მკერდში ძგერს გული ჭაბუკის,
ჯიბეში _ჩხრეკა მაყუთის,
გინდ დამიჯერეთ, გინდ არა,
გახლავართ სამოცდახუთის! 4-09 2004წ.
ტალიკას დედის ქელეხში თქმული (გულში):
ჭურჭლის და სიტყვების რახარუხი;
დარბაზში _ხმაური ქელეხური.
_რა ერქვა, ჩხონებულს? _ჩიფჩიფით იკითხა.
პასუხიც ბებრულია: _მგონი გელე, გური!
დასვენებაც კი ძნელია ლოგინში,
კარგი ცხოვრების ამო ლოდინში!
რაში მინდა მე სიმტკიცე, ამ ცხოვრების თმენის!
არ მერჩია, შემრჩენოდა, თავზე ბღუჯა თმების!?
მას უხარის მამლის წელი,
თუ აქვს მამლის ყიდვის წელი!
გიხაროდეს წელი მამლისა,
ფიქრი არ გქონდეს ფულის წამლიზა!
არაფერი არ უყვარდა, არაფრის კეთება სცადა,
აქეთ _მიწას ამძიმებდა, არ უნდოდა წასვლა ცადა!
საკუთავი
შავ ანგელოზი ჩურჩულით:
“თურმე გამხდარხარ სამოცის,
დისერტაციაც დაგიცავს:
“სიყვარულის და კაცობის”
გამომყევ, აღარ ინანებ,
კარებს გაგიღებ სამოთხის!” 4-09 1999წ.
No comments:
Post a Comment