Wednesday, March 6, 2013

ლ ო ზ უ ნ გ ე ბ ი




   “მე თვითონ ვმარგლავ ჩემ ტვინს “იზმებისა” და        “აციებისაგან”   მ. ჯავახიშვილი

  “ლოზუნგების ქვეყანა”. ასე ერქვა 80-იან წლებში გამოქვეყნებულ თამაზ წივწივაძის წერილს, რომელმაც მას დიდი პოპულარობა მოუტანა საბჭოთა საქართველოს მკითხველთა ერთ ნაწილში, რომელშიაც ჩვენი ოჯახიც შედიოდა. ვაგრძელებ თემას.
   საბჭოთა ხელისუფლება შექმნიდანვე აქტიურად მიმართავდა პროპაგანდას. მე მგონია ხელისუფლების დიდი მონდომება აღმოეფხვრა წერა-კითხვის უცოდინრობა მოსახლეობაში ასაკის და მიუხედავად გარკვეულწილად განაპირობა სურვილმა
გაზეთებით თავს მოეხვია მისთვის თავისი პოლიტიკა. არ ერიდებოდა ცრუ დაპირებებს, ოპონენტების ცილისწამებას და სხვა სიბინძურეს.
  ჟურნალ-გაზეთებით და რადიოთი ფართოდ იყო პროპაგანდირებული სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ.
ლოზუნგიც იყო შესაფერისი: “პრესა _კოლექტიური ორგანიზატორი”
   ეს აბაზარი ლოზუგები იყო ყველგან, გაზეთში, წიგნებში, სახელმძღვანელოებში, საწარმოთა, სასწავლებლებისა და ორგანიზაციების კედლებზე და ა.შ. ლოზუნგებისა და ტერმინების ფართოდ გამოყენება “დიდი განათლებისა” მაჩვენებელი და კარიერული წინსვლის აუცილებელი ატრიბუტი იყო.
  ამ ლოზუნგებში ყველაზე “უკვდავი” და გავრცელებული იყო: _”პროლეტარებო, ყველა ქვეყნისა, შეერთდით!”, რომელსაც ნახავდით სახ. ღერბზე მოკავშირე რესპუბლიკის ენებზ, ყველა ჟურნალ_გაზეთის სათაურთან და ა.შ. მამაჩემის ერთ-ერთ სიგელზე აღმოვაჩინე, რომ 1936 წლის სსრკ-ს ღერბზე ეს ლოზუნგი იყო არაბული შრიფტით! აზერბაიჯანის და თურქმენეთის დამწერლობის ენაზე.
   საბავშვო და ახალგაზრდულ გამოცემებზე ლოზუნგი უწყოდა: _მარქსიზმ-ლენინიზმის საქმისათვის იყავით მზად!
  ქვეყნის ელექტროფიკაციის ლენინურ გეგმას მხარს უმაგრებდა ლენინის სიბრძნე: _კომუნიზმი არის სოციალიზმს პლუს ქვეყნის ელექტროფიკაცია!
  50-იანი წლების მიწურულს გაჩნდა ნიკიტა ხრუშჩოვისეული სიბრძნე: _ქიმია პლუს ელექტროფიკაცია უდრის კომუნიზმს! ??
   ქიმიური მრეწველობის პრიორიტეტად აღიარების შედეგად ქ. რუსთავში აშენდა ამიაკის, კაპრონ-ლაქტამის საწარმოები, თბილისში პლასტმასის და იზოლიტის ქარხნები და სხვ. არც თუ ურიგო საქმეა.
   ჩვენს სკოლაში 1953 წლამდე გამოკრული იყო არცთუ ურიგო ლოზუნგი: მოსწავლეთა გმირობა და სიმამაცე არის სწავლა ფრიადზე! (ლავრენტი ბერია).  შემდეგ კი მასიურად გავრცელადა ლენინური მოწოდება: სწავლა, სწავლა და სწავლა!
(იგულისხმებოდა ლენინიზმის სწავლა) და სტალინური: რომ აშენო, უნდა იცოდე; რომ იცოდე, უნდა ისწავლო!



       

No comments:

Post a Comment