Wednesday, March 6, 2013

ქ ა რ თ ვ ე ლ ე ბ ი


     


   ქართული დასაბამი იწყება ქრისტეს დაბადებამდე 5604 წლიდან.

  ფარნავაზი იყო პირველი მეფე ქართლოსის ნათესავთაგან. მან შექმნა ქართული სახელმწიფო: დაუწესა საერთო საზღვრები, ენა, რელიგია, მიმართულება ელინისტურ კულტურაზე და ადმინისტრაციული მოწყობა _8 საერისთავო. დასავლეთით მისი მძლავრი საყრდენი იყო ეგრისი, რომლის მმართველს ქუჯის მიათხოვა და.
ფარსმან ქველი, “უშიში, ვითარცა უხორცო”, მეფობდა ახ.წ.ა. 120_179 წ. რომის იმპერატორმა ადრიანემ დაიბარა, როგორც ვასალი, მაგრამ არ ეახლა. შემდეგ იმპერატორმა შერიგება ამჯობინა, საჩუქრად გამოუგზავნა 50 ლეგიონერი და საბრძოლო სპილოები. 144 წელს იმპერატორ ანტონიუს პიუსის მიწვევით ფარსმან მეფე ჩადის რომში სტუმრად; მას დიდი პატივით ეგებებიან. ქართველებმა ჯირითით გააოცეს რომაელები. ფარსმან მეფეს კი ძეგლი დაუდგეს რომში მოედანზე.
 ფარსმან მეფემ ორჯერ უკუაგდო პართიელების (დღ. თურქმენეთის ტერიტორია) შემოტევა, დაამარცხა ვოლოგეზ III. ფარსმან ქველი მოწამლა პართიელთა მიერ მოსყიდულმა მზარეულმა 170 წელს.
 ფარსმან მეფეს რომში ძეგლი დაუდგეს იმპ. პიუს . .
  ქრისტე ქადაგებდა, რომ ღმერთი სიყვარულს ითხოვს და არა მსხვერპლს.  იოანე_ზოსიმე საბაწმინდელის “ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისა დაწერილია ახ. წ.ა.-ის 342 წელს. “დამარხულ არს ენაი ქართული რღემდე მეორედმოსვლისა მისისა საწამებლად, რაითა ყოველსაენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა და ესე ენაი  მძინარე არს დღესამომდე და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰქვიან. . .და ოთხისა დღისა მკუდარი ამისთვის თქუა დავით წინასწარმეტყველმან რამეთუ წელი ათასი ვითარცა ერთი დღე (ე.ი. 1000 წლის წინ) და ესე ენაი შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაითა მდაბალი და დაწუნებული მოელის დღესა მას მეორედ მოსვლასა უფლისასა (ე.ი. ღვთიური ცოდნის მატარებელია)
  იოანე ზოსიმე = იონ სო სი რექ =მეგრულად: წამიყვანე სადაც ხარ.
   ვლ. ჩუბინიძე “სასწაული”, 1993წ. გვ.330; ყველა ხალხის საერთო ენა მეგრული უნდა იყოს.

წმინდა ნინოს ქადაგება შეისმინეს მირიან მეფემ და დედოფალმა ნანამ და მიიღეს ქრისტიანობა.
  327 წელს ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა.
  1811 წელს რუსეთმა გააუქმა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალია. სომხური ეკლესიის ავტოკეფალია დატოვეს.
   საქართველოში საქადაგოდ ჩამოსულ ანდრია პირველწოდებულს თან ჰქონდა ღვთისმშობლის ხატი, “აწყურის ღვთისმშობლის ხატად” წოდებული.
   წმ. მოციქული მატათა ქადაგებდა მეორე ეთიოპიაში, ანუ კოლხეთში, დაკრძალულია აჭარაში, გონიოში, აფსარის ციხესთან, ხოლო სიმონ კანანელი _ახალ აფონში.
  ორი საუკუნის შემდეგ საქართველოში საქადაგებლად ჩამოვიდნენ წმ. იოანე ზედაზნელი და მისი 12 მოწაფე, ასურელი ძმები.
 ვახტანგ გორგასალის დროს საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მიიღო ავტოკეფალია, _პირველი რომის იმპერიის ფარგლებს გარეთ!

1917 წლის 25 მარტს საქართველოს სამოციქული ეკლესიის ავტოკეფალიის დღე აღინიშნა.


   ბაგრატიონები ჩანან VI საუკუნიდან. ისინი სპერიდან არიან. ქართლის ერისთავი აშოტ დიდი კურაპალატის ტიტულს ატარებდა. მან დააფუძნა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა დინასტია.
   ქართლის მეფის ტიტულის პირველი მფლობელი იყო ადარნასე ბაგრატიონი
   975 წელს ტაოს მეფეთ-მეფე დავით III იოანე მარუშის ძის დახმარებით დაეუფლა ქართლს და იქ გააბატონა თავისი შვილობილი ბაგრატ III, რომელიც იყო აფხაზთა უშვილო მეფის თეოდოსის დისშვილი. ბაგრატ III იწოდება აფხაზთა და ქართველთა მეფედ. მან ააგო ბედიის მონასტერი აფხაზეთში, რომელშიაც დაიკრძალა კიდევაც.
  ბაღვაშმა 1042 წელს აიღო თბილისი, მაგრამ დიდებულების ზეგავლენით მცირეწლოვანმა მეფემ გიორგი II უარი თქვა. შემდეგში ლიპარიტ ბაღვაში კეისარმა გადასცა სულთანს. სულთანს უკითხავს: ჩემგან რას ელიო? ლიპარიტმა: თუ ჯალათი ხარ, თავს მომჭრი, თუ ვაჭარი _გამყიდი, თუ მეფე _გამიშვებ. სულთანმა მიუგო: მე მეფე ვარ, შენ კი სტუმრად დარჩი.
გრიგოლ ხანძრთელმა დაამკვიდრა მცნება _საქართველო, სადაც ჟამი ქართულად შეიწირვის.
  X საუკუნის მეორე ნახევარში დავით III კურაპალატმა მოჭრა ვერცხლის მონეტა _დრამა, რომელიც აღმოაჩინეს ჩრდილოეთ გერმანიაში, შვედეთში, რიგასთან და რუსეთში. ვარაუდობენ, რომ 1043 წელს კონსტანტინოპოლზე შეტევისას რუსები ჯარში იბრძოდნენ ვიკინგებიც, ტყვედ ჩავარდნილები 1046 წელს იბრძოდნენ ქართულ ჯარში. სამშობლოში დაბრუნებულებმა თან ჯემაგირის სახით აღებული ქართული დრამაც წაიღეს.


 დავით აღმაშენებელი 1073-1125წ.წ. ტახტზე ავიდა 16 წლისა. გააძევა “უღირსად გამოჩინებულნი და ეკლესიაში დააყენა “ჭეშმარიტად მწყემსნი”.
  _კაცთა მონიჭებული პირველი სიმდიდრე წიგნთა მოძღვრებაი არს.
  _მსაჯული მართალ სჯიდე. . .მართალნი ნეტარებნენ და იხარებდნენ, ცოდვილთა გვემდეს ცეცხლი.
  მეფის დარბაზი: მწიგნობართუხუცესი-ჭყონდიდელი (დღევანდელი პრემიერ-მინისტრი).
 _უმაღლესი მთავრობა _სავაზირო შედგებოდა 7 ვაზირისგან: I _მწიგნობართუხუცესი, უმაღლესი მოსამართლე; II _მანდატურთუხუცესი, შინაგან საქმეთა (პოლიცია, მსტოვრები);
III _ამირსპასალარი (სამხედრო საქმეთა); IV _მეჭურჭლეთუხუცესი (ფინანსთა); V _მსახურთუხუცესი (სასახლის კარის სამსახურის): VI _მეჯინიბეთუხუცესი, ამირსპასალარის პირველი თანაშემწე. VII _ჩუხჩარხი, მეფის პირადი სპასპეტი, მონასპის (გვარდიის) უფროსი


  თამარ მეფე (1160-1213) ამ სიტყვებით გაეყარა იური დოლგორუკს: “. . რამეთუ საღმრთო რჯული გვასწავლის, არა განვეშოროთ პირველსა საწოლსა, მაგრამ რაკი მე არა მიძლავს განმართვა მრუდე ხის აჩრდილისა, უბრალოდ განვიყრი მტვერსაცა, რომელი აღმეკრა მე შენ მიერ.”
  ივანე მრისხანე ყაზანის ბრძოლის წინ ივერიის დედოფლის დინარას სასწაულებრივი გამარჯვებებით აღაფრთოვანებდა რუსის ჯარს. კრემლის წმ. გიორგის დარბაზში არის დინარა დედოფლის პორტრეტი.
   ლაშა გიორგის ორი ღმერთი უყვარდა: ბახუსი და აფროდიტე.
  დემეტრე თავდადებული, 11 წლის მეფედ დაამტკიცა ყაენმა: “რა სარგებელ არს ცხოვრება ჩემი, უკეთუ ჩემთვის მრავალი სული მოკვდეს და მე ტვირთმძიმე ცოდვითა განვიდე სოფლისა ამისგან.” ნებაყოფილებით წავიდა ოქროს ურდოში, სადაც 1289 წლის 12 მარტს ყაენის ბრძანებით თავი მოკვეთეს. აკურთხეს წმინდანად.

 1314 წელს გამეფდა დემეტრე თავდადებულის ვაჟი გიორგი მეხუთემ  ხმლითა და სწორი დიპლომატიური ნაბიჯებით ევროპაში პირველმა დაამხო მონღოლთა ბატონობა, გარეკა მაოხარი ოსები, განავრცო სამფლობელოები ტრაბზონის ჩათვლით, ეგვიპტის სულთანისაგან ჩაიბარა ქრისტეს საფლავის კლიტე-გასაღები! განამტკიცა სამართალი “ძეგლისდებით” და ”სახელმწიფო კარის გარიგებანით”. გეორგიანულმა თეთრმა გააძევა ბრუნვიდან მონღოლური მონეტები. ეგვიპტის სულთანი ასე მიმართავდა: _მის უდიდებულესობას, მეფეთა შორის საუკეთესოს, ზღვათა და სრუტეების სამფლობელოების განძისა, ლომისა, დაუცხრომლად მებრძოლისა, თავის ქვეშევრდომთათვის სამართლიანისა. . .ქრისტიანთა განმადიდებლისა,. .  მუსლიმანთა მეგობრისა. . . “ ჩვეულ გეორგიანულ მწვერვალებს დაუბრუნა 100 წლის მანძილზე მტრისაგან ნაწამები სამშობლო.  გიორგი ბრწყინვალე აღესრულა 1346 წელს.
1586 წელს რუსეთის მეფემ თევდორე ივანეს-ძემ თავის ტიტულს თვითნებურად ჩაურთო “. . .ივერთა ქვეყნის და ქართველთ მეფეების ხელმწიფე”.  (ამ დროიდან “უყვართ” საქართველო.)
  ვახუშტი ბატონიშვილი (ბაგრატიონი 1696-1757): ხოლო ქართველთა ტომნი, ვითარცა გვაუწყებს მატიანე ჩვენი, იყვნენ ყოველთა ტომთა და ნათესავთა უუბოროტოესნი დ უუღვთოესნი (ყოვლად უბოროტინი და ღვთისნიერნი)
  შოთას, ეპოქის უდიდესი ჰუმანისტი ქადაგებიდან:
    მისთა სპასათა ნუ დახოც, ზროხათა, ვითა ვირთაო,/
    დიადი სისხლი უბრალო კაცმანცა ვით იტვირთაო.
   1614_1617 წლებში ირანის შაჰმა აბასმა ოთხჯერ ააოხრა კახეთი, 150 ათასი კახი შეეწირა ამ თავდასხმებს, უამრავი გადაასახლეს სპარსეთის დაუსახლებელ ტრამალებში. კახელები არ დანებდნენ, აჯანყდნენ და მოსრეს 80 ათასი თურქმანი!
   1709 წელს ვახტანგ VI-მ რუმინეთში მოღვაწე ანთიმოზ ივერიელის დახმარებით თბილისში დააარსა სტამბა.
   1703 წელს კახეთისა და იმერეთის მეფემ არჩილმა მოსკოვში გამართა პირველი ქართული სტამბა
  ქართველმა თავადებმა ივანე ორბელიანის თაოსნობით რუსეთის ერთგულების გამოსახატავად წვერი გაიპარსეს, ტომარაში გამოკრეს და მტკვარში გადაუძახეს.
1837 წელს თბილისში ჩამოსულ ნიკოლოზ I-ს ბინა დაუთმო დავით ზუბალაშვილმა (დღ. ხელოვნების მუზეუმი). ულამაზესი ორბელიანთ ქალიც შეუგორეს საწოლში “სტუმართმოყვარე” თავადებმა იმპერატორს!
  რუსეთის იმპერიამ ჩრდ. კავკასია დქაიმორჩილა მხოლოდ 1859 წელს, იმერეთი _1862?  აფხაზეთი კი მხოლოდ 1864 წელს. იმპერიამ აფხაზები კანონსგარერედ გამოაცხადა.
   1914 წლის 22 დეკემბერს კაპიტანმა ტარასი ვაშაკიძემ ერთი ასეულით განაიარაღა თურქეთის არმიის სარდალი ისხან ფაშა, სამი დივიზიის მეთაური შტაბითურთ, სულ 107 ოფიცერი და 1300 ჯარისკაცი. მარტო მიადგა თურქების პოზიციებს და დამტვრეული თურქულით მტკიცედ მოსთხოვა განიარაღება. თურქების სარდალს ღირსება არ შეუბღალა და იარაღი დაუტოვა. “შაითან კაპიტანი” პირადად დააჯილდოვა ნიკოლოზ II-მ.
  1915 წელს რუსებმა შიო მღვიმის მონასტრიდან 3000 უძველესი ხელნაწერები წაიღეს პეტერბურგში. მათგან ნმხოლოდ სამია ცნობილი, ისიც ებრაელმა გადაარჩინა დაწვას. ერთერთზე დავით აღმაშენებლის ხელრთვაა.
  შოთა: სჯობს სიცოცხლეს ნაზრახსა, სიკვდილი სახელოვანი.
& იგი მიენდოს სოფელსა, ვინაც თავისა მტერია.
*   სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოვლისა მოსახვეჭელსა.
     გარდახდეს, გავლეს სოფელი, ნახეს სიმუხთლე ჟამისა;
     ვის გრძლად ჰგონია, მისთვისცა არის ერთისა წამისა.

  არვის ძალუძს ხორციელსა განგებისა გარდავლენა.
განგებაა, სწორად მოჰკლავს, ერთი იყოს, თუნდა ასი;
მარტროობა ვერას მიზამს, მცავს თუ ცისა ძალთა დასა.
 
კაცსა ღმერთი არ გასწირავს არე, მისგან განაწირსა.
 ხსოვნა არა ხამს ჭირისა, ვით დღისა გარდასულისა.

მისთა სპასათა ნუ დახოც, ზროხათა, ვითა ვირთაო,
დიადი სისხლი უბრალო კაცმანცა ვით იტვირთაო.


  ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფე გიორგი VIII ფარავნის ტბასთან იყო დაბანაკებული. მოღალატე მთავრებმა მოითათბირეს და გადაწყვიტეს მეფის მოკვლა ღამით. ღალატის შესახებ შეიტყო ერთგულმა კარისკაცმა იოთამ ზევდგინიძემ და გააფრთხილა მეფე. მეფემ არ დაუჯერა. მაშინ იოთამმა სთხოვა ნებართვა ღამე მის კარავში გაეთია. დილით მეფემ თავის საწოლში ნახა დაჩეხილი იოთამ ზევდგენიძე. საქართველოს მოღალატეები ამჯერად მკაცრად დაისაჯნენ.
   ზევდგინიძეთა ამ შტოს ეკუთვნის გურამ ზედგინიძე, გურამიშვილთა დინასტიის დამფუძნებელი, დავით გურამიშვილის წინაპარი.
  გირჩევ, ნუ აქცენ ზღუდესა,/ შენს ზურგის მისაყუდელსა.
მე კი ვფარავ, მაგრამ ჩემი სატკივარი არა ფარავს.
    ზაზა ფანასკერტელი_ციციშვილი _XVI ს-ის პოლიტიკური მოღვაწე და წამალთმცოდნე, ავტორი “კარაბადინისა”.
   გიორგი სააკაძე 1570-1629წ.: “დიდკაცობას კარგი კაცობა სჯობს, კარგ კაცობას _კარგი მამულიშვილობა!
  არჩილ მეფე 1647-1713წ.: ასე სჭირს საქართველოსას დიდებულს, გინა მცირეთა:/ აზვავდებიან, იტყვიან: უჩემოდ ვით იმღერეთა!
  _რისხვა ბრძნისა სჯობს ცრუთასა ალერსსა, სიტკბოებასა.
_ეტლთა ბრუნვათა მსგავსია ამ სოფლის ლხინი და შვება,/
 წამიერთ იცის ორივე, ამაღლება და დაშვება.
 _სჯობს მონა ბრძენი უგუნურს მეფესა მოხუცებულსა.
_სჯობს საქმე უხმო სიტყვასა, თქმულსა, არ გათავებულსა,
 თქმა და არა ქმნა სარცხვინელ ჰყოფს კაცსა გათავებულსა.
 _რაცა არა მაქვს, ის მინდა, რაცა მაქვს, ვერ დამიცავსა.
   სულხან საბა ორბელიანი 1658_1725წ.  ცოდნა ხეა და საქმენი _ხილი, მას ესხას ზე ბარე,/ ხეს ხილისათვის დანერგვენ, ამისთვის შვრება მებარე.
  თუ მეფეს სძინავს, ქვეყანა ვერ დაიძინებს შვებითა.A
_ეგრე მტრისა არ მეშინის, რადგან ცხადად მაწყინარობს,/
 მოყვარესა მტერსა ვუფრთხი, მემოყვრება, მოცინარობს.
_კიცხევა, ქირდვად აგდება კაცისა არა წესია;/
 რომელიც ბრძენი ცრუობდეს, შმაგთაგან უარესია.
  _ერთი ხრმალი გამკვეთელი ორმოცს მოკლავს, ანუ ასსა.
  ერთი რჩევა სულ დათრგუნავს სიმრავლესა ლაშქრის დასსა.
_დიდსა, მაღალსა, ნათელსა მზესა/ მცირე ღრუბელი შეუცვლის ზნესა.
  _ეკალი საქებარია ცეცხლისა ასაგზებელად,
   მაგრამ საქმნელად არ ვარგა, უბეში ჩასადებელად.
 _წინა მდგომი კაცი სანთელია: თავსა თვისსა დასწვავს და სხვას დაუნათებს.
  _ამხანაგი ციხე წყლიანია, ზღუდე მაღალია, სიმაგრე დაურღვეველია. . .გულთა ნათელია, თვალთა ჩინია, მკლავთა ძალია და ზურგთა მომბმელია. ამხანაგი მტერთა მაზიანებელია, უცხოსთან გამოსაჩენია. . . ჭირში მომხმარია, სნეულებაში მკურნალია.
   ვახტანგ VI 1675-1737წ.: _სიბრძნე გიყვარდეს, ისწავლე, ძვირფასი არი სახისა,/ დაცემულთ მაღლა ამწევი, მადიდებელი გლახისა.
  - რაცა შენთვის არ გინდოდეს, ნუ გწადიან იგი სხვისთვის.
  დავით გურამიშვილი (1705-1792)  კახელების აღმა ხნული ქართლელებმა დაღმა ფარცხეს.
   გირჩევ ნუ აქცევ ზღუდესა, შენს ზურგის მისაყუდებსა.

 გამაჰმადიანებულმა როსტომ მეფემ თბილისში ააგო სუნიტური მეჩეთი. ახლა იქ სუნიტები და შიიტები ერთად ლოცულობენ.
 ერეკლე II-ს გამორჩეულად უყვარდა ტეკლა. ხუმრობით “თეკლა ბიჭს” ეძახდა. წოდებაც უბოძა და სიგელი ოთხი ბეჭდით დაუდასტურა: ლათინურ, ბერძნულ, სპარსულ და სომხურ ენებზე.
  1772 წელს ერეკლე II_ის ინიციატივით ჩატარდა პირველი აცრა საქართველოში. კათოლიკე პატრებმა პირველი აცრა ჩაუტარეს უფლისწულს იულონს.
  1757 წ. 14 დეკემბერს ხრესილის ომში ქართველებმა სძლიეს ურიცხვ თურქებს სოლომონ I_ის მეთაურობით. მეფე “ლომებრ მყეფე, მტერთ სისხლმჩქეფე.”
  საქართველოში ქრისტიანობა პირველად იქადაგა თვით ანდრია პირველწოდებულმა. საქართველოში ქადაგების შემდეგ აღესრულნენ და დიკრძალნენ წმინდა მოციქულები მატათა (აჭარაში, გონიოში) ხოლო სიმონ კანანელი ახალ ათონში. საქართველოს განმანათლებელი წმ. ნინო დაკრძალულია ბოდბეში.
 
  პოლიტიკურად მერყევმა გივი ამილახვარმა XVIII ს-ის დასაწყისში დიდი თურქობის დროს ააშენა ქაშვეთი და დიდძალი ქრთამით გადააფიქრებინა თურქებს სიონის მეჩეთად გადაკეთება.

1801 წლის 15 სექტემბერს, რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა, გიორგიევსკის ტრაქტატის იგნორირებით გააიქმა ქართლ–კახეთის სამეფო და სემოიყვანა საქართველოში 10 000 ჯარი. დაიწყო საქართველოს ოკუპაცია. 1811 წლს რუსეთმა გააუქმა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალია, სომხური ეკლესიისა კი დატოვა. ეკლესიის
  გრიგოლ ორბელიანი (1800-1883წ.) რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს,/ წარეცხოს ჩირქი ტაძარსა წმინდას.
  მიეცით ნიჭსა გზა ფართო, თაყვანისცემა ღირსებას./ ნიჭს აძლევს მხოლოდ ზენა კაცს და არა გვარიშვილობას
  ილია მართალი: წუთისოფელი ასეა: ღამე დღეს უთენებია;/ რაც მტრობას დაუქცევია, სიყვარულს უშენებია.
  ნუ ესვრი წარსულს დამბაჩას, თორემ მომავალი ზარბაზანს დაგიშენს.
    ზოგი საგანია, რომ თუ არ დაინახე, ვერ ირწმუნებ და ზოგი კი იმისთანაა, თუ არ ირწმუნე, ვერ დაინახავ.
    მამული, ენა, სარწმუნოება.
იცოდე, დღეს მძლეთა მძლეა გარჯა, შრომა და ნაშრომის გაფრთხილება, პატრონობა. . .ვართ კი ასეთნი?. .რა გითხრათ? რით გაგახაროთ?
   მტვერწყრილნო, თავდახრილნო,/ ყოვლად უქმნო, უდიერნო,/გზამრუდონო, არგამტანნ და ცბიერნო,/ მტრის არ მცნობნო,/ მოყვრის მგმობნო,/ გარეთ მხდალნო, შინ ძლიერნო .
    ქვეყანა იმით კი არ არის უძლური, რომ ღარიბია, არამედ იმით, რომ მცოდნე, გონებაგახსნილი, გულანთებული კაცები არა ჰყავს.
    აკაკი: სულგრძელობას და ზრდილობას,/ ან რა სჯობს, ან რა რა ედრება.
  ვაჟა: გონებას ფიქრი სტანჯავდეს
         გულს ცეცხლი სწვავდეს ძლიერი,
        მშიოდ-მწყუროდეს კეთილი,
        ვერ გავძღე, მოვკვდე მშიერი
  გამდიდრებული მდაბიო/ საერდო სანახავია.

   . . .წარსულზე ფიქრი მაწუხებს, აწმყოშიც არა ყრია რა,
      და მომავალზე ფიქრები,/ არავინ გამიზიარა.
(აკაკის მიმართა) გაღმა გასვლისა მსურველთა/ უკუღმა მიგვყავს ბორანი./ გაგვითამამდა, მგოსანო,/ სირეგვნე შეუწონარი!
   გონებას ფიქრი სტანჯავდეს,/ გულს ცეცხლი სწვავდეს ძლიერი./ მშიოდ-მწყუროდეს კეთილი,/ ვერ გავძღე, მოვკვდე მშიერი.
  მაშ რისთვის მინდა სიცოცხლე,/ სული რადა მჩრავ პირშია,/ თუკი არ გამოვადგები/ სამშობლოს გასაჭირშია.
   ისტორია იმდენად წარსულისთვის არ იწერება, რამდენადაც აწმყოსათვის.
   ქართული საგალობლების პირველი ჩამწერ-გადამრჩენელი წმ. ექვთიმე აღმსარებელი (კერესელიძე) შეკითხვაზე “რა სარგებელი გაქვსო?” უპასუხა _”მე წარმოდგენილი მაქვს ჩემი თავი, როგორც ოქრომჭედელი და თვალმარგალიტის დამლაგებელი! მე ხანდახან გაკვირვებაში მოვდივარ: ვინ მოუშვა ჩემამდე ეს ძვირფასი სიმდიდრე, რომ მე უღირსი ამაში ხელს ვურევ!”

   ექვთიმე თაყაიშვილს ემიგრაციაში ერთმა ფრანგმა მეცენატმა ქალმა ფული მისცა თვალების სამკურნალოდ. ექვთიმე მაშინვე გაიქცა ბუკინისტებთან და არჩია Uუძველესი ქართული მანუსკრიპტების ყიდვა!
  იოსებ იმედაშვილი: _პატარა კეთილი საქმე დიდ სიტყვას მირჩევნია.                    
   ლევან გოთუა (გადასახლბაში დაწერა ისტორიული რომანი “გმირთა ვარამი”) ჩვენ ორი რამ მივეცით კაცობრიობას _ყველაზე მტკიცე და ყველაზე აღმაფრთოვანებელი _რკინა და ღვინო. . . მე ვფიქრობ, ქართულ ხასიათში ორივე დარჩა.
  ერთმანეთი დაგვეჯაბნოს საქართველოს სიყვარულში.
_არის საქმე, რომელსაც ბოლო არ უჩანს, მაგრამ მაინც უნდა აკეთო. ეს არის ერის ჭირისუფლობის განცდა. ხანდახან დამცირებაც უნდა აიტანო სამშობლოს გამო.
  22 წლის ნიკოლო მიწიშვილი (შემდგ. საქ. მწერალთა კავშირის თავ-რე: ჩვენი არსებობის მეტაფიზიკური ფორმულა არის ასეთი: წახვალ, ინანებ, არ წახვალ, ინანებ. ჩვენ უნდა ვიპოვოთ ისეთი გზა, რომ არ ვინანოთ.
   მერაბ მამარდაშვილი, ფილოსოფოსი: ტრაგიკულია საქართველოს ისტორია (განუწყვეტელი ბრძოლა გადარჩენისათვის). ტრგიკულია მისი კულტურაც, მაგრამ ამასთან არსებობს მისი შინაგანი კოდექსი _სიხარულის ტალანტი, ანუ სცოცხლის ნიჭი, რომელიც კრძალავს ტვირთად ექცე სხვას.  
   ტიციან ტაბიძე: დავბადებულვარ, რომ ვიყო მონა/ და საქართველოს მედგას უღელი.
     გალაკტიონი:  ასე ხდება, ქვეყანაზე/ _ყველა ცოცხლობს,/
       ყველა კვდება/ და ვაი მას, ვის სიკვდილი/ სიცოცხლეშივ  
       ავიწყდება.
თქვენ გენატრებათ ლოჟა, პარტერი./ თქვენ გინდათ გახდეთ მილიარდერი!/  მე კი ვარჩევდი გზას უნაპიროს,
        ჭიქა არაყს და ერთ ღერ პაპიროსს.
 განა არ არის საცოდაობა, ისეთ ქვეყანას, როგორიც ჩვენი  საქართველოა, რევოლუცია არ აძლევდეს სიმშვენიერეს.
   კონსტანტინე გამსახურდია: დავით აღმაშენებელი ამბობს _ამ ქვეყნად მოსვლას რა ფასი აქვს, თუ იგი ისეთივე დასტოვე კაცმა, როგორიც შენამდე ყოფილა.
 ძლიერს უფრო უჭირს ამ ქვეყნად. ამიტომაც მუდამ დაღრენილები დადიან ლომები, ვეფხვები და ავაზები, ხოლო თრითინები, თაგვები და ციყვები მუდამ მხიარულად დაცუნცულებენ.
   ხან გონებაა დახშული, ხანაც გულისკარია ღია.
  არცა რაინდია ისეთი, რომელსაც რისამე წინაშე შიში არ ეგრძნოს ოდესმე. არცა ბრძენია სადმე, ერთხელ მაინც სისულელე არ ეთქვას.
  მხოლოდ ბრძენკაცებს ემტერებიან მეფეები და არსად, არც ერთ მეფეს, თუ გინდ სულელსაც, შლეგები არ ჩამოუხრჩვია ჯერ.
  მლიქვნელების თათბირი არც ერთ მეფეს არ გამოსდგომია ჯერაც.
  ქედმაღლობა მეფეების უდიდესი უბედურებაა.
  უძვირფასესი სამკაული კაცთა მოდგმისა თავმდაბლობაა.
გადაჭარბებული სტუმართმოყვარეობა  ისევე სააუგოა, როგორც წრეგადასული სიძუნწე.
 როდესაც მაქებარს დაუწყებს ძებნას . . . ამ გზით სურს ქებით მიჩქმალოს საკუთარი არარაობა მოყვასთა თვალში.
  სისხლი აკავშირებს, სისხლი სთიშავს ადამიანებს.
ჩვენში ისეთი მამლებიც ბევრია, გათენების შემდეგ რომ ყივიან.
   ? ? . . .ყველა ნაცარქექიას აზნაურობა უნდა
  მშობლიური ენის სიწმინდისათვის ბრძოლა ისეთივე საპატიო საქმეა, როგორც საკუთარი სამშობლოს ხმლით დაცვა.
კ. გამსახურდიამ კრიტიკოსი ბესო ჟღენტი უნივერმაღის კარებს შეადარა; საითკენაც ხელს ჰკრავენ, იქითკენ გაიღებაო.
ა. ბაქრაძე კ. გამსახურდიას იმ კაცს ადარებდა, შინ რომ პური მიაქვს და გამოკიდებულ ქოფაკებს დროდადრო ნატეხებს უყრიდა, რათა დაეწერა დიდოსტატის მარჯვენა, მთვარის მოტაცება
   რაჟდენ დუმბაძე: ნეტავ ვინ მეტყვის, რა თვალებით შეხედა გალამ/ მთაწმინდის მთვარეს?/ რომელი მუზა კარნახობდა/ მას
“მე და ღამეს”?/ რა აწამებდა მთელი სიცოცხლე სევდიან გრანელს?/  ვით შეიძლება დაიწეროს სიტყვით მუსიკა,/
“სულიკოს” ავტორს აწი ვინ ჰკითხავს! საიდან მოდის ნიკალას ფუნჯით დაწერილი/ ფერთა გალობა/ და
“აი ია _/ სიმარტივის გენიალობა!/ ანდა განჭვრეტა “ჯაყოს ხიზნებით”/ უბოროტესი მტერის მიზნების?!/ ან ვით იკმარა ჟამი მცირედი/ უკვდავებისთვის ასათიანმა,/ ან სანთელივით როგორ დაადნო/ ყაყაჩოს წითლად ბრდღვიალმა./ . . .რატომ გაუჩნდა მძვინვარე შაჰს/ ბზარები ხმაში,/ როს დედოფალმა დაამარცხა საკუთარ სახლში!/ რატომ შესწირა მასპინძელმა/ მოსისხლეს თავი/ და ან რას ნიშნავს სვეტიცხოველზე/ მოჭრილი მკლავი!/  ან რატომ არის ამ ჩონგურში/ რაღაც აშლილი,/ რომ ამდენ მადლის საპირწონედ დაიბადა ბერბიჭაშვილი.
   თამაზ ჭილაძე: კულტურა სჭირდება ხალხს, სანახაობა კი _მონებს.
  მორის ფოცხიშვილი: _დაუნდობლობავ დროისა, სულმოკლეობავ კაცთა,/ არცერთი არ ამცდენია,/ ტყვია, რომელიც ამცდა!
 მ.ქვლივიძე. _მაშ, შენ ამბობ, რომ არ ჰყოლია მტრები რუსთაველს,/ არ გაჰქცევია სამშობლოდან სულთამხუთავებს/ და მარტოოდენ უიმედო ტრფობის ბრალია, თუ ამ ქართველმა უცხოეთში სული დალია./ იქნებ ტრფიალმა გადახვეწა ყველა მელექსე,/ თეიმურაზი, არჩილ მეფე, ვახტანგ მეექვსე,/საბა სულხანი გამოაწყო ბერის კაბაში,/ ძვალთშესალაგი დაუკარგა ბესიკ გაბაშვილს./ მამულს მოსწყვიტა სამუდამოდ გურამიშვილი/ და ბარათაშვილს ამოხადა სული შიმშილით.  

  ვალტერ შურღაია, ზ. გამსახურდიას თანამებრძოლი, უზენაესი საბჭოს წევრი: ქართველები ნიჭიერებიცა ვართ, ჭკვიანებიც და გათახსირებულებიც. . .ზვიადის პრეზიდენტობას ეგუებოდნენ, მაგრამ ვერ ეპატიებინათ, ასე ძლიერ რომ უყვარდა ხალხს.

რაულ ჩილაჩავა: _ნუ შეგაძრწუნებს გაქრობის შიში,
                ცხადია, რაკი ამ ქვეყნად იშვი,
                უნდა ჩამოკრას მიქცევის ზარმაც,
                მაგრამ გლოვობდე, მაგრამ ზარამდე
                ოდნავი ფიქრიც უნდა გზარავდეს,
                რომ შეგერგება სიცოცხლე არმად.
            ალბათ ჯერ კიდევ შეგხვდებათ ბევრი
            გაუვალი და ბურვილი ტევრი,
            სადაც კომპასად ხმარობენ სინდისს.
            იმ ასაკში ხარ, როდესაც უნდა
            შეძლო თათბირი საკუთარ გულთან
            და გაარჩიო შუქი და ბინდი.
ნუ დაანებებ მარჯვენა ლოყას/ თუ მარცხენაში გაგაწნეს სილა,/ რადგან არავის მონური თმენით/ არ შეუნახავს ვაჟკაცის გენი,/ როგორც შვენოდა გვარსა და ჯილაგს
არ მოითმინო: მცოცავი შური,/ ღალატის ფასად ნაპოვნი პური/ და უადგილოდ ნათქვამი სიტყვა.
   ნანა ხატისკაცი: . . ჩვენ, ქართველებს, ერთი სიტყვა გვიყვარს გულით,/ სიყვარულით, სილამაზით და მამულის ტრფობით მთვრალებს,/ ერთი სიტყვა, ცეცხლის ასი ნაპერწკალი _გენაცვალე!/ . მე ჩემს მამულს, ჩემს სამშობლოს, ჩემს ქვეყანას,/ ვეტყვი, იგრძნოს ყველამ ამ თქმის სიმხურვალე/ _საქართველოვ, გენაცვალე!
 ნ.ჯალაღონია: რა ქართველი ხარ, ვინა ხარ,/ უფლის გზას ვინ გაგინათებს,/ თუ ერთხელმაინც თევდორე ბერის სახელს არ ინატრებ. . .თუ აღარ მოგენატრება/ ნახვა ალგეთის მარაბდის,/ არ მოგინდება წაკითხვა/ “ვეფხვის და მოყმის ბალადის”?!/ რა ქართველი, ვინა ხარ,/ ამ ქვეყნად რისთვის იარე,/ თყ სვეტიცხოვლის დანახვა/ ტანში არ გაგაჟრიალებს/ თუ აღარ გაგადიდგულებს ალავერდი და ვარძია,/ თუ ვერ მიხვდები მთაწმინდა/ რა სიმდიდრე და განძია/ თუ წამლად არ დაედები/ შენი სამშობლოს იარებს,/ თუ შოთას “ვეფხისტყაოსანს” დროშად არ ააფრიალებ!

რ.ჩილაჩავა: შემომესმა ქარბუქების შორეული სტვენა/ და მე უცებ უცნაური დოღი მომეჩვენა:/ უკვდავების ბარიერებს მიარღვევდნენ ურჩად/ ბუცეფალი, როსისნანტი, ბაიარდი, ლურჯა.

        უკვდავების დოღი
შემომესმა ქარბუქების შორეული სტვენა
და მე უცებ უცნაური დოღი მომეჩვენა:
უკვდავების ბარიერებს მოარღვევდნენ ურჩად
ბუცეფალი, როსინანტი, ბაიარდი, ლურჯა.
მ. ლებანიძე: გაანათებს დროთა სივრცეს არსებულით უკმაყოფილება.
    კაცი გულჩაბოღმილი,/ ვთქვათ თუ მართლაც ჭირშია,/
    მარად ყურჩამოყრილი/ შენს მტერს! _საძრახისოა!/
    ათოვს, აწვიმს ხეობას,/ ავდრობს, დელგმის შიშია . . .
    მეტისმეტი მხნეობაც/ მაგ დროს რეგვნის ტვინშია!
ბერდია ბერიაშვილი: გული ენთება როგორც ბუხარი,/ როდესაც ქარი ამღერებს მუხებს./ კაცს არაფერი თუ არ უხარის,/ მას არაფერი არ შეაწუხებს./ ღამის ჩრდილები და შუქი მზისა/ მთებზე წვებიან ფერად ფარდებად,/ არაფერი არ აწუხებს ვისაც,/ მას არაფერი გაუხარდება. წამოყვედრება არ შვენის ქართველს_/ ყოველთვის მარად სიკეთის მდომო/ უჭირდა?/ ხელი ხომ გაუმართე,/ სიკეთე რომ ჰქმენ, არ დაიხსომო. მე ვენაცვალე ჩემს ქართულ ადათს,/ მამიდან შვილში ასე გადადის,/ შენ ვინმემ ხელი თუ გაგომართა,/ უნდა გახსოვდეს კუბოს კარამდის.
   ტერენტი გრანელი? _ ჩუმი ლანდივით დავდივარ,/
 პერანგად დარდი მაცვია./ ცხოვრება ჩვენი სცენაა,/ სიცოცხლე _დეკორაცია.
    ენვერ ნიჟარაძე: სანამდე უნდა იაროს ქართველმა მუხლიჩოქვითა?/ ნავარდი არ მოგენატრათ ნუთუ შინდისფერ ჩოხითა?/ რა ქართულ სახელს დაიგდებთ რუსული ჩექმის ლოკვითა,/ განახლებული ტრაქტატით და კომუნიკე-ოქმითა?!/
არ ვარგა ხარი უქედო, არ ვარგა ფური უჯიქნო,/ არცა ქართველი უქუდო,/ უღირსებო და უჯიგრო./ დიდება მშობელ მხარესა,/ იმის მზესა და მთვარესა,/ დიაცსა მანდილიანსა,/ ვაჟკაცსა თავმოყვარესა.    (1994წ.)  
  ვაჟა ხორნაული:    ეს გაუმარჯოს საწუთროს/
 უცნაურს, ღრუბლიანასა,/ იმის გზებსა და ბილიკებს/ უეკლო_ეკლიანასა,/ძმას,/ _ძმების გადამრჩენელსა,
ქვეყნისთვის დარდიანასა,
მტერს-/ ნამდვილს,/ ჩვენსა საფერსა,/ ჩვენსავით უშიშარასა,
ლამაზად გამცინებელსა,/ კაცურად შარიანასა,
ზურგიდან რომ არ ჩაგარტყამს/ შხამში ალესილ დანასა!
ეს გაუმარჯოს სიცოცხლეს,/ მზისფერსა, უფლისთვალასა,
სიკვდილს _ყველასთან მიმსვლელსა,
სიცოცხლის ტყუპისცალასა.
ეს გაუმარჯოს სიყვარულს,/ ცისა და მიწის ღალასა,
იმის ჩრდილსა და ნათებას,/ იმის ვენახს და ყანასა.
ცოტა პოეტი ვარ,/ ცოტა მხატვარი ვარ,/
ცოტა ყველაფერი მქონდა:/ ცოტა ვაჟკაცობა,/
ცოტა ბრძენკაცობა,/ ცოტა ესეც და ისიც./
და მე, ცოტა კაცმა,/ ცოტა რამ რომ მყოფნის,
დიდი სიყვარული ვიცი!
        ჭაბუა ამირეჯიბი:
   გადარჩენა და კვლავ სიცოცხლე ქართველი ერის განუმეორებელი თვისებაა.
ხალხისთვის სიცოცხლე ხანდახან სიკვდილსაც ნიშნავს.
  სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო, უცხოეთში კი შენი ერის.
   მინდია უგრეხელიძე, საერთაშორისო სამართლის დოქტორი: _გაუნათლებელ ერს იოლად აქცევ მანიპულირების საგნად, განათლებულს კი, მინიმუმ, უნდა მოუსმინო, რადგან მას ყველაფერზე თავისი აზრი აქვს!
   ელგუჯა მაღრაძე ილია ჭავჭავაძეზე: მან სიკეთითა და სულგრძელობით სძლია ქვეყნის მტრები. . . იგი უღონოს აძლევდა ღონეს, უმანკო კრავს ეკრძალვოდა და მშიერ ლომს ებმოდა პირში.
გურამ ასათიანი: ისტორიის გარკვეულ მომენტებში ქართული ხასიათი “მკვახე სიმართლეს” მოითხოვს (გამოფხიზლებას, მკვახე შეძახილს, უტყუარ სახეს), რომ უფსკრულის პირას მდგომს თვლემა არ მოერიოს და საშის ზღვარსა არ გადასცდეს.
  ქართული ხასიათის ორბუნებოვნება _მცირედით კმაყოფილება და დიდით უკმარობა.
  ღმერთმა ნუ ქნას ჩვენს სულში (სხვათაგან წრფელად აღმტაცი) პედანტური აკურატულობა გამჯდარიყოს ისე, რომ მისხალიც აღარ შეგვრჩენოდეს იმ “უნიადაგო” ოცნებისა, ან ცხოვრებას მთლიანად ამოეკვეთოს ჩვენს ხასიათში ქადილის უნარი. ეს იგივეა, ქართულის მოცეკვავეს რომ ფეხის წვერებზე შედგომა აუკრძალო.
  ქართველები ყველაზე მეტად ერთმანეთს არ ჰგვანან.
 & აკაკი ბაქრაძე: _ქართული ხასიათის თვისება მის პოლივანენტურ მთლიანობაშია. პოლივალენტური მთლიანობის შექმნის ცდები: I. ფარნავაზ მეფე _ქართული ენა. II.ქრისტიანობის შემოღება _ერთიანი იდეოლოგიური ფორმულა. III. თერგდალეულთა ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა.
  “აღტაცებული ვიყავით მინდიას სიბრძნით და კვაჭი კვაჭანტირაძითაც. ესენი კი ერთ სახლში ვერ იცხოვრებენ. ზურაბ ერისთავისა და დარეჯან დედოფლის ციდამტკაველური ინტრიგების გამართლებას ვეძებთ და ცოტნე დადიანსა და ქეთევან წამებულსაც მოწიწებით თავს ვუხრით, იმის დაჯერება ლი გვიჭირს, რომ მათი ხატების ერთ ტაძარში დაკიდება შეუძლებელია.”
 პატრიარქი ილია II _ღმერთი, სამშობლო, ადამიანი.
ღმერთმა ინებოს, დღეს მიმდინარე გლობალურ პროცესებში ჩვენც ჩვენი თვითმყოფადი სახე შევინარჩუნოთ და საქართველო საქართველოდვე დარჩეს.
ჩვენი სამშობლო არის ჩვენი გენი, ჩვენი ენა, ღვთისა და მოყვასისადმი სიყვარული, ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალი.. . . .საქართველო არის მტკიცე ოჯახი, ნათესავების თანადგომა და მათი კავშირი. საქართველო არის ქვეყანა, სადაც მეგობრისათვის თავს სწირავენ და სადაც მეზობელი ოჯახის წევრად არის მიჩნეული. . .
   ეშმაკი ყოფს, ეკლესია გვაერთიანებს.
 _ყოველ ერს, ისევე, როგორც ცალკეულ პიროვნებას, ღვთისაგან სხვადასხვა მადლი და ნიჭი აქვს ბოძებული და მასზეა დამოკიდებული, თუ როგორ გამოიყენებს მათ. ქართველმა კაცმა სიყვარულის ნიჭი განავითარა. .  უსიყვარულოდ ყველა სიკეთე უქმ იქნების.
   გურამ პეტრიაშვილი: ფრანგები ამბობენ, ჩვენი ნაკლოვანებები ჩვენი ღირსების გაგრძელებაა და თუ მოვიშორეთ ნაკლოვანება, მაშინ შეიძლება ღირსებაც მოგვშორდეს და გადვიქცეთ ერად, რომელსაც ექნება ახალი ღირსება, მაგრამ არ ექნება ძველიო.
   კ/რეჟ. რეზო ესაძე: _ქართული ეზოტერიკა. ქართველის დამოკიდებულება ცხოველთან, ადამიანთან, სამყაროსთან აგებული იყო პრინციპზე: “მე შენთან ვარ, იმიტომ, რომ უშენოდ არ შემიძლია”. შემდეგ ინდოევროპულმა ერბმა გადალეკეს ამ სლოგანზე აგებული კეთილშობილი სივრცეები და მოიტანეს სლოგანი “მე შენთან ვარ იმიტომ, რომ რაღაც მინდა შენგან”, ამირანი კი პრომეთეთი შეცვალეს.
   რუსთაველი გარე სამყაროს სიყვარულზე ლაპარაკობს და გვაფრთხილებს: “იგია საქმე საზეო, მომცემი აღმაფრენათა;/ ვინცა ეცდების, თბობამცა ჰქონდა მრავალთა წყენათა”
 ნ. დუმბაძე: რომ არა კავკასიონის ცივი მყინვარები, ქართველთა ცხელი ბუნება მთელ სამყაროს გადასწვავდა.

 & ბელა შალვაშვილი: ვერვისგან გადანათელი,/ სევდიანი და ნეთელი,/ მკაში მღეროდა ქართველი,/ ომში მღეროდა ქართველი./ ულხინდა ქართველს _მღეროდა,/ უჭირდა ქართველს _მღეროდა:/ არცა ვისაგან შველასა და შემწეობას ელოდა./ მარტო _ყელს მოიღეროდა,/ ყელს ჰანგით შეფეროდა/
 და . . .ეს ჰანგები არჩენდა,/ და. . .ეს ჰანგები შველიდა. . ./
 სიმღერა იყო მრჩენელი,/ სიმღერა იყო მშველელი,/ ./ სიმღერა იყო მრჩეველი,/ სიმღერა _მტრების მძლეველი/ და გადირჩინა ტყე-ველი,/ და. . .გადირჩინა მთა-ბარი . ./შიმღერით დამატყვეველი/ “მაღალი, უხვი, მდაბალი”/ დგას და იმღერის ქართველი,_/ სევდიანი და ნათელი.
  & ბესიკ ხარანაული: ეს ერი არასაქმისმიერია, ლაპარაკისმიერია. . .ძაღლის ყბითა
(თანასოფლელებზე) მზეს პირჯვრის წერით ეგებებოდნენ. . . ტკბებოდნენ სამყაროს უცოდველობით და საკუთარი უცოდნელობით.
  რუსთველის ლექსმა ენა შეგვინახა, მისმა გმირებმა კი _ხასიათი.
  გაუმარჯოს პატარა ერებს, რომლებსაც ჯერ არა აქვთ დიდი ცოდვები.
  1937 წელმა, როგორც ენები დაუმოკლა ხალხს, ისე ყურთასმენა დაუგრძელა.
      თამაზ ჭილაძე: პოლიტიკური თავისუფლება ეროვნულ ენერგიად გარდაქმნილმა ჩვენმა უნიკალურმა კულტურამ მოგვიტანა.
   კულტურა სჭირდება ხალხს, სანახაობა კი _მონებს!
   მწერლობა აღმოჩნდება ევროპულ ოჯახში ჩვენი დაბრუნების გარანტია.
  მწერ.  მერაბ ელიოზიშვილი: უკარო ეკლესიაც რომ იყოს, კარად დავეკიდები.
  კ/რეჟის. რეზო ესაძე: ქართველის დამოკიდებულება ცხოველთან, ადამიანთან, სამყაროსთან აგებული იყო პრინციპზე; “მე შენთან ვარ, იმიტომ, რომ უშენოდ არ შემიძლია. შემდეგ ინდოევროპულმა ერებმა გადალეკეს ამ სლოგანზე აგებული კეთილშობილი სივრცეები და მოიტანეს სლოგანი “მე შენთან ვარ იმიტომ, რომ რაღაც მინდა შენგან”, ამირანი კი პრომეთეთი შეცვალეს” . . . რუსთაველი გარე სამყაროს სიყვარულზე ლაპარაკობს და გვაფრთხილებს: “იგია საქმე სამზეო, მომცემი აღმაფრენათა,/ ვენცა ეცდების, თბობამცა ჰქონდა მრავალთა წყენათა.  
გოგი ხარაბაძე: ა. პუშკინს სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ უთხრეს, გენიოსი ხარო, ისიც თბილისში, მტკვრის პირას.
  ბედნიერება, ეს სიტყვა ბიბლიაში არაა ნახსენები. ბედნიერება რწმენაშიაო.
  ბახუსი გვაძლევს ყველაზე მნიშვნელოვანს დედამიწაზე _თავისუფლებას..
 -სამშობლოს თავისუფლების გარეშე მხოლოდ გიჟია თავისუფალი.
  ფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილი; ადამიანობა არის ძალისხმევა, იყო ადამიანი./
  გოდერძი ჩოხელი: სიცოცხლე სევდა არის ადამიანად ყოფნის. ტკბილი სევდა. სიკვდილიც სევდა არის. ადამიანად ყოფნის სევდა.



ნიკ. იოსებიძე: _მე მგონი ქალებმა კაცების ჯინაზე
  დაკარგეს მთავარი _ქალური სინაზე,
  ქალური ეშხი, ქალური გრაცია
  და ზოგს ეს ჰგონია ემანსიპაცია!
მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე ფონდ იავნანას ბოლო საქველმოქმედო კონცერტის შესახებ ესაუბრება პატრიარქს. კმაყოფილია, რომ რამდენიმე გაჭირვებულ მრავალშვილიან ოჯახს სახლი შეუძინეს და დაეხმარნენ. ილია II: _ეს ჯერ საკითხავია, ვინ ვის დაეხმარა. უფალმა მოგვცა საშუალება დავხმარებოდით გაჭირვებულ პატარებს.
  კოტე ჯანდიერი მასპინძლობაზე: ეს ტრადიცია ჩვენი ნაკლი უფროა, ვიდრე ღირსება, მაგრამ ჭეშმარიტად მეფური ნაკლია.

  თუ სამშობლოსთვის არავინ კვდება, მაშინ სამშობლო კვდება.
 კოტე ყუბანეიშვილი: ქართველებს ცოცხალი მხოლოდ თევზი უყვართ.
   გურამ კლდიაშვილი: . . .და სიკვდილამდე გვაწამებს ადრე წასულის ლანდი,/ მაღალო ღმერთო, გვასწავლე/ ცოცხალი კაცის ყადრი..
  პოეტი დათო მაღრაძე, ნობელის პრემიის კანდიდატად წარადგინა შვეიცარიის სამმა ინსტიტუტმა, რომის სასის მედლით დაჯილდოვდა მისი ლექსების კრებული “სალვე”:
 _როდესაც ადამიანს განგება ხატვის, მუსიკის ან ფრაზის დაწერის უნარს აძლევს, ეს პასუხისმგებლობაა და ვალდებულებებს ამძაფრებს.
 _თუ ჩვენს საზოგადოებას ზნეობრივი ხერხემალი არ ექნა, ფიზიკურ გადარჩენას რა აზრი აქვს?!
  გენერალი გია ყარყარაშვილი; მამაცობა მხოლოდ შვენის ბრძოლას, მაგრამ არ კმარა გამარჯვებისათვის.
  1992 წლის დასაწყისში გადატრიალებაზე: ერთგულება სინდისის მტრად გადაიქცა, სინდისი კი ერთგულებისა.
  გუბაზ სანიკიძე: დათვი რომ მოგერევა, ბაბა დაუძახე, მაგრამ მამად ნუ გაიხდი.

 რ.კვესელავა: რობერტ სტურუა გოეთეს არწივივითაა და მისთვის სულერთია, კურდღელი რომელ ქვეყანაში დარბის. ნიჭის საზღვრებში ჩაკეტვა შეუძლებელია.
  სტურუა მინისტრის ბრძანებით გაანთავისუფლეს რუსთაველის თეატრის მთ. რეჟისორის თანამდებობიდან!   მოსკოვის თეატრ “ელ სეტერა”_დან მიიღო მიწვევა.
  რეჟ. რობერტ სტურუა: ყველაზე დიდ საშინელებად ის მიმაჩნია, რომ არ შეგვიძლია სიყვარული.    
   ზოგჯერ ტირანები უფრო ჭკვიანები იყვნენ.
  გოგი ხარაბაძე: სამშობლოს თავისუფლების გარეშე მხოლოდ გიჟია თავისუფალი.
   არჩილ სულაკაური: ყველაზე დიდი იმედგაცრუება _ჩემი ერის მოქმედებაა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ!
   მწერალი თამაზ ჩხენკელი: ენერგიისაგან სკდება საქართველო, მაგრამ მეორე საკითხია, რა ყალიბშია ეს ენერგია მოქცეული. . . მხოლოდ ერთმანეთის საწინააღმდეგოდააა მიმართული. საქართველოსათვის ერთადერთი ბრძოლა არის კულტურული ბრძოლა, ქართული ენის დაცვა, ქართული მენტალიტეტის დაცვა.
   მიხო მორჩილაძე: სამშობლო იშვიათად აძლევს ადამიანს თავის გამოჩენის საშუალებას. სად და როგორ გამოიყენებ ამ ნდობას, ამაშია კაცობის არსი!    
  1991 წელს აშშ-ს ექსპრეზიდენტ რ. ნიქსონს უთქვამს ზვიად გამსახურდიასათვის წინადადებაზე, რომ ეხლა რუსეთი სუსტია და ერთი ხელის კვრა საკმარისია მის დასაშლელად, თორემ შემდეგ ძალას მოიკრეფსო: _თქვენ ვაშინგტონში ადამიანთა ორ ტიპს ნახავთ: ერთნი იმას გატყვიან, რის გაგონებაც თქვენ გინდათ, მეორენი კი იმას, რაც უნდა გაიგონოთ. . . იქ ყოველთვის მოიძებნება ხალხი, რომელთაც მოეწონებათ ასეთი ანტირუსული პოზიცია, მაგრამ ეს გაგრძელდება მანამ, სანამ რუსეთი თქვენ მიმართ სერიოზული ზომების გამოყენებას დაიწყებდეს. მაშინ გაირკვევა, რომ აშშ მზად არ არის თქვენს გამო რუსეთს სერიოზულად დაუპირისპირდეს და ეს არის ის, რაც თქვენ უნდა გაიგოთ.


     ხ ა ლ ხ უ რ ი


ბედით გალაღებული გიჟზე უარესიაო
  თელავში თამადამ თქვა: ჩვენ ვართ დროებით მოლაპარაკე, მოქმედი და მოძრავი საქართველოს მიწა. შემდეგ ვიქცევით საქართველოს კურთხეულ მიწად.  (გ. ხარაბაძე)






   ვაი, სირცხვილო!
   ვ ა ი,  უ ს ი რ ც ხ ვ ი ლ ო თ ა გ ა ნ!
გვყავდა სამარცხვინო მეფეები:

     კახეთის მეფე ავგიორგი,   გიორგი ზაქიჭამია,
ქეთევან დედოფალს სპარსეთში თან ახლდა მოძღვარი იმერელი გიორგი, რომელმაც მიიღო მაჰმადიანობა, მაგრამ ვერ დაიყოლია დედოფალი სიცოცხლის ფასად შეეცვალა რჯული. მეტიც, დედოფლის თხოვნით იწამა ქრისტე და შეასრულა დადოფლის ბოლო თხოვნა: წირვა აღავლინა!
   შაჰი მეფე ლუარსაბ I-ის აღმზრდელს შარიდან ბარათაშვილს საჩუქრებს დაჰპირდა იმერეთში გადახვეწილი მეფის ჩამოყვანაში. ლუარსაბის ხელში ჩაგდების შემდეგ შაჰმა მეფის დაუნდობელი და ხარბი აღმზრდელი შარიდანი დასაჯა, მეფე კი აწამა!
    იმერთა მეფე ალექსანდრეს ბეჭედზე ამოტვიფრული ჰქონდა: “მონა ღვთისა, ყმა ხონთქარისა”
 2009 წ 19 დეკემბერს ქუთაისში ააფეთქეს მ.ბერძენიშვილის დიდების მემორიალი. ნამსხვრევებით დაიღუპა დედა-შვილი. ადგილი მოანთავისუფლეს პარლამენტის შენობისთვის.

         ქ მ ე დ ე ბ ა ნ ი
        არა ხმლითა მხოლოდ!  

ოთხთავის პირველი მთარგმნელები იყვნენ ეფრემ მცირე და იოვანე პეტრიწი შემდეგ ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელები (X-XI საუკ.). ქართული ოთხთავის გამოცემა დაიწყო პეტერბურგში ვლ. ბანიშევსკიმ (ნიკო მარის მონაწილეობით და გრაფინია უვაროვას თაოსნობით): მათეს სახარება _1909 წ.; მარკოზის _1911 წ. ამერიკელი რობერ ბლეიკი 1919_20 წლებში კითხულობდა ლექციებს ბერძნულში თბილისის უნივერსიტეტში.
პარიზში დაიწყო ადიშის ოთხთავის გამოცემა 1928 წელს. ტექსტს ახლდა ლათინური თარგმანი.  ოთხთავის ქართული რედაქციით გამოიცა 1945 წელს აკად. აკაკი შანიძის მიერ.
  გვაქვს უძველესი ხელნაწერები: ადიშის (897 წ.),ურბნისის, ვანის, ოპიზური, ეჩმიაძინის (მიაკვლიეს 1960 წელს)
 გადამწერთა წარწერები სახარებაზე: _დიდებაი შენდა სამებაო წმიდაო, რომელმან მომმადლე მე, იოვანე ტატანელსა და დავწერე წმინდაი ესე ოთხთავი.
 _მე, გლახაკი სტეფანე, მიწაი და მტვერი, შვილი მცხეთისაი, ღირს მყო ღმერთმან. . .
 
   დავით გარეჯელი: მარადიულია მხოლოდ ისაა, რაც სიყვარულსა და გონებას შეუქმნია, დანარჩენი კი ამაოებაა.

მეფე დემეტრე I (ბერობაში დამიანე) დავით გარეჯის ლავრაში დაწერა ღვთისმშობლის საგალობელი “შენ ხარ ვენახი”.
1740 წელს თბილისშო გაიხსნაპირველი წამალთ-ხანა (აფთიაქი); მოგვიანებით კი სამკურნალო სკოლა.
  1841 წელი. ჯანყი გურიაში. გურულებმა გზა თხმელის ხეებით ჩახერგეს, თავადაც ეცინებოდათ: _რუსებმა კავკასიონი გადალახეს და ამ ხეებით შევაკავებთ?!
  1919 წელს თბილისში დაიდგა სამი ქართული ოპერა.
    შ. ნიშნიანიძე: ქართველი კაცის მეომრული ცხოვრების
წესში ტაძარი და ციხე-სიმაგრე შეირწყნენ. პატიოსანი კაცის სული ტაძარია, ხოლო სხეული _ციხე.
    . . .ამ სასტიკ დროში ცნობილი ვართ სამი რამეთი,/ ფორმიანებით, მათხოვრებით და პარლამენტით./ პარლამენტართა, ფორმიანთ ჩხუბით, პარპაშით/ წახდა ქვეყანა და მათხოვრობს ხალხი ტანჯული./ მოვა ჟამი და ღვთის წინაშე, იმ ქვეყანაში/ ეს მათხოვრები იქნებიან მათი მსაჯული
 (1994წ.)
       აფხაზებს 30 სახის მისალმება აქვთ.
  1862 წლის 17 მაისს ქუთაისში გაიხსნა საქართველოში  პირველი რკინის ხიდი, დამზადებული პარიზის ქარხანა “კაილში”. გრ. ორბელიანის აქტიურობით
   ც.ანთაძე: ოდესმე ხელებს თუ დავხატავ,/ უთუოდ კოჟრი დაამშვენებს,./ იოსეთს კი არა, სალონს რომ გააოცებს,/ არამედ გელათს რომ ააშენებს.
  აკაკის ვაჟის ალექსის ტრუპაში გამოდიოდნენ ულამაზესი ლინა კავალიერი, მაზინი, ბატისტინი. . .
  პაროზის “გრანდ-ოპერის” სოლისტი იყო ტენორი მიხეილ ნანობაშვილი.
   11-02-2012წ. სიღნაღში საერთაშორისო კონფერენციაზე მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ დმანისში ნაპოვნია 1,7 მლნ. წლის წინანდელი ადამიანის თავის ქალა, რომელსაც ეტყობა, რომ დაავადებული იყო და ბოლო 2 წელი  მას სხვა უვლიდა. ურთიერთპატივისცემის ტრადიციაც აქედან იწყება მსოფლიოში!
  პირველი კოლხური თეთრი, ნომინალით ძვ.ბერძნული დრაჰმის, მიმოქცევაში იყო ძვ.წ.ა-ს VI საუკუნიდან; ნაპოვნია ათენში, ტრაპზონში, ყირიმში. დავით კურაპალატ III-ს ვერცხლის მონეტა ნაპოვნია გერმანიაში (1859წ.), სანკტ-პეტერბურგში (1878წ.), ესტონეთში და შვედეთში.
არმაზის გათხრებისას აღმოჩენილ ოქროს სარტყელზე (II ს.) ქალ-ვაჟის გამოსახულება და წარწერა: “ზევახ _სიცოცხლეო ჩემო კარპაკი.”  არმაზის ბილინგვაზე: “მე ვარ სერაფიტი, ასული ზევახისი, მეუღლე იოდმანგანისა _ძლევამოსილის და მრავალი გამარჯვების მომპოვებელი ეზოსმოძღვრისა. მივიცვალე 21 წლისა.”
  1711_1806 წ.წ. ეგვიპტეს მართავდნენ ქართველი მამლუქები: მაჰმუდ-ბეგ კატამიში, იბრაჰიმ ქათხუა,ალი-ბეი ალ-ქაბირი, იბრაჰიმ-ბეი სინჯიკაშვილი.
  ერაყს განაგებდნენ მამლუქები: სულეიმან დიდი ბუიუქი, სულეიმან მცირე-ქუჩუკი. 1811 წლიდან დაუდ ფაშა (იფნისელი გიორგი ბოჩოლაშვილის ძე)
კ. გამსახურდია; შრომაა უდიდესი სიქველე ამ ქვეყანად და არაფერი ამშვენებს ისე ვაჟკაცს, როგოტც შრომაში გამოჩენილი სიმამაცე.. . .  სხვა რა ევალება ოსტატს, თუ არა წამიერის მარადჟამულად ქცევა. . . . საუკეთესო წიგნი მაინც იგია, რომელიც ჯერაც არ დაუწერია არავის. რაიცა შეეხება ტაძართაგან საუკეთესოს, ჯერაც არ აგებულა ასეთი მიწაზე.

  ფილიმონ ქორიძე იყო პირველი ქართველი პროფესიონალი მომღერალი, ბანი. მღეროდა იტალიაში, მილანში და სხვა ქვეყნებში 9 წელი. სამშობლოში დაბრუნებულს მამულიშვილებმა სთხოვეს “იტალიურ ნოტებზე” გადაეტანა ქართული საგალობლები.
  1811 წელს რუსმა ეგზარქოსმა აკრძალა ტაძრებში ქართული გალობა, გადაათეთYრეს ფრესკები!
   1872 წლის 22 ოქტომბერს გაიხსნა სარკინიგზო ხაზი თბილისი_ფოთი.

2007 წლის ნათლიღებაზე პატრიარქმა ილია II-მ დაიწყო ჯვარდაწერილი მშობლების მესამე და შემდეგი შვილების მონათვლა.
   იერუსალიმის ჯვრის მონასტრის იატაკზე წარწერაა: “დექ მტკიცედ და შეურყევლად!”
2010 წ. სააღდგომო ეპისტოლედან: ჩვენს ენაში განცხადებულია
ჩვენი ისტორია, ჩვენი მსოფლაღქმა და აზროვნების წესი. ქართული ენის სისავსეს მისი დიალექტთა და კილოკავთა მრავალფერვნება, ქართველი კაცის განცდის სიღრმე და მდიდარი სულიერი სამყარო განაპირობებს.
  გრ. რობაქიძე სუხიშვილების გამოსვლაზე: ქართული გენია _რიკვით განფენილი.
   ნ.ჯალაღონია: სახელის მომპოვებელი/ განაღა მარტო ომია,/ სამშობლოს საკურთხეველთან/ ოფლსაც სისხლივით სწონიან.
  გ.ჩიტაია, ეთნოგრაფი, კუს ტბის გზაზე ღია ეთნოგრაფიული მუზეუმის დამფუძნებელი, მზიას დისერტაციის ხელმძღვანელი:          
_ სიცოცხლე ერთხელ გეძლევა, მოვალეობა და საქმე კი აუარებელია. ამიტომ უთქვამს ჩვენს ხალხს: “ვაზი აშენე, ხეხილი დარგე, ცოლშვილი იყოლიე და ბედსაც ეწევიო”:. ჩემი ვენახი ქართული ეთნოგრაფია იყო და არის. დიდად მახარებს, რომ ჩემ მეუღლესთან ერთად მეზვრედ მთვლით.
 2004 წელს პაატა ბურჭულაძემ დააარსა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “იავნანა” მოწოდებით “ერთად გადავარჩინოთ მომავალი”. ფონდის საქველმოქმედო კონცერტებში მონაწილეობას იღებენ პაატას მეგობრები, მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები: მონსერატ კაბალიე და მისი ქალიშვილი, ხვოროსტკოვსკი, , , ,
 ფონდ “იავნანას” ძალისხმევით  700- მეტმა ბავშვმა (2010 წლისთვის)  მშობლებთან ერთად მიიღო სახლი.
  21-I-2010წ. პაატა ბურჭულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის “იავნანას” თაოსნობით გაიმართა კონცერტი_მარათონი. პირველად საქართველო (თავად უბედური) ეხმარებოდა უფრო გაჭირვებულ ჰაიტის მოსახლეობას (ცუნამისაგან დაზარალდნენ)

  პროფ. სერგო ღონღაძემ საფერავისაგან შექმნა პრეპარატი “ნატვიტი”, რომელიც დადებით ეფექტს იძლევა კიბოთი დაავადებულების მკურნალობისას (2010წ.)

  ლევან სანიკიძე: ჩვენ გვტანჯავდა სისუსტენი ჩვენი წინაპრებისა, ზოგჯერ “უცხო თესლთა” წინაშე ჩოქვითმუხლებგადატყაული რენეგატებისა; ან ქართველი ქართველის ტვალებს რომ ემტერებოდა; ან სისასტიკე, რამაც დაჰბადა ეს მწარე განსჯა _”ხემ სთქვა, ნაჯახი რას დამაკლებს, ტარად ჩემი სხეული არ ეგოსო”.
  ე. შევარდნაძე (1981წ.) _ყველა ზარალის ანაზღაურება შეიძლება, გარდა ახალგაზრდობაში დაკარგული დროისა. ყველაზე ბოროტი მფლანგველობა უმიზნოდ დროის ფლანგვაა. დრო, რომლის განმკარგულებელი შენა ხარ, მარტო შენ არ გეკუთვნის, ის სახალხო კუთვნილებაა, სამშობლოს სიმდიდრეა. გამოიყენე იგი ისე, როგორც სამშობლო9 მოითხოვს.
   ინგლისელი მწერლის ევან ჯონსის რომანში “ხვალვე გაეშურე შინ” აღწერილია ჯვაროსნების ლაშქრობა, იერუსალიმში ქართველთა ჯვრის მონასტერი, თამარ მეფე . . .
   2002 წ. E. შევარდნაძისა და ჩეჩნების პრეზიდენტ ასლან მასხადოვის მოლაპარაკებით საველე მეთაურს გილაევს უნდა მოემზადებინა ქართული შენაერთები (ყოველი მეათე ჩეჩენით), საიდუმლოდ ინდა გადასულიყვნენ პანკისის ხეობიდან კოდორის ხეობაში და გაენთავისუფლებინათ სოხუმი. ზურაბ ჟვანიას, გიორგი ბარამიძეს და “ახალგაზრდა რეფორმატორებს”, როგორც თავს უწოდებდნენ, არ უნდოდათ შევარდნაძის გაძლიერება და ტ/კ “რუსთავი-2”_ს გაახმაურებინეს! ჩეჩნებმა ძლივს, დანაკარგებით დატოვეს საქართველო!

  1975 წელს ოსლოში ნობელიანტმა პროფ. ფასბინდერმა განაცხადა: კიბოს პრეპარატი XXI საუკუნეში შეიქმნება კავკასიაში და მისი ავტორიარ იქნება ექიმი. . . ეს იქნება სილის გაწვნა მედიცინისათვის და შვება კაცობრიობისათვის.
  23-08 2010წ. ტ/გ “ქრონიკა” იუწყება: თელაველმა დომენტი გაგნიძემ ბალახებით შექმნა კიბოს წამალი და თავად განიკურნა. მომირჩენიაო მრავალრიცხოვანი  ონკოლოგიური ავადმყოფი, აგრეთვე გაფანტული სკლეროზით, ციროზით დასხვ.
  29-12- 2011წ. გაგნიძე წამლების არასწორად დაპატენტებისათვის გადასცეს პროკურატურას.





   
    2012 წ. 17 აპრილი. მახათას მთაზე საძირკველი ჩაეყარა ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარს. ინიციატორებია საქართველოს პატრიარქი ილია II და საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ “იავნანას” დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე.

   2009 წ. თელავის რ-ის სოფელ ართანაში გლეხებთან ქეიფისას კინორეჟისორმა ნიკიტა მიხალკოვმა (კანის კ/ფესტივალის ლაურეტი) სადღეგრძელოში თქვა: _მინდა ჩემი სამშობლოს, რუსეთის სადღეგრძელო დავლიო და ვუსურვო მას ისეთი სულიერება, როგორიც საქართველოს ამ სოფელში დავინახე!
     გათავისებული აზრები და სიტყვები

   სოკრატე (. . _399წ) _პლატონ, შენ ახალგაზრდა ხარ და გგონია, რომ ყველაზე დიდი უბედურება სიკვდილია. მე კი მგონია, რომ სიკვდილზე უარესი სირცხვილია!
  რობერტ ბერნსი (1759_1796 წწ.): ერთის შექმნა უფრო საამურია,/ ვიდრე ერთად ასი კაცის გაჟლეტა.
   კაცი ვარ და ქუდი მხურავს,/ ქედს არ ვუხრი არავის,
   არც არავის ვემონები,/ არც ვბატონობ არავის!  (პოპულარულ სიმღერად იქცა “ორერას” შესრულებით)
  ნაზიმ ჰიქმეთი (თურქი მწერალი): _ მე რომ არ ვიწვოდე, შენ რომ არ იწვოდე, მაშინ ვინღა განდევნის სიბნელეს?
  სენტ ეკზიუპერი: მე ჩემი ბავშვობიდან მოვდივარ.
მსახიობი მარლენ ბრანდო. სიბერეში გახდა 180 კგ! _სიბერე მშვენიერი რამაა. ეს ის პერიოდია, როცა უკვე ხვდები, რომ
ცხოვრებაში არ გყოლია ნამდვილი მტერი, საკუთარი თავის გარდა.
ცოდოა ის ქვეყანა, რომელსაც გმირები სჭირდება!

 კურტ ვონეგუტი, ამერიკელი მწერალი: ღმერთო, მომეცი თავდაჭერილობა, რომ გადავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შეიძლება, ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შეიძლება და გონება, რომ გავარჩიო ართი მეორისაგან.
ომარ ხაიამი
სანამ სული ამოგვხდება ბედის ძალდაძალობით,
მანამ ღვინის ფიალები გამოვცალოთ ცალობით.
ჩქარა, თორემ ჩვენი წასვლის დრო-ჟამი რომ დადგება,
მგონი წყალიც ვერ დავლიოთ მუხთალ ბედის წყალობით.
   ბაგით დავწვდი დოქის ბაგეს, ბაგე გადავიბადაგე,
   დღეგრძელობას ვეძიებდი, ჟამთა სრბოლით დავიდაგე,
   დოქმა მითხრა საიდუმლოდ: მომაგებე ბაგეს ბაგე,
   ქვეყნად განა კიდევ მოხვალ, დალიეო, რას ქადაგებ!

  გერმანული ანდაზები: ვინც არ არის ღვინის, ქალის და სიმღერის მსურველი,/ თვისი დღე და მოსწრება/ ის იქნება სულელი!
    შედი, სადაც სიმღერა და ხალისია;/ ბოროტებმა სიმღერები არ იციან.


            ს პ ო რ ტ ი

40 წლის არსენ მეკოკიშვილმა პირველად მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო შეჯიბრებაში, ისიც ჰელსინკის ოლიმპიადაზე და მოიპოვა ჩემპიონის ოქროს მედალი თავისუფალ ჭიდაობაში,
მძიმე წონაში.


       ხ ა ლ ხ უ რ ი   ნიჭიერება

სჯობს გაცვდე, ვიდრე დაიჟანგო.
  რევაზ მორგოშია: მეგრულში შემონახულია შვიდი თაობის სახელები: I_სქუა (შვილი, ბერე);  II_ მუმა (მამა), მისი ნაშიერების გამაერთიანებელი სახელია მუმაში (დედმამისშვილები);  III_ ბაბუ (საერთო ბაბუს თაობას ქვია ბაბუში);  IV_პაპუ (პაპუში); V_ჯამა (ჯამაში); VI_შამა (შამაში); იმპუ (იმპუში).
  ვ.ბარნოვი: მაგონდება ხალხური თქმა: მიდის გმირი უიარაღოდ. _გამარჯვება, აღსართან! _გაგიმარჯოს! _სად მიხვალ? _საომრად. _იარაღი?! მტერი მაიტანს!
  ლ. ჯიყაშვილი: ჩვენი სისუსტე იმაშია, რომ დახვედრა ვერ ვისწავლეთ. მტრის მოტანილ იარაღს ჩვენად კი არ ვიყენებთ, ჩვენსას ვახვედრებთ გამოსაყენებლად
  ხევსურო, ხმალი გალაღებს,/ ფშაველო, ენა გრძელია.
  თიანეთელი გიორგი ობგაიძე: ვიარე, ვიხეტიალე, დავშვერ, დავნებდი კერასა,/ ბევრ საწყალთ გლოვას მოვესწარ, ბევრსაცა მდიდრების მღერასა,/ ეს ასე დაუწესეწბავ, ბედსა და ბედისწერასა.
  მაშ, რისთვის მინდა სიცოცხლე,/ სული რად მიჩრის პირშია?/
 თუკი არ გამოვადგები/ სამშობლოს გასაჭირშია!
   სოფელო, კარგ ყმას ნუ სწირავ,/ კარგი ყმა დასაფარია./
   საითაც ქარ მაგიბერავს,/ დადგება როგორც ფარია.
 &კაცს, ცოცხლად დაბადებულსა/ ჭირიც შეხვდება, ლხინიცა./ სუყველას უნდა გაუძლოს,/ გულ უნდა ჰქონდეს რკინისა.  
  სმა უმღერალი არ ვარგა, ვაჟკაცი _დაუთმობელი! (და არა დაუთრობელი!)
გაბრიელ ჯაბუშანურის თუ მიხო ხელაშვილის ?   ბინდისფერია სოფელია,/ უფრო და უფრო ბინდდება,/
რა არის ჩვენი სიცოცხლე,/ ჩიტივით გაგვიფრინდება./
ჩვენს ნასახლარზე ოდესღაც/ ბალახი აბიბინდება . . .        


წუთია წუთისოფელი,/ დახამხამება თვალისა/ ამ ქვეყნად წესი არ არის/ მეორედ მოსვლა მკვდარისა./ მიტომაც გვმართებს სუყველას/ მოხდა ამ ქვეყნის ვალისა,/ წასულს არ უნდა ერცხვინოს/ დატოვებულის კვალისა!
  (სატირალი): კარგ იყავ, მტერი იმად გყავდა,-/ რა მტერი უნდა ბეჩავსა,/ თავის მტერია თავადაც!/ დედაშენს რა აქვს სატირალი?/ სატირალი აქვს თემ-სოფელსა,/ ციხე-გალავა მორღვეულსა.
 სირცხვილმა უთხრა სიკვდილსა: თავი ნუ მოგწონს სიკვდილო . . .   (იცოდე, დამარცხდებიო)
    ჩამომიარა სიკვდილმა, არც ჰო ვუთხარი, არც არა;
    ტიალმა წუთისოფელმა თოკივით მგრიხა, დამცარა,
   რამდენიც მტყორცნა ისარი, მიზანს არც ერთი ამცდარა,
   ვერც სიძულვილით ამავსო, ვერც სიყვარულით დამცალა.


  ათენგენობაზე ცნობილი ვაჟკაცი მამუკა ქეიფობს. გამოჩნდა ხირჩლა, ცნობილი ვაჟკაცი და მისი მოქიშპე. მამუკა შეჯდა ცხენზე და გაეცალა: დააფასა სალოცავი და მოწინააღმდეგეც.
      ? არ ვარგა ლხინი უღვინოდ,
        ვაჟკაცი დაუთმობელი!
   ვ. ბარნოვი: მაგონდება ხალხური თქმა: მიდის გმირი უიარაღოდ. _გამარჯობა აღსართან! _გაგიმარჯოს! _სად მიხვალ? _საომრად. _იარაღი?! _მტერი მოიტანს!
   50-იან წლებში შუა აზიაში გადასხებული ქართველები მღეროდნენ: “ცა _ფირუზ, ხმელეთ ზურმუხტო,/ ჩემო სამშობლო მხარეო,/ ქართული ლექსის ალერსო, მთაწმინდის ბადრო მთვარეო,/ ილიას დიდო აჩრდილი, კლდედ ქმნილო, აწ მდუმარეო;/ აკაკის წმინდა ჭაღარავ, სიმღერავ, ცრემლით ნარევო;/ ბარათაშვილის საფლავო, _ქართლის ბედივით მწარეო,/ ვიყავ მინდიას ძმობილი, რაინდი, მომთაბარეო;/ მინდორ-ველებო, ქედებო, მთებო, ქოჩორა ტყიანო,/ მთაში მყვირალა ირემო, ლაღო, ქორბუდა რქიანო,/ შენ, ჩემო ტკბილო სამშობლოვ,/ საქართველო რომ გქვიანო,/ ნუთუ არ გესმის გოდება,/ შვილნი რომ გიკვნესიანო?!/ ურდოთა ნაბანაკარში მზის ალმურებში წვიანო,/ სულს შენთვის შეინახავენ, ვინ იცის,_შეგხვდებიანო./ არ დაგვივიწყო, იგლოვე შენი შვილების წერაო,/ ყარაყურუმში ქართველმა პირჯვარი გადიწერაო.”
   ინგილო ვარ საწყალი,/ არც მიწა მაქვს, არც წყალი!
ამ ქუდსა ვფიცავ ჩემს თავზე,/ შენს თავზე კიდევ მერდინსა./ გნახავ და მზეი ამოდის,/ ვერ გნახავ _დამიბნელდისა.
   არსენა ოძელაშვილის მკვლელი, გიორგი კუჭატნელი, გვარად სეფისკვერაძე იყო, ლეკებთან ომში თავი ისახელა და სოფ. კუჭატნში უბოძეს მამული. კუჭატნელმა როდესაც გაიგო ვინ მოკლა, ჯილდოზე უარი თქვა.
  თბილისის თავმა ალ. ხატისოვმა მელიქ აზარიანცს სახლის ასაშენებლად ადგილი გამოუყო (დღევანდელ ზემელზე). ერთი დუქნის ადგილის შემოერთება გადასწყვიტა და მედუქნეს დიდი ფულიც აძლია. მედუქნემ იმ აზარიანცს ფული უკან მიუყარა: _ჩემთვის მთავარია, დილით კაცი რომ ამოივლის, ქუდს მოიხდის და გამარჯობას მეტყვის. მეც მოვიხდი ქუდს და მივესალმები. “გამარჯობისთვის” ვცხოვრობთ!.
   კუბის ლიდერი ფიდელ კასტრო ორჯერ ჩამოფრინდა თბილისში და ხელი სთხოვა ერთ ქართველ ქალბატონს! მან უარით გაისტუმრა _ნაცოლარიაო.
  სახალხო მთქმელი იოსებ ბაიაშვილი მიხეილ ხერგიანის ხსოვნის საღამოზე: . .სახელს ვერ მოსპობ ვერც შენა,/ ვერც საუკუნო წლებიო,/ სახელი ქვეყნადა რჩება,/ მიქას _ლეში და ძვლებიო./ ორსავესა ჰყავ პატრონი,/ ვერცერთს ვერ შაეხებიო,/ გმირებს ნუ შაეჭიდები./ სიკვდილო, დამარცხდებიო.
  ხელოვნებათმცოდნე გიორგი გიგაურმა ხევსურეთში 2006 წელს აღმოაჩინა იდეოგრაფები, ცნების აღმნიშვნელი გრაფიკული ნიშნები, უძველესი დამწერლობა.



       ი უ მ ო რ ი
გურული ღმერთს ევედრება: _რომ ხარ, ქე ვიცი, რაცხა მინდა, ქე იცი, აწი, შენ იცი!
2012 IX _ვარდების გაცოცხებიდან დემოკრატიის გაცოცხლებამდე.
    ვარდების რევოლუციიდან ოქტომბრის ევოლუციამდე!  
  ფილოსოფოსი ხათუნა ლაგაზიძე: “ნაციონალების” რეინკარნაციის შიში “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის ერთგვარი ინდულგენციაა.  @ 2013_II.
    ზუგდიდის სადგურში დიქტორი: ხუთი წუთის შემდეგ მატარებელი გადის საბჭოთა კავშირში.
  გ.დ.რ. _შიფრავდნენ როგორც გრუზინსკაია დემოკრ. რესპუბლიკა.



No comments:

Post a Comment