Saturday, June 13, 2009

ე ქ ი მ ე ბ ი ს იუმორი


• ჯობია ეგდო ქუჩაში მთვრალი,
• ვიდრე მეფის ტახტზე გიხილონ მკვდარი!
• უსიმღეროდ ქეიფს სიმღერით თოხნა ჯობია!

_როჯერსი ამტკიცებს, რომ საუკეთესოა ექიმებს შორის, რადგან არასდროს არ ეკითხება ავადმყოფს, თუ რა აწუხებს; თავად უნდა მიხვდეს. რისი მკურნალია? . . . _ბეითალია, ვეტექიმი.

სასწრაფოში რეკავენ: არიქა, მალე მოდით, ავადმყოფს სიცხე აქვს! _თუ ძალიან მაღალია, მოვალთ.
_კი, ექიმო, ძალიან მაღალია, მეტრი და 90 სანტიმეტრია!

ავადმყოფი: ექიმო, რაიმე იაფიანი დიაგნოზი დამისვი (თორემ გამისკდა გული)

ექოსკოპიის შემდეგ ექიმი პაციენტს: _მოგილოცავთ, თქვენ ფეხმძიმედ ბრძანდებით! პაციენტი: _დარწმუნებული ხართ, რომ ბავშვი ჩემია?


60 წლის შემდეგ დილით თუ გაიღვიძე და არაფერი გტკივა, ე.ი. მკვდარი ხარ!

ნაზიკიას ექიმმა წონის დასაკლები წამლები დაუნიშნა
და გააფრთხილა, მხოლოდ 200 გრამი მოხარშული ხორცი ჭამეო. პაციენტი: _ჭამის შემდეგ?

_ექიმო, მჭადის სახელი მავიწყდება! _ყველი, შე კაცო! _გაახსენდა ექიმს.

ოპერაციამდე_ექიმო, ფეხს ხომ არ დავკარგავ?
_გააჩნია, სად შეინახავ!

ვჭამ, ვსვამ და მადლიერი არავინაა!


ამირან კალაძე: _ჰოი, გულო, რა დროს ამიკვნესდი/ აჭრიალდა ბედის კარუსელი./ მე რამდენი ნატვრა აგისრულე,/ შენ ერთ ტკივილსაც ვერ გაუძელი/

მსახიობი მარლენ ბრანდო (სიბერეში 180 კგ გახდა): სიბერე ის პერიოდია, როდესაც ხვდები, რომ ცხოვრებაში არ გყოლია ნამდვილი მტერი _საკუთარი თავის გარდა.


ბიუჯეტი განსაზღვრავს ჩვენი ჯიბის სისქეს და ქამრის სიგრძეს

ექიმებს არ უნდათ უშარვლოდ დარჩნენ და ამიტომ ინტერესდებიან სხვისი ჯიბეებით

$ რჩევები კასტორკასავითაა: ჯობს სხვას მისცე, ვიდრე შენ მიიღო.

$ თერაპევტებმა ცოტა იციან და ცოტას აკეთებენ.

ქირურგებმა ცოტა იციან, მაგრამ ყველაზე უკეთ შეუძლიათ გააკეთონ.

ინტერნებმა ყველაფერი იციან, მაგრამ არაფრის კეთება არ შეუძლიათ.

პათანატომებმა ყველაფერი იციან, ყველაფრის გაკეთებაც შეუძლიათ, მგრამ . . .გვიანია.


$_შენ ქმარს გული ისევ აწუხებს? _აჰ, აღარ! _ოპერაციამ უშველა? _კი, მოისვენა საწყალმა, მხოლოდ ორი დღე იწვალა.

$ _ექიმო, გჯერათ მიცვალებულების დაბრუნების? _ეს რომ მჯეროდეს, პროფესიას შევიცვლიდი.

$ _ქირურგს ნიღაბი რატომ უკეთია? _რომ არ იცონს ავადმყოფმა.

$ I ექიმი: სამი თვის წინანდელი დიაგნოზით ეს პაციენტი ეხლა მკვდარი უნდა იყოს! II ექიმი: _რას იზამ, თუ პაციენტს არ უნდა სიკვდილი, იქ მედიცინა უძლურია!

$ _ექიმო, ხომ არ ვკვდები? _არ ინერვიულოთ, ეს აბი მიიღეთ ძილის წინ, ეს კიდევ დილით, თუ გაიღვიძებთ.

$ ექიმი:_ თქვენი ავადმყოფობა მემკვიდრეობითია! _შეუძლებელია! მე ხომ ობოლი ვარ.

$ ქერტლისაგან განთავისუფლების საუკეთესო საშუალება გელიოტინაა.

$ ექიმი პაციენტს დიდხანს და გულდასმით სინჯავს: _ვერ გამიგია! ან სტეტოსკოპი გაფუჭდა, ან დიდი ხნის მკვდარია

$ გაკვეთამ დაადასტურა, რომ მიცვალებულის სიკვდილის მიზეზი . . .გაკვეთაა.

ყველა პუბლიკაცია კარგია, გარდა . . .ნეკროლოგისა.


_სიგარეტისათვის თავის დანებებაზე ადვილი რაა?! მე ბარე ასჯერ მაინც მაქვს დანებებული თავი.

$_მიცვალებულს ჰალსტუხ რატომ არ უკეთია?
_არ უყვარდა, ცხონებულს.
_რავა, ბალზამი ენატრებოდა?

$ერთმა სწავლულმა გადასწყვიტა გაეგო, სად აქვს ხოჭოს სმენის ორგანო. დასვა მაგიდაზე ხოჭო და დაუსტვინა. ხოჭო გაიქცა. შემდეგ ცდაზე ხოჭოს ფეხი მოგლიჯა, დაუსტვინა ძველებურად, მაგრამ ხოჭო აღარ გაქცეულა. მეცნიერმა დაასკვნა: ხოჭოს სმენის ორგანო ფეხში ჰქონია!

_სიდედრმა ისეთი საშინელი ფეხსაცმელი მაჩუქა, რომ მის დანახვაზე ბავშვი ცუდად გახდა და ორი კვირაა, რაც ნევროპათოლოგთან დამყავს!


კოლექტიური იუმორის, დელიკატურობის და კაცური სინაზის გამოვლინებაა თელაველების დამოკიდებულება ორ სეხნია_თანამემამულესთან, ორ ვიქტორთან: ერთერთმა უბედური შემთხვევის შედეგად ხელი დაკარგა. მათ განსასხვავებლად თელაველებმა ჯანმრთელს შეარქვეს “ორხელა ვიქტორა”.

მარკ ტვენ ერთერთი ლექციის წინ ძალიან ნერვიულობდა, მაგრამ მოახერხა, პირველივე წინადადებით აუდიტორიის აღფრთოვანება: _იულიუს კეისარიმოკვდა, შექსპირი მოკვდა, ნაპოლეონიც მოკვდა და მეც ვერ ვგრძნობ თავს კარგად. . .

პარიზის მთავარეპისკოპოსს ჟან ბატისტ მოლიერი ერეტიკოსად მიაძნდა და მისი სასაფლაოზე დაკრძალვის ნებართვა არ გასცა. ლუდოვიკო XIV_მ ეპისკოპოსს ჰკითხა: _რა სიღრმეზეა მიწა ნაკურთხი სასაფლაოზე? _რვა ფუტის სიღრმეზე. _მაშინ მე ვბრძანებ მოლიერისათვის საფლავი გათხარონ 12 ფუტის სიღრმეზე.

ყველა ჩვენგანში ძინავს გენიას . . .ლეთარგიული ძილით

მეწაღემ ბიჭი მიუყვანა ნავროპათოლოგს: _გამიგე ერთი, რა ჭირს! სამი წლისაა და ფეხსაცმლის დაკერება ვერ ისწავლა!

_ყველა ნარკომანი ანებებს თავს ნარკოტიკს! ზოგიერთი ამას სიცოცხლეში ახერხებს (ასწრებს)

_ექიმო, ჩემ შვილს ერთი თვეა არც ხორცსა ჭამს და არც თევზს. პირი არ დაუკარებია! _რატომ? _არ გვაქვს!

1 comment: