Saturday, October 19, 2013

სმა-ჭამა (დიდად შესარგი?)

საიდან იღებს სათავეს ჩვენში ეგზომ ფეხმოკიდებული ჭამა-სმის კულტი და კულტურა, ხანდახან უკულტურობაში გადაზრდილი?!

 დიდი შოთას ავტორიტეტი ხომ არაა მასთან რაიმენაირად კავშირში?



 მოდით, ჩავიხედოთ “ვეფხისტყაოსანში”!

 “ამბავი როსტევან არაბთა მეფისა,” გვ.40:
 “მეფეთა შიგან სიუხვე, ვით ედემს ალვა,რგულია:
 უხვსა მორჩილებს ყოველი, იგიცა, ვინ ორგულია;
სმა-ჭამა _დიდად შესარგი, დება რა სავარგულია?!
რასაცა გასცემ, შენია; რაც არა, დაკარგულია!”

 ამა მამისა სწავლასა ქალი ბრძნად მოისმინებდა,
 ყურსა უპყრობდა, ისმენდა, წვრთასა არ მოიწყინებდა;
 მეფე სმასა და მღერასა იქმს, მეტად მოილხინებდა;
 თინათინ მზესა სწუნობდა, მაგრამ მზე თინათინობდა.
 (ეს სწავლება განსაკუთრებული გულდასმით შეგვისწავლია! არცაა გასაკვირველი, რადგან ჭამა-სმაზე ძალიან ხშირადაა ლაპარაკი)

* დღე ერთ გარდახდა. პურობა, სმა-ჭამა იყო, ხილობა,
ნადიმად მსხდომთა ლაშქართა მუნ დიდი შემოყრილობა. . .

 *ადგეს სოგრატ და ავთანდილ ტანითა მით კენარითა,
 თვითო აივსეს ჭიქები, მივლენ ქცევითა წყნარითა. . .

* ესე სთქვა და სიხარულით თამაშობა ადიადა,
 მგოსანი და მუშაითი უხმეს, ჰპოვეს რაცა სადა

* ცოტასა ხანსა ვარჩიე გაჭრა სმასა და მღერასა,
 პურად და საჭმლად მივენდევ ჩემსა მშვილდსა და ცერასა. .




ავთანდილი: მოვშორდი ლხინსა ყველასა, ჩანგსა, ბარბითსა და ნასა!
 ეგრეცა ჭამა მოუნდის ადამის ტომის წესითა,
 ისრითა მოკლის ნადირი, როსტომის მკლავ-უგრძესითა,
 შამბის პირსა გარდახდა, ცეცხლი დააგზო კვესითა. . . .

(რამდენი მაღალჩინოსანი იცით ასეთი ხელმარჯვე?)

ტ.: შინა დავსხედით ნადიმად მას დღესა მინდორს რებულნი;
 მომღერალნი და მუტრიბნი არ იყვნეს სულ-დაღებულნი; . . .
ვიგონებდი, ცეცხლი უფრო მედებოდა გულსა ალვად;
ჩემნი სწორნი წავიტანენ, ჩემსა დავჯე, მთქვიან ალვად,
 შევქმენ სმა და ნადიმობა პატიჟთა და ჭირთა მალვად. . .


            შევე, დავჯე ნადიმადვე, ჩემნი სწორნი სადა სმიდეს.




         მხიარულმან საბოძვარი გავეც, ზამი გაადიდეს.
(წესად ჰქონიათ დასაჩუქრება საზეიმო განწყობის გასადიდებლად)

 გვ.110-112. ინდოთა მეფის შეგებება გამარჯვებულ ტარიელთან:


 რა ქება მითხრა, არ ითქმის, ჩემგან სათქმელად წბილია!
 ხელი გამიხსნა, შემომკრა მან სახვეველი ლბილია.
 (შემდგომში დაუმსახურებელი ქებათა ქება მტკიცედ დამკვიდრდა ჩვენში!)
 შეიქმნა სმა და პურობა, მსგავსი მათისა ძალისა;
 სხვა გახარება ასეთი არ უნახავი თვალისა!
 ჯამი და ჭიქა _ყველაი ფეროზისა და ლალისა.
 არვისი ბრძანა მეფემან არცა გაშვება მთვრალისა.
 (ბოლო სტრიქონის დამახსოვრება ძალიან საშურია, რამდენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა შემოგვრჩებოდა?!))

კვლაცა დაჯდა მხიარული, მოიმატა სმა და მღერა;
 კვლა გაგრძელდა ნადიმობა, ბარბითი და ჩანგთა ჟღერა.
 (დიდი გამარჯვების შემდეგ ნორმალურია! თან სიმღერა და მუსიკა.)


 ავიყარენით, მიგვჭირდა სმა დოსტაქნისა მეტისა.
 (განსხვავებულ სასმისებს მაშინაც მიირთმევდნენ)
 მას ღამით ვსხედით ნადიმად, მუნ ამოდ გავიხარენით
         ქართული ხასიათის ჩამოყალიბებაში რუსთაველის როლი უდიდესია და ეს განსაკუთრებულად გამოჩნდა ბოლო ასერგასს ჭამა-სმის სიყვარულში.



 “ძლიერთა ამა ქვეყნისამან” ქვეყანაც გამოხრეს და მდინარეებიც გადაყლურწეს.

 ცოტა დრო დაგვრჩა, რათა თავიდან წავიკითხოთ და გავიაზროთ “ვეფხისტყაოსანი”.

No comments:

Post a Comment