Monday, March 16, 2009

“ ხმალში გატანება”


ქართული დუელი


ნიკო ხიზანიშვილი, “რჩეული იურიდიული ნაწერები”
წ, გვ.548-554

“სამართალი დიდი ზნეობითი ძალაა . . .ხალხის უბედურება და ბედნიერება, მისი აწმყო და მომავალი ამ ძალაზე არის დამკვიდრებული” წერდა მე-19 საუკუნის ცნობილი ქართველი მეცნიერი ნიკო ხიზანიშვილი (ნ.ურბნელის ფსევდონომით)
მეფე ვახტანგის სამართლის სიტყვით “საქართველოში სამართალი ექვსი არის, რომე ამითი თავი იმართლების” და ამათგან მეოთხედ მოხსენიებულია “ხმალში გატანება” –ორთაბრძოლა.ხმალი იქცა დამტკიცებად, რომლითაც “თავი იმართლების”, პირველ რიგში თავად-აზნაურებს შორის.
“ქართველნი კრძალვითა და მოწიწებით ეპყრობოდნენ ხმალსა”. ხმალში გასვლა შეიძლებოდა მხოლოდ დიდი დანაშაულის ბრალდებისას, როგორიცაა” მეფის ორგულობა, სალაროს ან საყდრის გატეხვა . . .” ხმალში გასვლის ნებართვას იღებდნენ მეფის ან დიდი ფეოდალისაგან.
სასამართლო ნიშნავდა ორთაბრძოლის ადგილს, რომელსაც მოედანი ეწოდებოდა. მოედანზე “ღვთის მსჯავრი
წარმოებდა და წმინდა ადგილად ითვლებოდა,” ამიტომ მოპაექრენი ორთაბრძოლის წინ თითქმის 40 დღე ლოცულობდნენ. მებრძოლთა მიერ ხრიკის გამოყენება დანაშაულად ითვლებოდა. მოედანი გარშემო თხრილითა და ღობით იყო შემოზღუდული. მოედნის ერთ მხარეს იდგა იმ ეპოქის სამართლის აუცილებელი ატრიბუტი _სახრჩობელა.
მებრძოლთა მშობლებს “ხმლის მოედანთან” ყოფნის ნება არ ჰქონდათ. მოედნის გარშემო სრული სიჩუმე იყო, “სასტიკად აკრძალული იყო, ვისმე სიტყვით თუ ნიშნით რომელსამე “შებმულისათვის” თანაგრძნობა და შემწეობა აღმოეჩინა. “ხმალში გამტანთ” მოედანზე ახლდათ თითო-თითო “მემათრახე”.
ორთაბრძოლა მთავრდებოდა გამარჯვებულის გამოვლენით. ძლეული მეფესთან მიყავდათ “და მერე მეფემ, ვით ხამდეს, ეგრე ქმნასო”. შეიძლება ჩამოხრჩობაც ებრძანა.
“იარაღი გარდავარდნილისა, გარდამგდებისა არის და ცხენიც _მემათრახისა”

კითხვა: რა ევალებოდა “მემათრახეს”?

1 comment:

  1. პასუხი: “მემათრახე იყო მფარველი და მოსარჩლე ძლეულისა და ხმალში გამტანს, აღფრთოვანებულს გამარჯვებით, ნებას არ აძლევდა მოეკლა დამარცხებული” გვ.554. (მოედანი ხომ “წმინდა ადგილად” ითვლებოდა)

    ReplyDelete