გაზაფხულისამ, სთვლისამა. . . ზამთარს ქარ-ბუქვის გუგუნმა, გრიალმა ზვავებისამა, ზაფხულის სილამაზემა, სიმრავლემ ყვავილისამა; . . .ყოფამა სიდუხჭირითა, სიმწარემ სიობლისამა; მრავალჯერ ფეხის დადგმამა თავისისამ და სხვისამა, სრუ მარტუაის ყოფნამა, არვისგან ჭერამ მხრისამა, როცა ვერ ვიყავ ვაჟკაცი, მასინ სიმრავლემ მტრისამა; . .ჩაქრობა-ჩანაცრებამა ყველა ჩემ მეგობრისამა, ჩუმ დროში გადაქსაქსვამა ნარჩევის ქალ-ვაჟისამა, ჩემ მარტუაის დარჩომამ, ჩამოთეთრებამ თმისამა, კაის დროების წასვლამა, ვერ მოსვლამ უკეთისამა. . ხ ა ლ ხ უ რ ი გაბრიელ ჯაბუშანურის თუ მიხო ხელაშვილის ? ბინდისფერია სოფელია,/ უფრო და უფრო ბინდდება,/ რა არის ჩვენი სიცოცხლე,/ ჩიტივით გაგვიფრინდება./ ჩვენს ნასახლარზე ოდესღაც/ ბალახი აბიბინდება . . .  წუთისოფელი რა არი?/ აგორებული ქვა არი./ რა წამ კი დავიბადებითY,/ იქვე სამარე მზად არი./ ყველა ადამის შვილი ვართ,/ თათარიც ჩვენი ძმა არი. წუთია წუთისოფელი,/ დახამხამება თვალისა/ ამ ქვეყნად წესი არ არის/ მეორედ მოსვლა მკვდარისა./ მიტომაც გვმართებს სუყველას/ მოხდა ამ ქვეყნის ვალისა,/ წასულს არ უნდა ერცხვინოს/ დატოვებულის კვალისა! სირცხვილმა უთხრა სიკვდილსა: თავი ნუ მოგწონს სიკვდილო . . . (იცოდე, დამარცხდებიო) ?? ჩამომიარა სიკვდილმა,/ არც ჰო ვუთხარი, არც –არა./ ტიალმა წუთისოფელმა/ თოკივით მგრიხა, დამცარა./ თუმცა რაც მტყორცნა ისარი,/ მზანს არც ერთი ამცდარა,/ _ვერც სიძულვილით ამავსო,/ ვერც სიყვარულით დამცალა უ ც ხ ო ე ლ ე ბ ი ადამიანის სიყვარულისა და სიკეთის გულისათვის მისი აზრები სიკვდილს არ უნდა დავანებოთ. (თომას მანი; 1875-1955წწ.) ლუიჯი პირანდელო; ცხოვრებაში სატირალიც არსებოს და სასაცილოც. მე მოხუცებული ვარ და არ მაქვს დრო ორივესათვის, ამიტომ სიცილი მირჩევნია. მუშაობა მის ნიჭთა სიაში არ შედიოდა. მონობა და ბედნიერება ერთმანეთს არ ერწყმიან. ლაო_ძი 25 საუკუნის წინ ბრძანა ჩინელმა ბრძენთაბრძენმა: კაცი, საქმეს რომ აღასრულებს, მსოფლიურ უსასრულობას უნდა შეერთოს. დაო შობს ყოველ არსს, დე კვებავს ყოველ არსს. კაცნი დიადობენ, ოდეს მდაბლდებიან და მდაბლდებიან, ოდეს დიადობენ. ბრძენი დუმს, უმეცარი ქადაგებს. რაც მეტია აკრძალვა, მით მეტია სიღარიბე. რაც მეტია იარაღი, მით მეტია ამბოხი. რაც მეტია უმეცრება, მით მეტია სიხარბე. რაც მეტია კანონი და ბრძანება, მით მეტია ქურდი და ავაზაკი. მდედრი თვინიერებით იმორჩილებს მამრს. თუ მდიდარნი და დიდებულები მედიდურობენ, თავად იუბედურებენ თავს. უდიადეს ოთხკუთხედს კუთხეები არ უჩანს. უდიდესი მრუდი _წრფეს ჰგავს. უუმძლავრესი ხმა _უხმოა. უუდიადესი სახება _უსახიერია. უდიდესი სიბრძნე _სიბრიყვეს ჰგავს. ზომიერება მოქმედების ძირითადი კანონია: მაგარი – იმსხვრევა, ბასრი _ბლაგვდება. მოძრაობა ამარცხებს სიცივეს უძრაობა ამარცხებს სიცხეს. სამართლიანობა საფუძველია ხელმწიფების ვერაგობა საფუძველია ომისა. ყოვლადბრძენი ძლიერია და სძაგს ძალმომრეობა. ვინც ბევრს მიელტვის: მცირედსაც დაკარგავს. რამე რომ დავასუსტოთ, ჯერ უნდა გავაძლიეროთ კულტურა, რაც მხოლოდ პირმოთნეობისათვის იღწვის, რყვნის თვითმყოფადობას და ხალხში ცხოვრების სიმარტივის, ადამიანში “ლამაზი და იშვიათი ნივთების შეძენის სურვილს ბადებს და “წყაროა შფოთისა და უბედურებისა”. ყოვლადბრძენი არ იხვეჭს. ყოველივეს ხალხისათვის იქმს და ყოველივეს გასცემს. რაც უფრო მეტს გასცემს, მით მეტს იმკის კვლავგასაცემად. ყოვლადბრძენის მიზანია: _უბოძოს ხალხს საზრდელი _გემრიელი, სამოსელი _მშვენიერი, სახლ-კარი _მყუდრო, ხოლო ცხოვრება _მშვიდობიანი. ქრისტე ქადაგებდა, რომ ღმერთი სიყვარულს ითხოვს და არა მსხვერპლს. სოკრატე (. . _399წ) _პლატონ, შენ ახალგაზრდა ხარ და გგონია, რომ ყველაზე დიდი უბედურება სიკვდილია. მე კი მგონია, რომ სიკვდილზე უარესი სირცხვილია! 89 წლის მიქელანჯელო: დიდად მეძნელება სიცოცხლესთან განშორება, რადგან ახლახან ავიდგი ფეხი ჩემს პროფესიაში. ომარ ხაიამი: ჩვენ თუ სრულყოფილნი ვართ, მაშინ რადა ვკვდებით? თუკი არასრულყოფილნი ვართ _ვინ დაუშვა წუნი? ოსკარ უაილდი: მოხუცებს ყველაფრის სჯერათ, ასაკოვნებს ყველაფერში ეჭვი ეპარებათ, ახალგაზრდებმა კი ყველაფერი იციან ? _ეძებე ადამიანები, რომლებთან საუბარი ღირებულია კარგი წიგნივით და წიგნები, რომელთა კითხვა ფილოსოფოსთან ლაპარაკივით ღირებულია. მიშელ მონტენი (1533-1592წწ); ორჯერ აირჩიეს ბორდოს მერად, მესმედ არჩევაზე კი უარი თქვა._ადამიანური ბედნიერება ის კი არ არის, რომ კარგად მოკვდეს, არამედ ის, რომ კარგად იცხოვროს. გოეთე: მე ყოველთვის მიმაჩნდა სამყარო ჩემს გენიაზე უფრო გენიალურად. პოლ ვალერი გოეთეზე: ყველაზე ნაკლებად გიჟი ადამიანებს შორის. უილიამ ბლეიკი (1757-1827 წწ/): შრომაში გართულ ფუიკარს დარდის დრო არა აქვს. რობერტ ბერნსი (1759_1796 წწ.): ერთის შექმნა უფრო საამურია,/ ვიდრე ერთად ასი კაცის გაჟლეტა. ნაზიმ ჰიქმეთი (თურქი მწერალი): _ მე რომ არ ვიწვოდე, შენ რომ არ იწვოდე, მაშინ ვინღა განდევნის სიბნელეს? სენტ ეკზიუპერი: მე ჩემი ბავშვობიდან მოვდივარ. მსახიობი მარლენ ბრანდო. სიბერეში გახდა 180 კგ! _სიბერე მშვენიერი რამაა. ეს ის პერიოდია, როცა უკვე ხვდები, რომ ცხოვრებაში არ გყოლია ნამდვილი მტერი, საკუთარი თავის გარდა. კურტ ვონეგუტი, ამერიკელი მწერალი: ღმერთო, მომეცი თავდაჭერილობა, რომ გადავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შეიძლება, ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შეიძლება და გონება, რომ გავარჩიო ართი მეორისაგან.NNNN(*თუ მოთმინება და საჭიროა?) ომარ ხაიამი: ამ ქვეყნად გმართებს არ გადასცდე სიფრთხილის კიდეს/ მოსავალს შენსას ქვეყნად უნდა უჩუმრად მკიდე./ სანამ გაქვს ენა, ყურები და თვალებიც გიჭრის,/ უნდა დამუნჯდე, დაყრუვდე და დაბრმავდე კიდეც. გუშინ ბაზარში ჩავიარე და მეცა ელდა: მექოთნე ვინმე მიწას ფეხით უხეშად ზელდა. გმინავდა მიწა: მეც შენსავით კაცი ვიყავი. ფრთხილად, შენც მიწად გადაგაქცევს სიმრავლე წელთა. სანამ სული ამოგვხდება ბედის ძალდაძალობით, მანამ ღვინის ფიალები გამოვცალოთ ცალობით. ჩქარა, თორემ ჩვენი წასვლის დრო-ჟამი რომ დადგება, მგონი წყალიც ვერ დავლიოთ მუხთალ ბედის წყალობით ვიდრე ინაღვლო, მართალ გზაზე შედექ თუ არა, შენი ცხოვრება გამოიღებს შედეგს თუ არა, ღვინით აღავსე ეგ ფიალა, რადგან არ იცი ამოისუნთქავ ამ ჩასუნთქვის შემდეგ თუ არა. ბაგით დავწვდი დოქის ბაგეს, ბაგე გადავიბადაგე, დღეგრძელობას ვეძიებდი, ჟამთა სრბოლით დავიდაგე, დოქმა მითხრა საიდუმლოდ: მომაგებე ბაგეს ბაგე, ქვეყნად განა კიდევ მოხვალ, დალიეო, რას ქადაგებ! იცოდე, ქალთან ალერსი და ლოთობა თუნდაც, სჯობს, ვიდრე ბერის თვალთმაქცობა დაიდო ხუნდად, თუ ღვინის მსმელებს ჯოჯოხეთში მოუწევთ ყოფნა, მაშინ ცარიელ სამოთხეში ვის რაღა უნდა. გერმანული ანდაზები: ვინც არა რის ღვინის, ქალის და სიმღერის მსურველი,/ თვისი დღე და მოსწრება/ ის იქნება სულელი! შედი, სადაც სიმღერა და ხალისია;/ ბოროტებმა სიმღერები არ იციან. ს ა კ უ თ ა რ ი საკუთავი შავ ანგელოზი ჩურჩულით: “თურმე გამხდარხარ სამოცის, დისერტაციაც დაგიცავს: “სიყვარულის და კაცობის” გამომყევ, აღარ ინანებ, კარებს გაგიღებ სამოთხის!” 4-09 1999წ. მკერდში ძგერს გული ჭაბუკის, ჯიბეში _ჩხრეკა მაყუთის, გინდ დამიჯერეთ, გინდ არა, გახლავართ სამოცდახუთის! 4-09 2004წ. ტალიკას დედის ქელეხში თქმული (გულში): ჭურჭლის და სიტყვების რახარუხი; დარბაზში _ხმაური ქელეხური. _რა ერქვა, ჩხონებულს? _ჩიფჩიფით იკითხა. პასუხიც ბებრულია: _მგონი გელე, გური! დასვენებაც კი ძნელია ლოგინში, კარგი ცხოვრების ამო ლოდინში! რაში მინდა მე სიმტკიცე, ამ ცხოვრების თმენის! არ მერჩია, შემრჩენოდა, თავზე ბღუჯა თმების!? მას უხარის მამლის წელი, თუ აქვს მამლის ყიდვის წელი! გიხაროდეს წელი მამლისა, ფიქრი არ გქონდეს ფულის წამლიზა! არაფერი არ უყვარდა, არაფრის კეთება სცადა, აქეთ _მიწას ამძიმებდა, არ უნდოდა წასვლა ცადა! გურამი გელენიძე ვარ, კენჭი გამოვდექ კაჟისა, ღმერთო, მიმყოფე ლამაზად, ოჯახნი ორთავ ვაჟისა! ნეტავ, ამხელა სიცოცხლე, უფალმა რისთვის მაღირსა?! დრო მოვა, მეც გაღმა გავალ, აქ სახელს ვტოვებ კაცისა; ჩვენ საფლავისკენ ბილიკებს ბალახი ვეღარ წაშლისა! ფრთებსღა გიტოვებთ, თქვენ იცით, როგორ ლამაზად გაშლითა! (23-XII-2011 ში გავახმაურე გიგასას ეს ლექსი და დამიწყო “კაჟივით ჯანმა” დარხევა.) N ჩემ ტოლებს; 2012. _ვინა სთქვა ჩვენი სიბერე,/ ოთხმოცისაც არ ვართ ჯერა,/ საქართველოს გაბრწყინებას/ მოვესწრებით? ამის გჯერა? II ვარიანტი, ოპტიმისტური: . . . საქართველოს გაბრწყინებას/ მოვესწრებით! ამის მჯერა!

2 comments:

  1. აინც სისულელ

    ReplyDelete
  2. გინდათ განახორციელოთ თქვენი ავტოპარკის გადახალისება, და არ გყოფნით თანხის ნაწილი, არის გამოსავალი - გააფორმეთ ონლაინ კრედიტი - elkredit.ge-ზე. თქვენთვის ხელსაყრელი პირობებით და მოკლე ვადებში.

    ReplyDelete