Monday, March 16, 2009
რა, სად, როდის, რეიზა
საქართველოში მომხდური არაბების 3500 ცხენი იმსხვერპლა ამ მდინარემ რომელია?
ეს ნიმფა ყბედობისათვის ქალღმერთმა ჰერამ
დასაჯა: ლაპარაკის უნარი წაართვა და მხოლოდ სხვისი ნათქვამის დაბოლოების გამეორების უნარიღა დაუტოვა. რა ჰქვია მას?
სამართლის ოთხი ტიპია ცნობილი: I ინგლისური__ყველაფერი შეიძლება, გარდა იმისა, რაც არ შეიძლება; II ფრანგული _ყველაფერი შეიძლება, ისიც კი, რაც არ შეიძლება; III გერმანული _არაფერი შეიძლება, გარდა იმისა, რაც შეიძლება; IV რუსული _ არაფერი არ შეიძლება,
კონფუცი: _სულელი მთელი სიცოცხლე გაატარებს ბრძენის გვერდით და ოდნავადაც ვერ შეიცნობს ჭეშმარიტებას ისევე, როგორც ვერასდროს ვერ გაიგებს საჭმლის გემოს . . . .
ბეთჰოვენს მიაჩნდა, რომ ამ ადამიანს სრული უფლება ჰქონდა, რომ “ზღვა” რქმეოდა და არა “ნაკადული”. ვინაა ეს ადამიანი?
1890 წელს საფრანგეთში ფეიქართა აჯანყების დროს ერთერთმაწინამძღოლმა წაიძრო ფეხსაცმელი, ჩაჭედა დაზგაში და გააფუჭა. აქედან წამოვიდა სიტყვა . . .
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამ ქვეყნის ტერიტორია ორჯერ გაიზარდა ავსტრიის, უნგრეთის, ბულგარეთისა და რუსეთის ხარჯზე. რომელია ეს სახელმწიფო?
აშშ-ში ერთერთი კონცერტის შემდეგ დააპატიმრეს სტრავინსკი საჯარო საკუთრების დაზიანების ბრალდებით! რა დააზიანა?
ძველთბილისური: -გაუმარჯოს იმ კაცს, ვინც არც ხნავს და არცა სთესავს, მხოლოდ მკის და ნამუსიან პურს ამითა ჭამს!.
ერთ ქალაქში ჩატარდა დიდი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია (35 ქვეყნის ასამდე მეცნიერი მინაწილეობდა), დიდ დარბაზში კი მაგიდებზე მხოლოდ 4 დროშა იყო (ფრანგული, ებრაული, ჩინური და იაპონური). რა დისკრინიმაციაა!?
იაკუტიაში ქეჩის მწარმოებლები დასამუშავებელ ბეწვს
როგორც წესი, მეზობლებისაგან ყიდულობენ, რადგან თავად არ ყავთ საქონელი. მერედა რატომ არ ჰყავთ?
კენგურუ ავსტრალიელებმა გამოსახეს თავის ღერბზე. რა დამსახურებისთვის?
მტრედი ხშირად “კეკლუცობს” (ისწორებს ფრთებს და ბუმბულს), ამიტომაც მისი სახელი დაარქვეს ისეთ ადამიანს, რომელიც გადამეტებულად აქცევს ყურადღებას ჩაცმულობას.
რა ქვია მტრედს ფრანგულად?
მე-19 საუკუნეში ქალთა ემანსიპაციისათვის მებრძოლთა საზღვარგარეთელი ლიდერები ქალებს მოუწოდებდნენ
დაეწვათ მათი გარდერობიდან ერთერთი ნივთი, როგორც განთავისუფლების სიმბოლო. რომელი? ნუთუ ის?
XII საუკუნეში იტალიელმა რაინდებმა პალესტინაში დაარსეს წმ. ლაზარეს ორდენი, რომლი წევრებიც უვლიდნენ მძიმე ავადმყოფებს, მაგრამ ორდენის მაგისტრის არჩევა უხდებოდათ ხშირად. რატომ?
2004 წელს კოლუმბიაში წიგნის მეკობრეებმა ხელთ ჩაიგდეს მარკესის ახალი რომანის “სევდიანი მოგონებები მეძვებზე” ხელთნაწერი და გამოსცეს. მწერალმა მეკობრეების საწინააღმდეგოდ ეფექტური ნაბიჯი გადადგა
986 წელს რუსეთის დიდმ მთავარმა ვლადიმირმა რწმენის არჩევისას გადაწყვიტა “მუჰამედობა” მიეღო, ალბათ მრავალცოლიანობისათვის, მაგრამ მერე მადაიფიქრა და საბოლოო არჩევანი ქრისტიანობაზე გააკეთა.რატომ?
ქ. როსტოვის ცენტრში დიდ პანოზე გამოსახულია პეტრე I დონის მიწაზე მოსულ ულამაზესი პროდუქტების ფონზე: ვაშლი, მსხალი, ხახვი, პომიდორი, გოგრა, ნიორი კარტოფილი, სიმინდი. რა შეცდომაა ნახატზე?
რა აქვთ საერთო მორის რაველს, სერგეი პროკოფიევს და რიჰარდ შტრაუსს?
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment