Tuesday, October 30, 2012
წ უ თ ი ს ო ფ ე ლ ი
შოთა: იგი მიენდოს სოფელსა, ვინაც თავისა მტერია.
ხსოვნა არა ხამს ჭირისა, ვით დღისა გარდასულისა.AA
მოვკვდე, თავსა ნუ მოიკლავ, სატანისგან ნუ იქმ ქმნილსა.
წესი არის მამაცისა მოჭირვება, ჭირთა თმენა;
არვის ძალ-უც ხორციელსა განგებისა გარდავლენა.
ხამს მამაცი მამაცური, სჯობს, რაზომცა ნელად ტირსა.
ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვითკირსა.
სცთების და სცთების, სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად;
მოვა შემყრელი ყოველთა ერთგან დღისა და ღამისად.
თუ ვერა გნახე ცოცხალმან, სიცოცხლე გქონდეს ჟამისად.
ილია: წუთისოფელი ასეა: ღამე დღეს უთენებია;/ რაც მტრობას დაუქცევია, სიყვარულს უშენებია.
ნუ ესვრი წარსულს დამბაჩას, თორემ მომავალი ზარბაზანს დაგიშენს.
ვაჟა: გონებას ფიქრი სტანჯავდეს
გულს ცეცხლი სწვავდეს ძლიერი,
მშიოდ-მწყუროდეს კეთილი,
ვერ გავძღე, მოვკვდე მშიერი
გამდიდრებული მდაბიო/ საერდო სანახავია.
პიერ როსნარი (ფრ. რენესანსი) თარგმანი გრიგოლ აბაშიძისა: სულ სამ დროდ არის დაყოფილი წუთისოფელი:
_გუშინ, დღეს და ხვალ, აი, მათი სამი სახელი.
ხვალინდელი დღის დღეს არ არის არვინ მნახველი
და მომავალი არის ჩვენთვის მიუწვდომელი.
გუშინდელი დღის დაბრუნებას ნუღარ მოელით,
გაქრა და სიზმრის მოგონებად დაგვრჩა ანღველი.
დღე ერთადერთი ჩვენ გვეკუთვნის, დღე დღევანდელი,
ასე მუხთალი და ხანმოკლე არის რომელიც.
.
კონსტანტინე გამსახურდია: ძლიერს უფრო უჭირს ამ ქვეყნად. ამიტომაც მუდამ დაღრენილები დადიან ლომები, ვეფხვები და ავაზები, ხოლო თრითინები, თაგვები და ციყვები მუდამ მხიარულად დაცუნცულებენ.
ხან გონებაა დახშული, ხანაც გულისკარია ღია.
არცა რაინდია ისეთი, რომელსაც რისამე წინაშე შიში არ ეგრძნოს ოდესმე. არცა ბრძენია სადმე, ერთხელ მაინც სისულელე არ ეთქვას.
მხოლოდ ბრძენკაცებს ემტერებიან მეფეები და არსად არც ერთ მეფეს, თუ გინდ სულელსაც, შლეგები არ ჩამოუხრჩვია ჯერ.
მლიქვნელების თათბირი არც ერთ მეფეს არ გამოსდგომია ჯერაც. ქედმაღლობა მეფეების უდიდესი უბედურებაა.
უძვირფასესი სამკაული კაცთა მოდგმისა თავმდაბლობაა.
შოთა ნიშნიანიძე: მარადიულ უკუნში წუთით გამოიდარა,/ ამ ქვეყანად მოვსულვართ არარაობიდანა./ დავბრუნდებით, გადავალთ არარაობაშივე,/ წუთისოფლის სტუმრებო, აბა რა შეგვაშინებს!?
იოსებ ნონეშვილი: ეცადნენ და ვერ გამხადეს ბოროტი,
ეცადნენ და ვერ გამხადეს ფლიდი,
წუთისოფელს კაცად შერჩე ბოლომდის,
ესც თურმე გმირობაა დიდი.
მორის ფოცხიშვილი: _დაუნდობლობავ დროისა, სულმოკლეობავ კაცთა,/ არცერთი არ ამცდენია, ტყვია, რომელიც ამცდა!
რაულ ჩილაჩავა: _ნუ შეგაძრწუნებს გაქრობის შიში,
ცხადია, რაკი ამ ქვეყნად იშვი,
უნდა ჩამოკრას მიქცევის ზარმაც,
მაგრამ გლოვობდე, მაგრამ ზარამდე
ოდნავი ფიქრიც უნდა გზარავდეს,
რომ შეგერგება სიცოცხლე არმად.
ალბათ ჯერ კიდევ შეგხვდებათ ბევრი
გაუვალი და ბურვილი ტევრი,
სადაც კომპასად ხმარობენ სინდისს.
იმ ასაკში ხარ, როდესაც უნდა
შეძლო თათბირი საკუთარ გულთან
და გაარჩიო შუქი და ბინდი.
ნუ დაანებებ მარჯვენა ლოყას/ თუ მარცხენაში გაგაწნეს სილა,/ რადგან არავის მონური თმენით/ არ შეუნახავს ვაჟკაცის გენი,/ როგორც შვენოდა გვარსა და ჯილაგს
არ მოითმინო: მცოცავი შური,/ ღალატის ფასად ნაპოვნი პური/ და უადგილოდ ნათქვამი სიტყვა.
უკვდავების დოღი
შემომესმა ქარბუქების შორეული სტვენა
და მე უცებ უცნაური დოღი მომეჩვენა:
უკვდავების ბარიერებს მოარღვევდნენ ურჩად
ბუცეფალი, როსინანტი, ბაიარდი, ლურჯა.
მ. ლებანიძე: გაანათებს დროთა სივრცეს არსებულით უკმაყოფილება.
კაცი გულჩაბოღმილი,/ ვთქვათ თუ მართლაც ჭირშია,/
მარად ყურჩამოყრილი/ შენს მტერს! _საძრახისოა!/
ათოვს, აწვიმს ხეობას,/ ავდრობს, დელგმის შიშია . . .
მეტისმეტი მხნეობაც/ მაგ დროს რეგვნის ტვინშია!
ბერდია ბერიაშვილი: გული ენთება როგორც ბუხარი,/ როდესაც ქარი ამღერებს მუხებს./ კაცს არაფერი თუ არ უხარის,/ მას არაფერი არ შეაწუხებს./ ღამის ჩრდილები და შუქი მზისა/ მთებზე წვებიან ფერად ფარდებად,/ არაფერი არ აწუხებს ვისაც,/ მას არაფერი გაუხარდება.
თემურ იანტბელიძე: ბევრი არაფერი არ მინატრია,
ყოველთვის მკმაროდა ცოტა.
ცოტა პოეტი ვარ,/ ცოტა მხატვარი ვარ,/
ცოტა ყველაფერი მქონდა:/ ცოტა ვაჟკაცობა,/
ცოტა ბრძენკაცობა,/ ცოტა ესეც და ისიც./
და მე, ცოტა კაცმა,/ ცოტა რამ რომ მყოფნის,
დიდი სიყვარული ვიცი!
გოდერძი ჩოხელი: ადამიანის სევდა ასე ჩამოაყალიბა _ადამიანად ყოფნის სევდა და ადამიანად არყოფნის სევდა!
?? სიცოცხლე უნდა ქარიშხალს გავდეს,
მეხის გავარდნას ჰგავდეს სიკვდილი!
კინორეჟისორი გუგული მგელაძე: _შავ-თეთრი გახდა ჩვენი ცხოვრება/ და ვეღარ ვიღებთ სანუკვარ ფილმებს./
აპარატს ვტენით ფერადი ფირით,/ ის კი ჯიუტად შავ-თეთრად იღებს.
ჯ.ჩარკვიანი X-ს მოსაგონებლად: _შენი აქ ყოფნით სიცოცხლეს მილამაზებდი, იმ წუთისოფელში წასვლით კი სიკვდილს მიადვილებ!
ღმერთო, მათქმევინე: “სიცოცხლე ღირდა”!
და მერე წამიყვანე სადაც გინდა!
ხ ა ლ ხ უ რ ი
წუთია წუთისოფელი,/ დახამხამება თვალისა/ ამ ქვეყნად წესი არ არის/ მეორედ მოსვლა მკვდარისა./ მიტომაც გვმართებს სუყველას/ მოხდა ამ ქვეყნის ვალისა,/ წასულს არ უნდა ერცხვინოს/ დატოვებულის კვალისა!
ხ. სირცხვილმა უთხრა სიკვდილს: თავი ნუ მოგწონს სიკვდილო, იცოდე, დამარცხდებიო!
ჩამომიარა სიკვდილმა; არც ჰო ვუთხარი, Aარც არა.
ტიალმა წუთისოფელმა თოკივით მგრიხა, დამცარა,
ვერც სიძულვილით ამავსო, ვერც სიყვარულით დამღალა!
უ ც ხ ო ე ლ ე ბ ი
ადამიანის სიყვარულისა და სიკეთის გულისათვის მისი აზრები სიკვდილს არ უნდა დავანებოთ. (თომას მანი; 1875-1955წწ.)
ლაო_ძი
25 საუკუნის წინ ბეძანა ჩინელმა ბრძენთაბრძენმა ბრძანა:
კაცი, საქმეს რომ აღასრულებს, სოფლიურ უსასრულობას უნდა შეერთოს.
დაო შობს ყოველ არსს, დე კვებავს ყოველ არსს.
კაცნი დიადობენ, ოდეს მდაბლდებიან და მდაბლდებიან, ოდეს დიადობენ.
ბრძენი დუმს, უმეცარი ქადაგებს.
რაც მეტია აკრძალვა, მით მეტია სიღარიბე.
რაც მეტია იარაღი, მით მეტია ამბოხი.
რაც მეტია უმეცრება, მით მეტია სიხარბე.
რაც მეტია კანონი და ბრძანება, მით მეტია ქურდი და ავაზაკი.
მდედრი თვინიერებით იმორჩილებს მამრს.
თუ მდიდარნი და დიდებულები მედიდურობენ, თავად იუბედურებენ თავს.
უდიადეს ოთხკუთხედს კუთხეები არ უჩანს.
უდიდესი მრუდი _წრფეს ჰგავს.
უუმძლავრესი ხმა _უხმოა.
უუდიადესი სახება _უსახიერია.
უდიდესი სიბრძნე _სიბრიყვეს ჰგავს.
ზომიერება მოქმედების ძირითადი კანონია: მაგარი –
იმსხვრევა, ბასრი _ბლაგვდება.
მოძრაობა ამარცხებს სიცივეს
უძრაობა ამარცხებს სიცხეს.
სამართლიანობა საფუძველია ხელმწიფების
ვერაგობა საფუძველია ომისა.
ყოვლადბრძენი ძლიერია და სძაგს ძალმომრეობა.
ვინც ბევრს მიელტვის: მცირედსაც დაკარგავს.
რამე რომ დავასუსტოთ, ჯერ უნდფა გავაძლიეროთ
კულტურა, რაც მხოლოდ პირმოთნეობისათვის იღწვის, რყვნის თვითმყოფადობას და ხალხში ცხოვრების სიმარტივის, ადამიანში “ლამაზი და იშვიათი ნივთების შეძენის სურვილს ბადებს და “წყაროა შფოთისა და უბედურებისა”.
ყოვლადბრძენი არ იხვეჭს. ყოველივეს ხალხისათვის იქმს და ყოველივეს გასცემს. რაც უფრო მეტს გასცემს, მით მეტს იმკის კვლავგასაცემად.
ყოვლადბრძენის მიზანია: _უბოძოს ხალხს საზრდელი _გემრიელი, სამოსელი _მშვენიერი, სახლ-კარი _მყუდრო, ხოლო ცხოვრება _მშვიდობიანი.
ქრისტე ქადაგებდა, რომ ღმერთი სიყვარულს ითხოვს და არა მსხვერპლს.
სოკრატე (. . _399წ) _პლატონ, შენ ახალგაზრდა ხარ და გგონია, რომ ყველაზე დიდი უბედურება სიკვდილია. მე კი მგონია, რომ სიკვდილზე უარესი სირცხვილია!
89 წლის მიქელანჯელო: დიდად მეძნელება სიცოცხლესთან განშორება, რადგან ახლახან ავიდგი ფეხი ჩემს პროფესიაში.
ომარ ხაიამი: ჩვენ თუ სრულყოფილნი ვართ, მაშინ რადა ვკვდებით? თუკი არასრულყოფილნი ვართ _ვინ დაუშვა წუნი?
ოსკარ უაილდი: მოხუცებს ყველაფრის სჯერათ, ასაკოვნებს ყველაფერში ეჭვი ეპარებათ, ახალგაზრდებმა კი ყველაფერი იციან
? _ეძებე ადამიანები, რომლებთან საუბარი ღირებულია კარგი წიგნივით და წიგნები, რომელთა კითხვა ფილოსოფოსთან ლაპარაკივით ღირებულია.
მიშელ მონტენი (1533-1592წწ); ორჯერ აირჩიეს ბორდოს მერად, მესმედ არჩევაზე კი უარი თქვა._ადამიანური ბედნიერება ის კი არ არის, რომ კარგად მოკვდეს, არამედ ის, რომ კარგად იცხოვროს.
უოლტერ სკოტი: . . .ვინც ცოცხალი გადარჩა, იმ ქვეყნად გამგზავრებულებისა შურდათ, რადგან მათ მომავალ უბედურებას თავი დააღწიეს
გოეთე: მე ყოველთვის მიმაჩნდა სამყარო ჩემს გენიაზე უფრო გენიალურად.
პოლ ვალერი გოეთეზე: ყველაზე ნაკლებად გიჟი ადამიანებს შორის.
უილიამ ბლეიკი (1757-1827 წწ/): შრომაში გართულ ფუტკარს დარდის დრო არა აქვს.
რობერტ ბერნსი (1759_1796 წწ.): ერთის შექმნა უფრო საამურია,/ ვიდრე ერთად ასი კაცის გაჟლეტა.
ნაზიმ ჰიქმეთი (თურქი მწერალი): _ მე რომ არ ვიწვოდე, შენ რომ არ იწვოდე, მაშინ ვინღა განდევნის სიბნელეს?
სენტ ეკზიუპერი: მე ჩემი ბავშვობიდან მოვდივარ.
მსახიობი მარლენ ბრანდო. სიბერეში გახდა 180 კგ! _სიბერე მშვენიერი რამაა. ეს ის პერიოდია, როცა უკვე ხვდები, რომ
ცხოვრებაში არ გყოლია ნამდვილი მტერი, საკუთარი თავის გარდა.
კურტ ვონეგუტი, ამერიკელი მწერალი: ღმერთო, მომეცი თავდაჭერილობა, რომ გადავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შეიძლება, ძალა, რომ შევცვალო ის, რისი შეცვლაც შეიძლება და გონება, რომ გავარჩიო ართი მეორისაგან.NNNN(*თუ მოთმინება და საჭიროა?)
ომარ ხაიამი:
ამ ქვეყნად გმართებს არ გადასცდე სიფრთხილის კიდეს/ მოსავალს შენსას ქვეყნად უნდა უჩუმრად მკიდე./ სანამ გაქვს ენა, ყურები და თვალებიც გიჭრის,/ უნდა დამუნჯდე, დაყრუვდე და დაბრმავდე კიდეც.
გუშინ ბაზარში ჩავიარე და მეცა ელდა:
მექოთნე ვინმე მიწას ფეხით უხეშად ზელდა.
გმინავდა მიწა: მეც შენსავით კაცი ვიყავი.
ფრთხილად, შენც მიწად გადაგაქცევს სიმრავლე წელთა.
სანამ სული ამოგვხდება ბედის ძალდაძალობით,
მანამ ღვინის ფიალები გამოვცალოთ ცალობით.
ჩქარა, თორემ ჩვენი წასვლის დრო-ჟამი რომ დადგება,
მგონი წყალიც ვერ დავლიოთ მუხთალ ბედის წყალობით
ვიდრე ინაღვლო, მართალ გზაზე შედექ თუ არა,
შენი ცხოვრება გამოიღებს შედეგს თუ არა,
ღვინით აღავსე ეგ ფიალა, რადგან არ იცი
ამოისუნთქავ ამ ჩასუნთქვის შემდეგ თუ არა.
ბაგით დავწვდი დოქის ბაგეს, ბაგე გადავიბადაგე,
დღეგრძელობას ვეძიებდი, ჟამთა სრბოლით დავიდაგე,
დოქმა მითხრა საიდუმლოდ: მომაგებე ბაგეს ბაგე,
ქვეყნად განა კიდევ მოხვალ, დალიეო, რას ქადაგებ!
იცოდე, ქალთან ალერსი და ლოთობა თუნდაც,
სჯობს, ვიდრე ბერის თვალთმაქცობა დაიდო ხუნდად,
თუ ღვინის მსმელებს ჯოჯოხეთში მოუწევთ ყოფნა,
მაშინ ცარიელ სამოთხეში ვის რაღა უნდა.
გერმანული ანდაზები: ვინც არა რის ღვინის, ქალის და სიმღერის მსურველი,/ თვისი დღე და მოსწრება/ ის იქნება სულელი!
შედი, სადაც სიმღერა და ხალისია;/ ბოროტებმა სიმღერები არ იციან.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment