Tuesday, October 30, 2012
შოთა რუსთაველი. ა ფ ო რ ი ზ მ ე ბ ი
გასტეხს ქვასაცა მაგარსა გრდემლი ტყვიისა ლბილისა
რაცა ვის რა ბედმან მისცეს, დასჯერდეს და მას უბნობდეს:
მუშა მიწყივ მუშაკობდეს, მეომარი გულოვნობდეს;
გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი.
ვითა ცხენსა შარა გრძელი და გამოსცდის დიდი რბევა,
მობურთალსა _მოედანი, მართლად ცემა, მარჯვედ ქნევა.
რა ვეღარ მიხვდეს ქართულსა, დაუწყოს ლექსმან ძვირობა,
არ შეამოკლოს ქართული, არა ქმნას სიტყვა-მცირობა.
დიდსა ვერ მოჰკვლენ, ხელად აქვს ხოცა ნადირთა მცირეთა.
ჩვენ მათიცა გვეამების, რაცა ოდენ თქვან ნათელად,
მოშაირე არა ჰქვიან, ვერას იტყვის ვინცა გრძელად.
მიჯნურობა
იგია საქმე საზეო, მომცემი აღმაფრენათა;
ვინცა ეცდების, თმობამცა ჰქონდა მრავალთა წყენათა.
ენა, გონება, დათმობა, მძლეთა მებრძოლთა მძლეობა,
ვისცა ეს სრულად არა სჭირს, აკლია მიჯნურთ ზნეობა.
მძულს უგულო სიყვარული, ხვევნა, კოცნა, მტლაშა_მტლუში.
შ. ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა.
ვ. ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია.
რ. ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების,
დიდთა და წვრილთა წყალობა შენცა ნუ მოგეწყინების
უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების, ვინ ების
უხვად გასცემდი, ზღვათაცა შესდის და გაედინების
სმა_ჭამა დიდად შესარგი, დება რა სავარგულია?!
რასაცა გასცემ, შენია, რაც არა, დაკარგულია! 36.
ა. ხამს მოყვრისათვის სიკვდილი, ესე მე დამიც წესად_რე.
ხამს მეფეთა ერთგულობა, ყოფა გვმართებს ყმასა ყმურად,_
...ხამს, თუ კაცი არ შეუდრკეს, ჭირს მიუხდეს მამაცურად.
განგებაა, სწორად მოჰკლავს, ერთი იყოს, თუნდა ასი;
მარტოობა ვერას მიზამს, მცავს თუ ცისა ძალთა დასი.
ავსა კარგად ვერვინ შესცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს.
განგებასა ვერვინ შესცვლის, არ-საქმელნი არ იქნების.
ხამს, თუ კაცმან გონიერმან ძნელი საქმე გამოაგოს,
არ-სიწყნარე გონებისა მოიძულოს, მოიძაგოს.
ვის ძალ-უც პოვნა კაცისა, თვით სოფლად არ-მოსრულისა?
ტ. ჩემი ლხინია სიკვდილი, გაყრა ხორცთა და სულისა
მიმნდონი საწუთროსანი მისთა ნივთთაგან რჩებიან, ...
ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა, რომელნი ეურჩებიან. 78
ნ. ბედითი ბნედა, სიკვდილი რა მიჯნურობა გგონია?
სჯობს, საყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია!
თუცა მართებს დედაკაცსა მამაცისა დიდი კრძალვა,
მაგრა მეტად უარეა არა-თქმა და ჭირთა მალვა.
ქმნა მართლისა სიმართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად. 107
რა ერთსა გცემდენ ათასნი, ეგრეცა მოგერევიან.
ორგული და მოღალატე ნამსახურსა დავაგვანე,
ესე არის მამაცისა მეტის-მეტი სიგულვანე!
მე ვჰკადრე: “ღმერთი ვინათგან შეუნდობს შეცოდებულსა,
უყავით თქვენცა წყალობა მას ღონე-გაცუდებულსა”.
ჯამი და ჭიქა _ყველაი ფეროზისა და ლალისა.
არვისი ბრძანა მეფემან არცა გაშვება მთვრალისა.
რა ერთსა გვცემდენ ათასნი, ეგრეცა მოგვერევიან.
ვინცა მოკვდეს მეფეთათვის, სულნი მათნი ზეცას რბიან.
მიბრძანა, თუ: “გონიერი ხამს აროდეს არ აჩქარდეს,
რაცა სჯობდეს, მოაგვაროს, საწუთროსა დაუწყნერდეს:’
ნ. მისთა სპათაცა ნუ დახოც, ზროხათა, ვითა ვირთაო,_
დიადი სისხლი უბრალო კაცმანცა ვით იტვირთაო?
ტ. ყველაკაი დამეფანტა, დარჩომოდა რაცა ჭირსა.
კაცსა ღმერთი არ გასწირავს არე, მისგან განაწირსა!
ფ. იგი მოგვცემს წყალობასა მისსა, ზეცით მოგვიქუხებს,
ჭირსა ლხინად შეგვიცვალებს, არაოდეს შეგვაწუხებს.
ტ. არ ავი გესვა მოყვარე, ჟამი თუ მომხვდეს ჟამისად,
ენა, გონება მახმარე გამოსარჩევლად ამისად. (ფ-ს) 120
ა.
“რა აქიმი დასნეულდეს, რაზომ გინდა საქებარი.
მან სხვა უხმოს მკურნალი და მაჯასისა შემტყვებარი.
მას უამბოს, რაცა სჭირდეს სენი, ცეცხლთა მომდებარი:
სხვისა სხვამან უკეთ იცის სასარგებლო საუბარი.
ასი გმართებს გაგონება, არ გეყოფის არ, ერთხელი;
კარგად ვერას ვერ მოავლენს კაცი აგრე გულ-ფიცხელი.
უმისოდ მყოფსა სწორად მიჩს ჩემთვის დარბაზი და ხული.
ხსოვნა არა ხამს ჭირისა, ვით დღისა გარდასულისა.
ა. ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად,
გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად;
შენ არ-გატეხა კარგი გჭირს ზენაარისა, ფიცისა,
ხამს გასრულება მოყვრისა სიყვარულისა მტკიცისა,
ძებნა წამლისა მისისა და ცოდნა ხამს უიცისა
რა სჯობს, რა კაცმან გიშერი ბროლ-ლალსა თანა ახიოს,
ანუ ბაღს ალვა საროსა ახლოს რგოს, მორწყოს, ახიოს,
მისსა მჭვრეტელსა ალხინოს, ვერ-მჭვრეტსა ავაგლახიოს
გული კრულია კაცისა, ხარბი და გაუძღომელი,
გული _ჟამ-ჟამად ყოველთა ჭირთა მთმო, ლხინთა მნდომელი;
გული _ბრმა, ურჩი ხედვისა, თვით ვერას ვერ გამზომელი,
ვერცა ჰპატრონობს სიკვდილი, ვერცა პატრონი რომელი!
კვლა გულსა ეტყვის: “დათმობა ჰგვანდეს სიბრძნისა წყაროთა.
არ დავთმოთ, რა ვქმნათ, სევდასა, მითხარ, რა მოვუგვაროთა?
თუ ლხინი გვინდა ღმრთისაგან, ჭირიცა შევიწყნაროთა”
კვლა ეტყვის: გულო, რასდენცა გაქვს სიკვდილისა წადება,
სჯობს სიცოცხლისა გაძლება, მისთვის თავისა დადება.
მიეგება, თაყვანის-სცა, ჰკადრა სრულსა ქება სრული,
ხამს სტუმარი სასურველი, მასპინძელი მხიარული.
ხამს სიყვარული მოყვრისა უხვისა, უშურველისა.
რამცა სადა გაუმარჯვდა კაცსა, ფიცთა გამტეხელსა! 135
ჩემი ჩემებრ არვინ იცის, რა მამწარებს, რა მატკბუნვებს;
ცუდთა კაცთა საუბარი კაცსა მეტად დააჭმუნვებს.
სჯობს წვიდე, არ გავტეხნე, კაცსა ფიცნი გამოსცდიან;
რკინა, ჩემი მონაცვალე, ხამს, გაცვილდეს, არ გატინდეს
ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების.
ავსა კაცსა ურჩევნია, ავსამცა რას ადრე სცნობდა!
შაბაშ სიტყვა, შაბაშ კაცი, შაბაშ საქმე, მისგან ქმნილი!
მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომე კაცი თავსა ივნებს.
ვინ არ მისცემს ქადებულსა, მოურავსა მოიმდურვებს.
თქმულა: “ქრთამი საურავსა ჯოჯოხეთსცა დაიურვებს”.
განგებით ქმნილსა რისხვასა ვერავინ დარიდებია!
შენთვის სიკვდილი ლხინად მიჩს, ჭირი არ გამცუდებია
სჯობს უყოლობა კაცისა, მომდურავისა ყოლასა.
ოდეს კაცსა დაეჭიროს, მაშინ უნდა ძმა და თვისი.
რაცა საქმე უსამართლო ღმერთმან ვისმცა შეარჩინა! 141
ყოვლი ცრუ და მოღალატე, ღმერთსა ჰგმობს და აგრე ცრუობს.
სამი არის მოყვრისაგან მოყვრობისა გამოჩენა:
პირველ, ნდომა სიახლისა, სიშორისა ვერ-მოთმენა,
მიცემა და არა შური, ჩუქებისა არ-მოწყენა.
გავლენა და მოხმარება, მისად რგებად ველთა რბენა.
ერთგულთათვის კარგი ნუ გშურს, ორგულიმცა შენი კვდების!
ვის ასმია პატრონისა ჭირსა შიგან ყმისა რიდი!
არ ვეშიშვი მტერთა ჩემთა, თავი მონად მომიმონდეს.
ხამს მამაცი გაგულოვნდეს, ჭირსა შიგან არ დაღონდეს
მე იგი ვარ, ვინ სოფელსა არ ამოვჰკრეფ კიტრად ბერად,
ვის სიკვდილი მოყვრისათვის თამაშად და მიჩანს მღერად;
მოვკვდე, თავსა ნუ მოიკლავ, სატანისგან ნუ იქმ ქმნილსა.
კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა;
მე სიტყვასა ერთსა გკადრებ, პლატონისგან სწავლა-თქმულსა:
სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა.
არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა! 143
მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა.
“სიყვარული აგვამაღლებს”, ვით ეჟვანნი, ამას ჟღერენ
ვინ დამბადა, შეძლებაცა მანვე მომცა ძლევად მტერთად;
ვინ არს ძალი უხილავი შემწედ ყოვლთა მიწიერთად,
ვინ საზღვარსა დაუსაზღვრავს, ზის უკვდავი ღმერთი ღმერთად,
იგი გახდის წამის-ყოფით ერთსა ასად, ასსა ერთად.
რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების.
მზისა შუქთა ვერ-მჭვრეტელი ია ხმების, ვარდი ჭნების;
წესი არის მამაცისა მოჭირვება, ჭირთა თმენა,
არვის ძალ-უც ხორციელსა განგებისა გარდავლენა.
ვერ ვეცრუები, ვერ ვუზამ საქმესა საძაბუნოსა
არ-დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა;
ვჰგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა!
რა უარეა მამაცსა სულ-დიდსა, წასლვა-გვიანსა!
რა უარეა მამაცსა ომშიგან პირის მხმეჭელსა,
შემდრკალსა, შეშინებულსა და სიკვდილისა მეჭველსა!
კაცი ჯაბანი რითა სჯობს დიაცსა ქსლისა მბეჭველსა?
სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა!
ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი;
მისგან ყოველი გასწორდეს, სუსტი და ძალ-გულოვანი;
ბოლოს შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი.
სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი! 144.
სცთების და სცთების, სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად!
მოვა შემყრელი ყოველთა ერთგან დღისა და ღამისად.
თუ ვერა გნახე ცოცხალმან, სიცოცხლე გქონდეს ჟამისად.
შენ დაამდიდრე ყოველი, ობოლი, არას მქონები:
მიღწვიან, მომიგონებენ, დამლოცვენ, მოვეგონები.
მომეც დათმობა სურვილთა, მფლობელო გულის-თქმათაო!
მართლად უთქვამთ მეცნიერთა: “ჭყენააო ჭირთა ბადე”.
თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები
იტყვის: “ჰე მზეო, ვინ ხატად გთქვეს მზიანისა ღამისად,
ერთ-არსებისა ერთისა, მის უჟამოსა ჟამისად,
ვის გმორჩილობენ ციერნი ერთის იოტის წამისად,
ბედსა ნუ მიქცევ, მიაჯე, შეყრამდის ჩემად და მისად!
მაშინ ვერ გავსძელ სიახლე, აწ სიშორესა ვინანი.
გული, ცნობა და გონება ერთმანეთზედა ჰკიდიან:
რა გული წავა, იგიცა წავლენ და მისკენ მიდიან;
უგულო კაცი ვერ კაცობს, კაცთაგან განაკიდიან.
ესე არაკი მართალი ჩინს ქვასა ზედა სწერია:
“ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია”.
ხამს მამაცი მამაცური, სჯობს, რაზომცა ნელად ტირსა,
ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვითკირსა.
თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა.
არ იცი, ვარდნი უეკლოდ არავის მოუკრებიან!
ვარდსა ჰკითხეს: “ეგზომ ტურფა რამან შეგქმნა ტანად, პირად?
მიკვირს, რად ხარ ეკლიანი? პოვნა შენი რად არს ჭირად?”
მან თქვა: “ტკბილსა მწარე ჰპოვებს, სჯობს, იქმნების რაცა ძვირად;/ ოდეს ტურფა გაიაფდეს, აღარა ღირს არცა ჩირად”.
“რათგან ვარდი ამას იტყვის უსულო და უასაკო,
მაშა ლხინსა ვინ მოიმკის პირველ ჭირთა უმუშაკო?
უბოროტო ვის ასმია რაცა კარგი საეშმაკო,
რად ემდურვი საწუთროსა? რა უქნია უარაკო?
რაცა არ გწადდეს, იგი წმრნ, ნუ სდევ წადილთა ნებასა.
არ-სასმენლისა მოსმენა არს უმჟავესი წმახისა
გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი.
მაგრა შენცა ნუ აგრე ხარ, ნუ აწყლულებ ახლად წყლულსა;
არას გარგებს სწავლულება, თუ არა იქმ ბრძენთა თქმულსა:
არ იხმარებ, რას ხელსა ხდი საუნჯესა დაფარულსა?
არ თუ იცი, უგანგებოდ არა კაცი არ მოკვდების?
მზისა შუქთა მომლოდინე ვარდი სამ დღე არ დაჭკნების.
ბედი ცდაა, გამარჯვება, ღმერთსა უნდეს, მო-ცა-გხვდების
გონიერსა მწვრთელი უყვარს, უგუნურთა გულსა ჰგმირდეს 160.
მაგრა ბოლოდ ლხინსა მისცემს, ვინცა პირველ ჭირსა გასძლებს;
მიჯნურობა საჭიროა, მით სიკვდილსა მიგვაახლებს,
გასწავლულსა გააშმაგებს, უსწავლელსა გაასწავლებს.
საწუთრო ნაცვლად გვატირებს, რაც ოდენ გაგვიცინია.
ძველი წესია სოფლისა, არ ახლად მოსასმინია.
ვა შენი ბრალი და, თვარა სიკვდილი ჩემი ლხინია!
სწყუროდეს, წყალსა ვინ დაღვრის კაცი უშმაგო, ცნობილი?
დიდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს
ღმერთსამცა ვით არ შეეძლო კვლა განკურნება წყლულისა?
იგია მზრდელი ყოვლისა დანერგულ-დათესულისა!
ნუ დეშის, ღმერთი უხვია, თუცა სოფელი ძვირია,
რასაც მიწვრთიხარ, იწვართე; გკადრო, უწვრთელი ვირია. 167.
უხანობა და სიცრუე, ვა, საწუთროსა ფლიდისა!
ა. ყმამან უთხრა; “ვინცა ჭმუნავს, ცუდია და სცთების!
რაცა მოვა საქმე ზენა, მომავალი არ აგვცთების;
მართლად იტყვის მოციქული: “შიში შეიქმს სიყვარულსა”.
კაცო, ძალსა ნუ იქადი, ნუცა მოჰკვეხ ვითა მთვრალი!
არას გარგებს ძლიერება, თუ არ შეგწევს ღმრთისა ძალი!
დიდთა ხეთა მოერევის, მცირე დასწვავს ნაბერწკალი,
ღმერთი გფარავს, სწორად გაჰკვეთს, შეშა ვის ჰკრა, თუნდა ხრმალი. 181.
ა. ყმამან უთხრა: “მადლი ღმერთსა, შემოქმედსა, არსთა მხადსა,
ვისგან ძალნი ზეციერნი განაგებენ აქა ქმნადსა,
იგი იქმან ყველაკასა, იდუმალსა, ზოგსა ცხადსა;
ხამს ყოვლისა დაჯერება, ბრძენი სჯერა მოწევნადსა.
ამოა, კარგსა მოყმესა რა ომი გამარჯვებოდეს,
ამხანაგთათვის ეჯობნოს, ვინცა მას თანა-ხლებოდეს.
სჯობს სიშორე დიაცისა, ვისგან ვითა დაითმობის:
გილიზღებს და შეგიკვეთებს, მიგინდობს და მოგენდობის,
მართ ანაზდად გიღალატებს, გაჰკვეთს, რაცა დაესობის,
მით დიაცსა სამალავი არასთანა არ ეთხრობის
მას მკურნალმან რაგვარ ჰკურნოს, თუ არ უთხრას, რაცა სჭირდეს!
უმსგავსო საქმე ყოველი მოკლეა, მით ოხერია.
რა უთქვამს, რა მოუჩმახავს, რა წიგნი მოუწერია!
მით რაცა მინდა, არა მაქვს, რაცა მაქვს, არ მომინდების;
ბინდის გვარია სოფელი, ესე თურ ამად ბინდდების,
კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების! 188
მკურნალმანცა ვერა ჰკურნოს თავისისა სისხლის მხვრეტსა
(უსენს) დაავიწყდეს იგი ფიცნი, რა მუსაფნი, რა მაქანი!
მართლად თქმულა: “არა მართებს ყვავსა ვარდი, ვირსა რქანი”.
ბედი უბედო ჩემზედა მიწყივ ავისა მქმნელია.
კარგი რამ მჭირდეს, გიკვირდეს, ავი რა საკვირველია!
სიკვდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა?
რა მისჭირდეს, მაშინ უნდან გონებანი გონიერსა!
ვა ოქრო მითა მოყვასთა აროდეს მისცემს ლხენასა,
დღედ სიკვდილამდის სიხარბე შეაქნევს კბილთა ღრჭენასა
. . .კვლა აქა სულსა დაუბამს, დაუშლის აღმაფრენასა.
მე, გლახ, ვიყავ მისი ნეზვი, იგი იყო ჩემი ვაცი.
კაცსა დასვრის უგულობა და დიაცსა ბოზი ნაცი. 204
მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია;
არ მიენდობის გულითა, თუ კაცი მეცნიერია.
ა. უმისოდ ნეხვთა ზედა ვზი ბულბული მსგავსად ყვავისად!
თუ ყვავი ვარდსა ისოვნის, თავი ბულბული ჰგონია. 211.
ქება რად უნდა მას, ვინცა თქვენთანა ხან-დაზმულია?
მსგავსი ყველაი მსგავსა შობს, ესე ბრძენთაგან თქმულია.
ცრუ კაცი კარგად ვერა იქმს საქმესა გაზნელებულსა,
თქმულა: “სიწყნარე გმობილი სჯობს სიჩქარესა ქებულსა!”
ა. ლხინი მოგვეცა, მოგვშორდა ყოველი ჭირი ძნელია,
მზე მოგვეახლა, უკუნი ჩვენთვის აღარა ბნელია,
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია! 226
დიდთა რას ვაქნევთ ლაშქართა? კარგნი გვინდან და ცოტანი:
სამასი კაცი გვეყოფის, წავიდეთ მართ მეოტანი;
ასი ათასსა აჯობებს, თუ გამორჩევით მქმნელია. 231
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment