Thursday, October 21, 2010
ს უ ფ რ ა ზ ე
სუფრა მთლად აკადემიაც არაა (როგორც ქართველებმა ვიცით), მაგრამ სუფრაზე (განსხვავებით, შეხვედრების სხვა ადგილებისაგან) შეიძლება ბევრი რამ ძალიან ჭკვიანური და საინტერესო გაიგო (რა თქმა უნდა, თუ კარგ საზოგადოებაში აღმოჩნდი), საინტერესო ნაცნობ-მეგობრებიც შეიძინო, დროც სასიამოვნოდ გაატარო და მომავალს უფრო ენერგიული და მომზადებული შეხვდე.
ამდენად, სუფრაზე ჭკვიანი, მხიარული, ენამოსწრებული (კარგად მოსაუბრე), მომღერალი და მუსიკალური წევრი სწრაფად ხვდება საზოგადოების ყურადღების ცენტრში და შემდეგ ადვილად შედის სხვა საჭირო წრეებშიც.
თამადა ყაბარდოულად “მამასახლისია”, ჩერქეზულად “მამა უფალი”.
ტრადიციულად ქართულ სუფრაზე ლუკმას გატეხდნენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც უფალს მადლობას შესწირავდნენ. მეფისა და თავადების სუფრაზე პირველ სადღეგრძელოს მღვდელმთავარი ან კარის მოძღვარი წარმოთქვამდა, გლეხებთან _ოჯახის უფროსი.
მეფის საშობაო სუფრაზე წარმოთქმული: “მრავალჟამიერ ჰყოს ღმერთმან მეფობა თქვენი მრავალ წელს და ისარი ესე გულსა გაერთხას მეფობისა თქვენისა ორგულსა!”.
პატრიარქი ილია II _"სუფრის არსი ქრისტიანულია და გამორიცხავს თრობას. კარგად აღზრდილი ადამიანი არ დათვრება და ამით თავს არ დაიმცირებს. . .
სუფრის ღრმა სულიერ ხასიათზე მიუთითებს ისიც, რომ ყოველთვის ხდება გარდაცვლილთა მოხსენიება.
გული განგვისპეტაკე, გონება განგვინათლე, სული განგვიწმინდე, შეცდომილნი მოგვაქციენ, სულიერნი და ხორციელნი სნეულებანი ჩუენნი განკურნენ, რათა ვიყოთ ჭეშმარიტი მსახურნი მოყვასისა, მამულისა და ღვთისა.
სადღეგრძელო უპირველესად ლოცვაა.
დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება".
AA(პატრიარქის საგალობელი) წმიდაო ღმერთო,/ წმიდაო ძლიერო,/ წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ!
*ჩვენი ”ენაი შემკული და კურთხეული!” ამ ენაზე ბილწსიტყვაობა დაუშვებელია!
თამადის დალოცვა ფუჭი და მოსაბეზრებელი,ტრაფარეტული უხვსიტყვაობის გარეშე.
თამადის მოწოდებები “მომისმინეთ, სიჩუმე და მისთანები” უპირველესად მიუთითებს მის სისუსტეზე. თანამეინახეთა ყურადღებას ექსპრომტით ან კაფიათი იპყრობენ.
მაგ. გ. შატბერაშვილი:
“ისეთ სადღეგრძელოს ვიტყვი,
ბულბულს დავსვამ ჭიქაზე,
ვარდის ტოტზე დაჩვეული
ჩვენთან ყოფნას ინატრებს”.
ჭრის თავაზიანი მოწოდებაც: “პატარა სიჩუმისმაგვარი”, ან ყასიდად “ვსარგებლობ სიჩუმით და მინდა შემოგთავაზოთ . . .”
ჩვენთან კი არ თვრებიან, მხოლოდ ლხინით ტკბებიან!
ბოდენშტედტი:_ღვინის ღირსი არ არის ის, ვინც ამ სასმელს წყალივით სვამს.
სპიჩი _მოკლე სადღეგრძელო (ეს ინგლისურად. ქართველებს არ აქვთ, სამწუხაროდ, ასეთი საჭირო სიტყვა)
_სერვანტესი “მეფე ბახუსისა და დედოფალ ვენერას უხვი წყალობაც ნუ მოგკლებოდეთ”.
ყურები დაასვენეთ და ყბები აამუშავეთ!".
გლდანში უზბეკური კორპუსების მშენებლობის უფროსმა მასწავლა უზბეკური ლოცვა: _ღმერთმა არ გამოგილიოს ოჯახში ოთხ წლამდე ბავშვი!
ტაჯიკური დალოცვა: _ადამიანში ორი მგელია; კეთილი და ბოროტი. იმარჯვებს ის, რომელსაც უკეთ გამოკვებავ. კეთილი მგელი კეთილი საქმეებით უნდა გამოკვებო და გააძლიერო. Y
ბერტოლდ ბრეხტი, “კავკასიური ცარცის წრე”: ყველა სიკეთე ამ ქვეყნად უნდა ეკუთვნოდეს იმას, ვინც სიკეთეს, სიკეთეს, სიკეთეს თესავს!
გალაკტიონი:
სადაც უნდა შევიარო, ღვინოს დამაძალებენ,
მწუხარება ვერ დავფარო, ღვინოს დააბრალებენ!
ო, ძვირფასო! ჯვარზე მაგეს, გაქრა გიჟი ოცნება,
ვკოცნი, ვკოცნი მე შენ ბაგეს, მაგრამ რა მეკოცნება?!
შოთა ნიშნიანიძე:
უსტუმროს, უპურმარილოს,
ქვევრში უსხია ქეძაფი,
ქართველი ავადმყოფობას
უქეიფობას ეძახის.
ხ ა ლ ხ უ რ ი_
ღმერთი ვადიდოთ და დიდებულნი ვიქნებით, ვაგინოთ და გინებულნი დავრჩებით!
მივიღოთ ვაზის ნაჟური “საკურნებლად სულისა და ხორცისა და სადიდებლად უფლისა!”
გიყვარდეთ ქართული სიმღერა, _გემღერებოდეთ!
კარგ ხალხთან შრომა და ქეიფი, _დაგბედებოდეთ!
მასვი, მაჭამე, მალხინე,/ მრავალჟამიერ მათქმინე,/ თუ კიდევ რამე მოგთხოვო,/ სულ კეთილები მაგინე
სტუმარო, სტუმრობის მზემა,
არცა უსტუმროდ ლხინია,
უსტუმროდ პური და ღვინო
მწარეა, განა ტკბილია.
შემოსწრებული
ხ.?_დოდოზარმა შემოჰკრა,
გაჩნდა თანასუფრელი,
სტუმრის მოსვლას მზე მოჰყვა,
წასვლას _შავი ღრუბელი!
შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი,
ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისა!”.
არიფანა _ქეიფი შეგროვებული ფუილით.
თანამეინახე _ინახად მყოფი, ქეიფისას ხალიჩებსა და ბალიშებზე წამოწოლილი ქეიფი.
ი უ მ ო რ ი
ვილოცოთ მშვიდობისათვის თუ ვილოთოთ მშვიდობისათვის!
გისურვებთ ციმბირულ ჯანმრთელობას, აფხაზურ (კავკასიურ) დღეგრძელობას და ბოშურ მხიარულებას!
ნ.დუმბაძე: ისე არ წავალ, მიწას კვალი არ დავაჩინო,/ ჯერ უნდა ღვინო დაძმარებას გადავარჩინო.
მეუბნებიან, ვინც ლოთია, გმობის ღირსია,
ჩხუბი და შფოთი კაცის არა საკადრისია.
ღვინონასვამზე აყალმაყალს თუ არ ავტეხავთ,
მაშინ ეს ღვინო, მეგობრებო, რის მაქნისია!
_ჭიჭიკია, რეიზა ხარ მოწყენილი?
_მოწყენილი კი არა, ფხიზელი ვარ, ფხიზელი!
ფხიზელი მთვრალის მეგობარი კი არა, გადაადგილების საშუალებაა!
& ქუთაისელი მიყავთ პოლიციელებს გამოსაფხიზლებელში, ის კი: _სად მიგყევართ? არ გრცხვენიათ?! ნასესხები ფულით ძლივს დავმთვრალვარ!
& _სმის დროს თვალებს რატომ ხუჭავ? _ექიმმა ღვინისკენ არც კი გაიხედოო!
მ ა მ უ ლ ი
ნიკ. იოსებიძე: “დალიე, დალიე,
ეგ ყანწი დაცალე,/ მე ვიცი, რას გასმევ, იმიტომ გაძალებ./ მზის სხივის ნაჟური ღვინოა მანავის,/ მაგაზე უარი არ უთქვამს არავის./ სასმისში მამულის ლოცვაა ჩასხმული,/ დალოცე სამშობლოს აწმყო და წარსული./ სამოთხეს გვიჯიჯნის ათასი ავსული/ და თუ არ ვილოცეთ, ჯვარი გვაქვს დასმული
შოთა ნიშნიანიძე: ქართველი თუ თვრება, მღერის და იცინის,/ სმაში რომ ტირიან, არა ვართ ისინი. . .
. . . .
რ. ამაშუკელი: საყოველწმინდოს, ნათქვამს დროულად,/ ეპარებოდა თრობა მალული/ და ძილში წასულ თარხან-მოურავს/ ესიზმრებოდა თავის მამული.
ისტორიული მიმოხილვაც ჭამა-სმაზე ნაკლებად როდი გვიყვარს
& დიდებული წინაპრების სადღეგრძელოა (ზეციური მხედრობა, . . .). ვიღაცას დააცემინა. _იმათ მოსვლამდე არაფერი გეტკინოს! (სასწრაფოდ უსურვეს მოკეთეებმა) _ისინი მოვიდნენ და ჩემი სიცოცხლე რა სახსენებელია!
* შაჰ-აბასმა კახეთში ვაზი ააჩეხვინა, მევენახეებს კი ხოცავდა. მაინც ვერ მოსპო ვაზი საქართველოში: სიკვდილის წინ ერთმა კახელმა ვაზის ლერწი ქამრად შემოიჭირა და მასთან ერთად დაიმარხა. მტრის ჯინაზე ვაზმა გაიხარა და კვლავ დაუბრუნდა საქართველოს!
მსოფლიოში უნათესავო ხალხი ვართ. სიმღერა იყო სულიერად ყველაზე დიდი შემწე:
. . . .
. . . .
სიკვდილო, დამარცხდებიო!
_აკლდამაზე კარგ ციხეს სად ნახავ?
_ვინც ტკბილად მომიგონოს, ას წელიწადს მოიყაროს!
_გავრბივარ ცნობიერებაში გადანახულ ოაზისებში!
იოსებ ბაიაშვილი, მიხეილ ხერგიანის ხსოვნის საღამოზე ექსპრომტად: ყველას რადა ჰკლავ სიკვდილო,/რად არ თვითონა ჰკვდებიო!?/ შენ ვერც ბუნება გაშინებს,/ ვერც ეს დიდრონი მთებიო./ რამდენი გმირი ჩაყლაპე,/ შენ მაინც ვერა ძღებიო./ ერთიღა დაგრჩა, სახელი,/ ვერაფერს ვერ უშვებიო./ სახელს ვერ მოსპობ ვერც შენა,/ ვერც საუკუნო წლებიო,/ სახელი ქვეყნადა რჩება,/ მიწას_ ლეში და ძვლებიო./ ორთავესა ჰყავ პატრონი,/ ვერც ერთს ვერ შაეხებიო,/ გმირებს ნუ შეეჭიდები,/ სიკვდილო, დამარცხდებიო!
ჯანსუღ ჩარკვიანი: ღმერთო, მათქმევინე “სიცოცხლე ღირდა!”
მერე წამიყვანე სადაც გინდა.
ჯ.ჩ. დიდი იმედის ნუ გაქვს იმედი,/ უდაოდ ენდე, თუ ის გენდობა/ გწამდეს იმედის, თუნდაც მცირედის,/ მკრეხელობაა უიმედობაც
ლევილის სასაფლაოზე კოკი დადიანის ეპიტაფია: _“მშვიდობა მითხარ და ჩვენს მხარესა,/ როცა უამბობ ამბებს მწარესა,/ უთხარ, რომ ნახე წარწერა ლოდზე,/ “ძვლებიც კი ფიქრობს საქართველოზე”!
საახალწლო
ხ* ახალ წელიწადს, წლის თავსა,/ გიკვლევ ვაზისა რქითამცა,/ მოკეთე ღმერთმა გიმრავლოს,/ მოყვარე _მრავალგზითამცა./ პურ-ღვინო _დაულეველი,/ ვით მოდინარე წყლითამცა,/ სოცოცხლე _გახარებული, მოუწყინარი დღითამცა!
ჯ.ჩ. _ახალი წლისა ვარ მომლოცველი,
ყველა აქ მყოფის ვარ დამკოცნელი.
ი უ მ ორ ი თ
მარკ ტვენი: ჯობს ჩუმად იჯდე და სულელი ეგონო, ვიდრე რამე თქვა და ყოველგვარი ეჭვი გაფანტო.
ხ.* ექიმი: ზომა რაით ვერ გაიგე, მაგ გასახეთქ მუცელისა!?
ავადმყოფმა დაიუბნა მცნება დიდი რუსთველისა:
“ისევ მაძღრის სიკვდილი სჯობს, მინამ უსმელ-უჭმელისა!”
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment